ომბუდსმენი ოჯახში ძალადობაზე: დამცავი მექანიზმები კვლავ არ პასუხობს საჭიროებებს
ფოტო: გვანცა ნემსაძე
სახალხო დამცველი ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობისაგან დამცავი მექანიზმების გამოყენების მაჩვენებელი და შესაბამისი უწყებების მხრიდან აქტივობა კვლავ არ პასუხობს არსებულ საჭიროებებს.
ომბუდსმენის თქმით, პრობლემის სიმძაფრისა და მასშტაბურობის მიუხედავად, კანონმდებლობა პრაქტიკაში ეფექტიანად არ ხორციელდება, ასევე, არ დახვეწილა საკანონმდებლო და ინსტიტუციური სივრცე:
"ბოლო წლებში ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის რაოდენობრივი მაჩვენებლების შეჯამებით გამოიკვეთა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის მაღალ მაჩვენებელზე".
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შექმნილი ვითარების ფონზე, დაუყოვნებლივ მოხდეს შესაბამისი უწყებების მხრიდან დროული, ეფექტური და ანგარიშვალდებული ღონისძიებების განხორციელება. საგანგებო ყურადღება დაეთმოს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური კონფლიქტის თითოეულ შეტყობინებას და გატარდეს ყველა შესაბამისი ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციისათვის.
ომბუდსმენის ინფორმაციით, 12 ივლისს, თბილისში მომხდარი მკვლელობის შემთხვევამდე მსხვერპლს მიმართული ჰქონდა სამართალდამცავი უწყებისადმი, რომელიც ხელწერილის გამოყენებით შემოიფარგლა. მისივე თქმით, არაერთი მოწოდების მიუხედავად, ხელწერილების პრაქტიკა არ აღმოფხვრილა:
"არ ხორციელდება რისკების ინდივიდუალური შეფასება, რაც განმეორებითი შემთხვევების თავიდან აცილების შესაძლებლობებს შექმნიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოვუწოდებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოკლეს დროში გააკეთოს მკაფიო განმარტება".
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბუნდოვანია სოციალური მუშაკების როლი და მათი ჩართულობა ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესწავლის პროცესში და არ ხორციელდება ეფექტური მონიტორინგი განმეორებითი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით.
ასევე, ომბუდსმენი აცხადებს, რომ არაერთი მოწოდების თუ დაპირების მიუხედავად, არ მომხდარა ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ კონვენციის რატიფიცირება:
"საქართველოს პარლამენტის წევრებმა ვერ დაინახეს ფემიციდის დეფინიციის საჭიროება და მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივას, რომელიც კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს საკითხის აქტუალობასა და მნიშვნელობას".
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები