სუბარი: ნებისმიერმა იცის რჩეულიშვილების "კეთილსინდისიერი" ბიზნესების შესახებ
ფოტო: სოზარ სუბარი / Facebook
დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ ცენტრ პოინტის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება. ჟურნალსტებთან საუბარში ის ასევე ჰყვება, თუ როგორ გაიმარჯვა კომპანიამ დევნილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში, რომელთა შესახებაც გაფორმებული კონტრაქტები მოგვიანებით გაუქმდა, რადგან კომპანიამ დოკუმენტაცია დროულად არ წარმოადგინა:
"როცა ლაპარაკია რჩეულიშვილების კეთილსინდისიერ ბიზნესებზე, ნებისმიერ თბილისელი გაგცემთ ამაზე პასუხს. 4 წლის წინ და მანამდე კიდევ, სააკაშვილის დროს რომ ძიებები მიდიოდა, ჩემი ბრალი არ არის. [ცენტრ პოინტმა] მოიგო ერთი ტენდერი გამზადებული კორპუსით ხოლო, როდესაც ვუთხარით, რომ ამ კორპუსში ვყიდულოთ ბინებს დევნილებისათვის, გვითხრა, რომ აქ ისედაც მშვენივრად ვყიდი [ბინებს]და გვერდით რომ ავაშენებ, იმაში მოგყიდითო. იმაზე ხელშეკრულება არ ყოფილა, ის არ მოუგია და ბუნებრივია, თავს არ მოვატყუებინებდით".
სუბარის განმარტაებით, ცენტრ პოინტმა კიდევ მეორე აშენებული კორპუსით მოიგო დევნილთა სამინისტრო მიე რგამოცხადებული ტენდერი. მისი თქმით, მშენებლობა თითქმის დამთავრებული იყო და დევნილთა სამინისტროს სურდა აღნიშნული კორპუსის შეძენა, თუმცა ცენტრ პოინტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ რეალურად ვის ეკუთვნოდა შენობა.
დღეს მაია და გუკა რჩეულიშვილები პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა 11 საათზე დაბარებული გუკა რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდა. მაია რჩეულიშვილმა კი, რომელიც პროკურატურაში 1 საათზე უნდა მივიდეს, განაცხადა, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.
წინასწარი ინფორმაციით, საქმე ბათუმში, მაგნოლიას მშენებლობას ეხება. პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე შეიკრიბნენ ცენტრ პოინტისგან დაზარალებული ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გუშინ ცენტრ-პოინტის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი, ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი, სალომე ჩარკვიანიც დააკავეს, რომლებსაც ბრალს დღეს წარუდგენენ.
უკვე წლებია ცენტრ-პოინტის ასობით მომხმარებელი, რომლებმაც კომპაანიისგან ბინები იყიდეს, მათ ჩაბარებას ელოდებიან. კომპანიამ ამ დრომდე ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მათი მშენებლობების დიდი ნაწილი შეჩერებულია.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
კომენტარები