EMC-იმ მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებთა სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
ფოტო: EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ევროპულ სასამართლოში ეკომიგრანტი ოჯახების სახელით სარჩელი შეიტანა. წარდგენილი განაცხადი ეხება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძათხევში, მეწყრული საშიშროების მაღალი რისკის ზონაში მცხოვრები სამი ეკომიგრანტი მოსახლის (ორი ოჯახის) სიცოცხლის დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობას სახელმწიფოს მხრიდან. EMC, როგორც განმცხადებლების წარმომადგენელი, ევროპულ სასამართლოს მიმართავს კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება) და მე-13 (უფლება დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე) მუხლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით.
2014 წლის 12 დეკემბერს სოფელში მცხოვრები 11 ოჯახის სახელით EMC – იმ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიასთან სიცოცხლის დაცვის გადაუდებელი აუცილებლობის გამო, განსახლებაზე მოთხოვნის საგამონაკლისო წესით განხილვაზე იშუამდგომლა. 2015 წელს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სოფელში მცხოვრები 8 ოჯახის განსახლების შესახებ. თუმცა, განსახლებაზე უარი უთხრეს ნაბისი ზვიადაურის ერთსულიან, ასევე ვეფხვია არდოტელისა და ლია ზვიადაურის ოჯახებს სხვა უძრავ ქონებაზე საკუთრების არსებობის გამო.
EMC-ის ინფორმაციით, განსახლებაზე უარი ემყარებოდა კომისიის არგუმენტაციას, რომ ნაბისი ზვიადაური და მისი შვილი ხვიჩა ზვიადაური ხელოვნურად გახლეჩილ ოჯახს წარმოადგენდა. შესაბამისად ნაბისი ზვიადაურის ოჯახის წევრს ჰქონდა ალტერნატიული საცხოვრებელი, ხოლო ვეფხვია არდოტელისა და ლია ზვიადაურის შემთხვევაში, მათი შვილების მიერ ლია ზვიადაურის დის ბინაში ცხოვრების ფაქტი, გულისხმობდა მათ შეუზღუდავ შესაძლებლობასაც, ესარგებლათ ამავე საცხოვრებლით.
EMC-ის განცხადებით, სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლითაც დასტურდებოდა კომისიის მიერ განსახლებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა და უსაფუძვლობა, ასევე, ოჯახების მხრიდან სხვა საკუთრების არარსებობის ფაქტი. კომისიამ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საწინააღმდეგოდ, კვლავ ორივე ოჯახის მიმართ განსახლებაზე უარის გადაწყვეტილება მიიღო, ანალოგიური არგუმენტით, რომ განმცხადებლებს შვილის და ნათესავის – დის საკუთრებით შეეძლოთ შეუზღუდავად სარგებლობა.
სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-2, მე-8 და მე-13 მუხლების დარღვევის გარდა, განმცხადებლების წარმომადგენლები საკითხის სენსიტიურობის გამო, ითხოვენ საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭებას და მის დაჩქარებულად განხილვას.
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათასზე მეტი ლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათასზე მეტი ლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
კომენტარები