მართლა აუცილებელია ხილის გარეცხვა შეჭმამდე?
ფოტო: GETTY IMAGES / WESTEND61
ალბათ, აქამდეც გსმენიათ, რომ ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვა არასასურველი ბაქტერიებისა და პათოგენებისგან თავდასაცავად აუცილებელია, მაგრამ ასევე გვსმენია ისიც, რომ გაციებას თავიდან თბილად ჩაცმა აგვარიდებს, თითების ტკაცუნი კი ართრიტს იწვევს. ამ ბოლო ორი განცხადებიდან მართალი არც ერთი არაა.
ალბათ ყველა თქვენგანი დაეჭვებულა, ნამდვილად საჭიროა თუ არა მათი გარეცხვა. ისინი ხომ ბუნებაში, ხეებზე იზრდებიან, როგორ შეიძლება უწყინარი ვაშლი სასიკვდილო დაავადებების წყარო იყოს?
სანამ საკითხს უფრო დეტალებში განვიხილავდეთ, გვითხარით, როგორია თქვენი პირადი პოზიცია ამ საკითხზე.
როგორც აღმოჩნდა, კი, ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვა აუცილებელია
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი გვირჩევს, რომ საკვებით გავრცელებადი დაავადებებისგან თავის ასარიდებლად პროდუქტები აუცილებლად გავრეცხოთ. წყლის გადავლებით მათ მიწის, ქვების, მწერებისა და ჭუჭყისგან ვასუფთავებთ. მაგალითად, ავიღოთ მწვანე ხახვი. ის მოგრძო ფორმისაა და მიწაშია ჩარჭობილი, დაკრეფვისას კი შესაძლოა მიწის ნაწილი ამოჰყვეს. თუ ეს მიწა ბაქტერიების თანხლებით ჩვენს ორგანიზმში მოხვდება, შეიძლება ავად გავხდეთ.
ფოტო: GETTY IMAGESVANYA DUDUMOVA / EYEEM
ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საზიანო ბაქტერია გაურეცხავი საკვებიდან თქვენს ორგანიზმში მოხვდეს. გარდა ამისა, იმაზეც დაფიქრდით, თუ რა გზას გადის საკვები დაკრეფვიდან თქვენამდე. ფერმაში ის სატვირთო მანქანებში იტვირთება, შემდეგ ის მაღაზიაში იგზავნება, სადაც კონსულტანტები დახლზე აწყობენ, შემდეგ ის რამდენიმე საათი, ან დღე მაღაზიაში დევს, სადაც მას უამრავი ხელი ხვდება. დიდი შანსია, რომ ამ პროცესში მათ ვინმემ დაუბანელი ხელი მოკიდოს და მასზე საზიანო ბაქტერიები გადაიტანოს, რომელიც ამ ჯაჭვის ბოლოს ჩვენ მოგვწამლავს.
საკვების გარეცხვის მიუხედავად, თქვენ შეიძლება მაინც მოიწამლოთ
ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვა ბაქტერიებისგან სრულად ვერ დაგიცავთ.
"ხილისა და ბოსტნეულის ცივი წყლით რეცხვა მათ ზედაპირზე არსებული ბაქტერიების მხოლოდ ნაწილს აშორებს", - ამბობს შეერთებული შტატების აგრიკულტურის დეპარტამენტის წარმომადგენელი ბრენდან ნიემირა.
"სამწუხაროდ, ცივი წყლით რეცხვა ბაქტერიებს სრულად ვერ აშორებს. მათი მოშორება ერთიორად რთულია თუ ისინი საკვებზე მჭიდროდ არიან მიკრულნი, ან თუ ისინი მასზე ბიოფირფიტის სახით ცხოვრობენ"
თუ თქვენი სალათის ფურცელი ეშერიხია კოლით არის დაბინძურებული, მისი რეცხვით ბევრს ვერაფერს შეცვლით. 2017 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, მეცნიერებმა E.coli-თ დაბინძურებული სალათის ფურცლის რეცხვა სცადეს, რათა პათოგენი მოეშორებინათ. მიუხედავად იმისა, რომ რეცხვამ ეშერიხია კოლის რაოდენობა შეამცირა, სალათზე არსებული ბაქტერიის რაოდენობა დასაშვებს მაინც საკმაოდ აღემატებოდა.
უფრო მეტიც, თუ ბაქტერია პატარა ჭრილის, ან დაჟეჟილობის მეშვეობით ხილისა და ბოსტნეულის კანქვეშ შეაღწევს, თქვენ მისი გარედან რეცხვით ვერაფერს მიაღწევთ. ამიტომ, დაჭყლეტილ ხილს და ბოსტნეულს უნდა მოერიდოთ.
დასკვნა?
დედათქვენი მართალია. მიუხედავად იმისა, რომ ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვა თქვენ ყველა შესაძლო დაავადებისგან ვერ დაგიცავთ, ის საზიანო ბაქტერიების შესამცირებლად კარგი საშუალებაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხილის გარეცხვა დიდ დროსა და ძალისხმევას არ მოითხოვს, არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ამაზე უარი უნდა თქვათ.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები