ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, მოხსნას ნებისმიერი დაბრკოლება ადმინისტრაციულ საზღვართან
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაცია უფრო მეტად უარესდება.
ევროკავშირის აღნიშნულ განცხადებას შეუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, სან მარინო.
დღეს, 8 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, გენერალური მდივნის ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს.
ანგარიშის განხილვისას განცხადებები გავრცელდა ევროკავშირის და სუამის სახელით.
ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება, აკრძალვა ან შეზღუდვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ გადაადგილების თავისუფლებაზე, შეწყვიტოს ადამიანების უკანონო დაკავება, მათ შორის ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის კონტექსტში.
ასევე მოუწოდებს აღკვეთოს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ხელახლა გახსნას „გამშვები პუნქტები“ და გამოიძიოს ყველა უკანონო მოპყრობა, რაც არღვევს ადამიანის უფლებებს.
განცხადებაში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებული ქმედებები, რომლებიც არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს.
ანგარიშის განხილვისას ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივმა წარომადგენლებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ევროპის საბჭოს შესაბამისი ორგანოების შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე შეწყვიტოს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და უზრუნველყოს მშობლიურ ენაზე სწავლების შესაძლებლობა.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა კომიტეტის 1299-ე სხდომაზე.
დავით ზალკალიანმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების დახურვისა და ასევე უკანონო დაკავების ფაქტებზე, სოხუმსა და ახალგორში საბაჟო პუნქტების გახსნაზე, ეთნიკური ქართველებისათვის ე.წ. ბინადრობის მოწმობის იძულებით გაცემაზე და სხვა.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა სოფელ ერედვში ქართველების კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებზე. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების უხეშ დარღვევას და მიზნად ისახავენ ორივე რეგიონში ქართული კვალის ამოძირკვას.
დავით ზალკალიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვაზე. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროცესი, აფხაზეთის რეგიონის მსგავსად, ასევე დაიწყო ცხინვალის რეგიონშიც.
-
თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾500 000 გამოუყო თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾500 000 გამოუყო
გადახედვა
-
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ
გადახედვა
-
NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
კომენტარები