მარტივად ნუგზარ შატაიძის "სკანდალური" მოთხრობის შესახებ
ბოლო რამდენიმე დღეა, Facebook-ზე აქტიურად მიმდინარეობს ნუგზარ შატაიძის ერთი მოთხრობის, "მოგზაურობა აფრიკაში" განხილვა. მოთხრობა, რომელმაც საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, სასკოლო პროგრამაში, კერძოდ კი, მე-9 კლასის ლიტერატურის სახელმძღვანელოშია შეტანილი.
ჯერ სკოლის მოსწავლის ვიდეო გამოჩნდა, რომელმაც მოთხრობიდან ამონარიდი ამოიკითხა და ამ გაკვეთილის სწავლაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით კი ტალღა კიდევ ერთხელ აგორდა. ამჯერად ვიდეოს ავტორი არა მოსწავლე, არამედ ზრდასრული ადამიანი იყო. მან უმცროსი დის წიგნში აღმოაჩინა ნუზარ შატაიძის მოთხრობა და გულწრფელად აღშფოთდა.
მოდით, სულ თავიდან მივყვეთ ამ ამბავს და მოთხრობას მკითხველის თვალით შევხედოთ.
რას ეხება ნუგზარ შატაიძის "მოგზაურობა აფრიკაში"?
მწერლის ყურადღების ცენტრში 12 წლის ბიჭია, რომელიც მუყაოს ყუთში ცხოვრობს. მოვლენებსაც სწორედ მისი თვალით ვხედავთ. ის გვიყვება ქუჩაში გატარებულ ღამეებზე, პოლიციელებსა თუ კეთილ ადამიანებზე, რომლებიც მისთვის ცოტაოდენ ფულს იმეტებენ. ერთ დღესაც, ბიჭი გადაწყვეტს, აფხაზეთში წავიდეს. გეგმა გიჟურია, მაგრამ მოთხრობის მთავარ გმირს არც არაფერი აქვს დასაკარგი. ან აქ უნდა დარჩეს და დაელოდოს, როდის მოაგნებს სიცივე, ან წავიდეს იქ, სადაც მისი და მისი მშობლების ისტორია დაიწყო, ტყვარჩელში.
რატომ ჰქვია მოთხრობას მოგზაურობა აფრიკაში? აფრიკა ჰალუცინაციაა, რომელიც წებოს მოხმარებას მოსდევს: ზებრები, მარტორქები, ანტილოპები. არჩევანიც სწორედ ახლოს არსებულ აფრიკასა და შორს არსებულ აფხაზეთს შორის კეთდება. ერთი - მარტივად მისაღწევი ილუზიაა, მეორე კი - რთულად მისაღწევი სინამდვილე. თუმცა ვინ იცის, იქნებ აფხაზეთიც არ არსებობს რეალურად?
თუ სიუჟეტი გეცნოთ, აქვე გეტყვით, რომ 2009 წელს მოთხრობის მიხედვით ფილმი "გაღმა ნაპირი" გადაიღეს. მოთხრობის მთავარი თემა კი არა იმდენად ნარკომანია, არამედ პირად და ეროვნულ ტრაგედიებს შორის არარსებული საზღვარია.
რატომ გამოიწვია ამ მოთხრობამ პროტესტი?
საქმე ისაა, რომ მოთხრობაში შეხვდებით ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა "ბოლომდე ჩაეშვა", "წებოთი კაიფობს" და ასე შემდეგ. სანამ იტყოდეთ, ამას აჩვევენ მერე სკოლის ბავშვებსო? - გეტყვით: თანამედროვე თინეიჯერებს ამ ყველაფერთან შეჩვევა საერთოდ არ სჭირდებათ. ისინი ყოველდღიურად ისმენენ ამ და ამაზე ბევრად უარესს ფრაზებს. მთავარი არა "ცუდი" და "კარგი" სიტყვებია, არამედ კონტექსტი. უცნაური იქნებოდა, ქუჩაში მცხოვრები ბავშვი რომ ისეთი ქართულით ლაპარაკობდეს, როგორიც აღშფოთებულ მშობლებს მოეწონებოდათ. კარგი მწერლის ოსტატობაც ამაშია: დაგაჯეროს ის, რასაც თავად ხედავს. ენა კი ამისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.
რამდენად სწორია ერთი ამონარიდით მოთხრობაზე მსჯელობა?
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ერთი ფრაზით განსაჯოთ მთელი მოთხრობა, მაგრამ იმავე წარმატებით შეგიძლიათ შუბლზე დაიწეროთ, რომ ლიტერატურას ვერ იტანთ. ალბათ, არც ესაა დიდი პრობლემა, მაგრამ მაშინ სხვებს მაინც არ უნდა დაუშალოთ კარგი მოთხრობით სიამოვნების მიღება, თუნდაც მასში თქვენთვის "ცუდი" და "მიუღებელი" ფრაზები იყოს.
წარმოიდგინეთ: რამდენად სწორი იქნებოდა, ფილმზე ერთი დაპაუზებული კადრით მსჯელობა? მით უმეტეს, თუ ამ კადრში არც პერსონაჟი ჩანს, არც ლოკაცია და არც ეპოქა? სწორედ ასეთ დაპაუზებულ კადრს ჰგავს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები თუ მონაკვეთები, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც გაგრძელება. ლიტერატურული ნაწარმოებების დაჩეხვა და იმის ამორჩევა, რაც ყველაზე მეტად არ მოგვწონს - ერთგვარი ვანდალიზმია.
და როგორ მოვიქცეთ, რომ მოთხრობამ ცუდი გავლენა არ მოახდინოს მოსწავლეებზე?
თუ ღელავთ იმაზე, რომ შეიძლება სკოლის პროგრამაში შეტანილი რომელიმე ნაწარმოები არასწორად გაიგოს თქვენმა შვილმა ან უმცროსმა დამ, დაუჯექით გვერდზე, მასთან ერთად წაიკითხეთ ტექსტი (ოღონდ ბოლომდე!) და ისაუბრეთ იმაზე, რა არის ამ ნაწარმოებში მთავარი. ასე დაზუსტებით გეცოდინებათ, კონკრეტულად რას და რატომ ასწავლიან ბავშვებს სკოლაში და არასწორ ინტერპრეტაციასაც აიცილებთ თავიდან.
რაც მთავარია, არც ის დაივიწყოთ, რომ ლიტერატურის მიზანი ადამიანის აღზრდა სულაც არაა. ეს მხოლოდ მისი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს.
ბოლოსთვის კი გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ ეს სასაცილო ვიდეო, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" სწავლების სირთულეებს შეეხება და რომელსაც უკვე უამრავი გაზიარება აქვს.
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა
გადახედვა
-
ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები
გადახედვა
-
Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა
გადახედვა
-
აქტივისტ კესო დეკანოსიძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით აქტივისტებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს აქტივისტ კესო დეკანოსიძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით აქტივისტებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს
გადახედვა
-
ეს აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო ეს აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა
გადახედვა
-
"Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა "Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თორნიკე რაზმაძეს ემოციური დაზიანებები აქვს და სჯობს ამას მიხედოს, მისგან გმირი არ გამოვა" შალვა პაპუაშვილი: "თორნიკე რაზმაძეს ემოციური დაზიანებები აქვს და სჯობს ამას მიხედოს, მისგან გმირი არ გამოვა"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით
გადახედვა
-
თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
-
შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ
გადახედვა
-
გახდება თუ არა საქართველო Wildberries-ის "გადარჩენის ოპერაციის" ნაწილი? — EPRC-ის მიმოხილვა გახდება თუ არა საქართველო Wildberries-ის "გადარჩენის ოპერაციის" ნაწილი? — EPRC-ის მიმოხილვა
გადახედვა
-
"უბრალოდ ვხუმრობ. სინამდვილეში, არც ვხუმრობ" — დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საკუთარ თავს "ღირსების მედალს" გადასცემდა "უბრალოდ ვხუმრობ. სინამდვილეში, არც ვხუმრობ" — დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საკუთარ თავს "ღირსების მედალს" გადასცემდა
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
-
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მეორადი ჩარიცხვებისთვის? — NAEC-მა აბიტურიენტებისთვის ცნობარი განაახლა როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მეორადი ჩარიცხვებისთვის? — NAEC-მა აბიტურიენტებისთვის ცნობარი განაახლა
გადახედვა
-
14 სექტემრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 14 სექტემრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა

კომენტარები