ბიბილოვზე დაწერილი სტატიის გამო ცხინვალში ჟურნალისტს ავიწროებენ
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ადგილობრივ ჟურნალისტ ირინა კელეხსაევაზე ზეწოლას ახდენს. კერძოდ, მწვავე რეაქცია რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს რუსულენოვანი რედაქციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა სტატიამ "როგორ იკამათეს პრეზიდენტმა და ინვესტორმა" მოჰყვა.
ეხო კავკაზას ცნობით, რადიო სადგური, სადაც ირინა მუშაობს, რეგიონის დე ფაქტო ძალოვანებმა ორდერის წარდგენის გარეშე გაჩხრიკეს. მოგვიანებით, კელეხსაევას რადიოში თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.
კელეხსაევას თქმით, ორშაბათს დილით, სამსახურში მისულს კაბინეტში 6 კაცი დახვდა:
"კაცები, რომელთა შორის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და პრეზიდენტის პირადი დაცვის თანამშრომლები ამოვიცანი, ამოწმებდნენ დოკუმენტებს და იწერდნენ გარკვეულ ფაილებს. არ ვიცი რა აინტერესებდათ. კომპიუტერებთან დაახლოებით 1 საათი გაატარეს, შემდეგ წავიდნენ. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ბუღალტერიიდან დამირეკეს. მითხრეს, ოფისში დავბრუნებულიყავი და საკუთარი სურვილით სამსახურის დატოვების შესახებ განცხადება დამეწერა. ვუპასუხე, რომ ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, წასვლის საფუძველს ვერ ვხედავ და არანაირ განცხადებას არ დავწერდი."
ჟურნალისტის თქმით, რადიოს დირექტორისგან მისი გათავისუფლება შაბათს მოითხოვეს, თუმცა დირექტორმა უარი თქვა და აღნიშნა, რომ კელეხსაევასთან პრეტენზიები არ აქვს.
ჟურნალისტზე ზეწოლა სოციალურ ქსელებში მისი დისკრედიტაციის კამპანიით, ეხო კავკაზას ვებგვერდზე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. სტატიაში საუბარი იყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვსა და ცნობილ რუს ბიზნესმენ თაიმურაზ ბოლოევს შორის კონფლიქტზე.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სამხრეთ ოსეთში ჟურნალისტზე ზეწოლა ხდება. ეხო კავკაზასა და ნეტგაზეთის კონტრიბუტორი თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ 2017 წლის 16 აგვისტოს დააკავა. მას შემდეგ, მეარაყიშვილი, ფაქტობრივად შინაპატიმრობაში იმყოფება. მას მმართველი პარტიის მიმართ ცილისწამებაში სდებენ ბრალს.
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
კომენტარები