თამაზ მეჭიაური

30 Oct. 2017, 00:50

პოლიტიკაში ხან კოალიციები იქმნება, პარტიები ერთიანდებიან, იყოფენ თანამდებობებს, პოლიტიკაშიც არის ვაჭრობა და ეს მაინც და მაინც ფულად ანგარიშწორებას არ გულისხმობს. ადამიანი, რომელიც შენს გვერდით იდგა, მერე შენ მიგყავს და სადღაც ასაქმებ, მერე ახალია აქ რამე? თბილისშიც ასე არ ხდება ახლა? თანაგუნდელებისგან უნდა გადაიყვანოს თანამდებობაზე. მსოფლიოში ასეა, მთავარია დაუმსახურებლად არ მიიყვანო... მიყვანით ის [ზაქარია ქუცნაშვილი] მე მივიყვანე საოლქო კომისიაში და მერე აღარ მინდა საუბარი... ის ძალიან სწრაფად აღმოჩნდა მოწინააღმდეგის ბანაკში... რაც შეეხება იმას, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ ზაქრომ დამნიშნა, ზაქრო თვითონ რიგითი დეპუტატი იყო. ამაზე უსუფაშვილმაც გასცა პასუხი. ერთადერთი სიმართლე, რაც მაგან თქვა, ისაა რომ ისინი [უსუფაშვილი, არეშიძე, ხვედელიძე] ცოცხლები არიან და მართლა ღმერთმა აცოცხლოს, დანარჩენი სულ ტყუილი. პოლიტიკურად ეს კაცი იძირება და ჩემით გინდათ ატივტივოთ? მე მოვითხოვ პარლამენტში კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის ჩემს მიმართ მის ბრალდებებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  2. საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
  3. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში
  4. რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
  5. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში

რუსეთში, ვლადიმირის ოლქში მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავს. ტელეგრამ-არხების ცნობით,…