თურქეთში მომხდარი საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს
ფოტო: Shutterstock / On.ge
პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის 28 იანვარს თურქეთში მომხდარი საქართველოს მოქალაქეების განზრახ მკვლელობის ფაქტზე მარნეულში მცხოვრები ელნურ ანტესოვი, ვუგარ გულიევი და აზადე ომაროვა დააკავეს.
უწყების ცნობით, 2016 წლის 29 იანვარს, თურქეთის სამართალდამცველების მიერ დუზჯეში ერთერთ საცხოვრებელ სახლში საქართველოს მოქალაქეების - ემმა შარიფოვას და სახიბ გასანოვის, ასევე თურქეთის მოქალაქის ელნაზ შარიფოვას გვამები იპოვეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ელნაზ შარიფოვა, ემა შარიფოვა და მისი შვილიშვილი სახიბ გასანოვი სამუშაოდ იმყოფებოდნენ თურქეთში, ფინანსურად ეხმარებოდნენ მარნეულში მცხოვრებ ოჯახის წევრებს. უწყების ცნობით, 6 იანვარს მათთან სტუმრად ჩავიდა მარნეულში მცხოვრები აზადე ომაროვა, 26 იანვარს ელნურ ანტესოვი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ომაროვასთან და მისგანვე გახდა ცნობილი ზემოაღნიშნულ პირთა საცხოვრებელი ადგილი:
"ელნურ ანტესოვი სტამბულში შეხვდა მის მეგობარს ვუგარ გულიევს, რის შემდეგაც 28 იანვარს გამთენიისას, ისინი აზადე ომაროვას დახმარებით მივიდნენ ემა და ელნაზ შარიფოვების საცხოვრებელ სახლში. ვინაიდან ბრალდებულებისთვის წინასწარ იყო ცნობილი თანხის არსებობის შესახებ, მისი დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინეს სამი პირის მკვლელობა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილებს სხეულზე აღენიშნებოდათ ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი სახის ჭრილობები".
პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ბრალდებულები დაეუფლნენ გარდაცვლილების კუთვნილ პერსონალურ კომპიუტერს, მობილურ ტელეფონებს, ასევე სხვა ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მკვლელობის მომდევნო დღეს კი ბრალდებულებმა დატოვეს თურქეთის ტერიტორია და სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები