უილსონი: ქართული პოლიტიკა აღარ შემოიფარგლება სააკაშვილის ან ივანიშვილის ისტორიით
ფოტო: VOA
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებსა და მის მიმდინარეობაზე ამერიკის ხმა ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ უილსონს ესაუბრა.
21 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა ადგილობრივი მთავრობა აირჩიეს, თქვენი დაკვირვებით, როგორ ჩაიარა არჩევნებმა?
ერთი მხრივ, ჩვენ ვნახეთ საარჩევნო პროცესის ნორმალიზება. ვხედავთ, რომ ქართველები მონაწილეობენ არჩევნებში, მიდიან საარჩევნო უბანზე და ასე გამოხატავენ თავიანთ სათქმელს. ეს არ არის უმნიშვნელო რამ, ამ რეგიონში ეს პროცესი თავისით არ დამდგარა.
ასევე ვნახეთ, რომ მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, ისევ გამოწვევად რჩება ოპოზიციური ხმები, გაურკვეველი რჩება ვინ გაუწევს ქართულ ოცნებას ოპონირებას, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა და ვინ შეძლებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მობილიზებას.
ამ არჩევნებით მმართველმა პარტიამ ყველა საარჩევნო დონეზე უმრავლესობის კონსოლიდაცია შეძლო, პარლამენტის მსგავსად ახლა ადგილობრივ დონეზეც. როგორ აისახება ეს პოლიტიკურ პლურალიზმზე?
ვფიქრობ ეს შედეგი ქართული ოცნებისთვის არის ძლიერი მანდატი თავისი პოლიტიკის გასატარებლად. ამავდროულად ეს გამარჯვება არის პასუხისმგებლობა, ის აგებს პასუხს საქართველოს პროგრესზე.
ქართულმა ოცნებამ მმართველობის სრული კონსოლიდაცია შეძლო, პარტიისთვის ეს დიდი გამარჯვებაა. მაგრამ როცა ამ შედეგებს საკონსტიტუციო ცვლილებების ჭრილში განვიხილავთ, ვხედავთ, რომ არსებობს სიფრთხილის საფუძველი.
ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ, სადაც ჯერაც არ მომხდარა დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, ჯერაც არ გვაქვს თანამშრომლობის ჩვევა, რაც კონსოლიდაციის პროცესს წარმართავდა.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, თქვენ ახსენეთ, რომ რამდენიმე საკითხი გაფიქრებთ, განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაში, რატომ მხოლოდ მოკლევადიანად?
საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ვაკუუმში მიმდინარეობდა. არაფერი განსაკუთრებულად ცუდი არ არის რომელიმე კონკრეტულ ცვლილებაში, მაგრამ რაც მე მაწუხებს არის ის, რომ მოცემულ პოლიტიკურ გარემოში, ეს ხაზს უსვამს ძალაუფლების კონსოლიდაციას. კონსტიტუცია არის საკითხი, რაზეც ვიმედოვნებდით, რომ შედგებოდა პოლიტიკური კონსენსუსი, რაც სამწუხაროდ არ მოხდა.
ამ ცვლილებებით უფლებამოსილება ეზღუდება ქვეყნის პრეზიდენტს, რატომ მოხდა ასე? ჩნდება კითხვა - ხომ არ არის ეს პასუხი იმ დინამიკაზე, რომელიც ამჟამინდელ პრეზიდენტს და მთავრობას შორისაა? ხდება თუ არა ეს იმიტომ, რომ პრეზიდენტი ავლენს დანარჩენი მთავრობისგან დამოუკიდებლობას და ავტონომიას? შესაძლოა ასე იყოს.
ეს ცვლილებები ამოქმედდება მომავალში, ამიტომაც არ მგონია სწორი იყოს მოკლე-ვადიანი ტაქტიკური სვლები. გრძელვადიან პერსპექტივაში საჭიროა სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკას მომდევნო 25-50 წლის განმავლობაში და არა ამ პოლიტიკურ ვადებში. ამიტომაც მაწუხებს, რომ ეს ნაბიჯი მოკლევადიანია და არა სამომავლოდ მიმართული.
არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რაც მაწუხებს, როგორიცაა მიწის მფლობელობის საკითხი და ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრა.
ერთნაირ სქესიანთა ქორწინება არასდროს ყოფილა საკითხი, რასაც LGBT თემი საქართველოში ითხოვდა. ამ თემის მთავარი პრობლემა მათი ფიზიკური უსაფრთხოებაა, იქნება ეს ძალადობა, შევიწროება და მუქარები. რატომ გახდა საჭირო ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრა?
ნებისმიერ საზოგადოებაში უსაფრთხოება და ძალადობა არის პრობლემა, რომელსაც უმცირესობების წარმომადგენლები აწყდებიან.
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ კრემლის იდეოლოგიურ მიდგომას, სადაც კრემლი ცდილობს ღირებულებების გამოყენებით იმოქმედოს. მე პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც ერთნაირ სქესიანთა ქორწინების საკითხზე ჩემგან განსხვავებული მოსაზრება აქვს. მაგრამ ვშიშობ, რომ საქართველოში ეს საკითხი კრემლმა გამოიყენა და ისე შეფუთა თითქოს ევროპასთან ინტეგრაცია საქართველოსთვის კულტურის და ღირებულებების მოშლას ნიშნავდეს. ჩემი აზრით, ეს არის მავნე ტაქტიკა, რითაც ისინი საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებას უშლიან ხელს.
ამ მახეში გაბმით, არასერიოზული პოლიტიკური თემის წამოწევით და შემდეგ უკვე კონსტიტუციაში შეტანით საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესში ბარიერი დაამატა, რაც, ჩემი აზრით, სამწუხაროა.
არჩევნების შედეგების მიხედვით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მეორე პოლიტიკური ძალაა საქართველოში. თუმცა პარტია უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს მეორე ტურში. თქვენი აზრით, როგორ მოქმედებს ეს ამომრჩევლებზე და პოლიტიკური პარტიების მიმართ მანდ ნდობაზე?
მე ყოველთვის სცენაზე ყოფნის და მონაწილეობის მომხრე ვარ. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ჰგონია რომ მათ ხმას მნიშვნელობა არ აქვს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
სკეპტიკურად ვარ განწყობილი პარტიების მიმართ, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს. საქართველოს დემოკრატიული პროცესებისთვის ჟანგბადი აქვს. ღრმად მჯერა პოლიტიკურ არენაზე შეჯიბრების.
ვისურვებდი ნაციონალურ მოძრაობას მიეღო მონაწილეობა არჩევნებში იქ, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს.
პოლიტიკური პარტიებისადმი უნდობლობა საქართველოში ახალი არ არის. თბილისის მერის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა პოლიტიკაში გამოუცდელი, დამოუკიდებელი კანდიდატი. რას ნიშნავს მისი შედეგი პოლიტიკური ძალებისთვის?
უკანასკნელ პერიოდში პოპულისტი პოლიტიკოსების აღმავლობის არაერთი მაგალითი ვნახეთ, მაგალითად, დონალდ ტრამპი პირველი პოპულისტი კანდიდატი იყო, რომელიც პრეზიდენტი გახდა. პოპულიზმი სხვადასხვა ფორმით ვლინდება, იქნება ეს დონალდ ტრამპის გამარჯვება თუ ბრექსიტი ბრიტანეთში.
ეს დემოკრატიისთვის დამახასიათებელი პროცესია, ჯანსაღია, როცა მოსახლეობა პოლიტიკური ლიდერების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, მეშინია ეს სკეპტიციზმი ღრმა ცინიზმში არ გადაიზარდოს, სადაც ამომრჩევლებს პროცესის აღარ სჯერათ.
დამოუკიდებელი კანდიდატების წარმატება ცუდი არ არის. ეს აჩვენებს, რომ ხალხი ჯერ ისევ ეძებს მის ადგილს, ეძებს თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი იდეოლოგიურად.
თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში არსებობს ერთგვარი „შიმშილი“ ახალი პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი დაუჭერდა მხარს. თქვენი დაკვირვებით, მოქმედი ოპოზიციური ძალები თუ ხედავენ ამ შიმშილს და მოქმედებენ შესაბამისად?
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაუწყვეტელია, მათ არ იციან რომელ პოლიტიკურ ძალას მისცენ ხმა.
ბოლო წლების არჩევნების შედეგები გვაჩვენებს, რომ ქართულმა ოცნებამ შეძლო მხარდაჭერის შენარჩუნება, რომელიც, თავის დროზე დაიწყო, როგორც მოძრაობა მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ. სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ მხარდაჭერის მობილიზება შეძლო, ეს მხარდაჭერა ოპოზიციიდან მთავრობაში გაგრძელდა. ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობაც ინარჩუნებს ერთგულ ამომრჩევლებს.
ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან, საქართველოს მოსახლეობას უფრო დიდი პოლიტიკური არჩევანი ექნება, ქართული პოლიტიკა აღარ შემოიფარგლება მიშა სააკაშვილის ან ბიძინა ივანიშვილის ისტორიით. ქართული პოლიტიკა უფრო მრავალფეროვანია და ჩემი აზრით, ქართველებს სურთ უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური არენის ხილვა, რასაც, ვფიქრობ, მიიღებენ.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები