ქალი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებაა
ფოტო: თეონა ჭალიძე
ქალი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას განცხადებით ეხმაურებიან, რომელიც რუსთავის პენიტენციური დაწესებულების წინ წაიკითხეს. მათი თქმით, "ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს და არღვევს კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს.
"დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის, ოთხი შვილის დედის, უკანონოდ დაკავებული ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ელენე უკვე 10 თვეა იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში და ამავდროულად, მას არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
მშვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვისთვის ელენე ხოშტარიასთვის ერთი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას სცილდება ნებისმიერ სამართლებრივ ჩარჩოს. ამის გარდა, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მას არ უტარდება მისი ქრონიკული დაავადებებისთვის გადაუდებელი, საჭირო და სპეციალური სამედიცინო პროტოკოლებით გათვალისწინებული პროცედურები, რითაც მის ჯანმრთელობას შეუქცევადი ზიანი ადგება.
აღსანიშნავია, რომ თავისუფლებაზე ყოფნის დროს ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და სწორედ საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც სწორედ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს და არღვევს კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს.
თავისუფლება ელენე ხოშტარიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
საერთო განცხადების გაკეთებამდე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საზოგადოებას მოუწოდა, 20 ივნისის აქციის ძალადობრივი გზით დაშლიდან 7 წლისთავზე, შაბათის მარშს შემოუერთდნენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც რუსულმა რეჟიმმა ფლომასტერით წარწერის გაკეთებისთვის წელიწადი და ექვსი თვით ციხეში გამოამწყვდია, თავად არასოდეს საუბრობს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მისი ადვოკატების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. და თუ დაუყოვნებლივ ელენეს არ ჩაუტარდა დიაგნოსტიკური კვლევები და მას არ დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, ელენე შესაძლოა, ამ ციხიდან, თავის ოთხ შვილთან დასაბრუნებლად ეტლით გამოვიდეს.
ამიტომ, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ელენეს ყველა სამედიცინო კვლევა და დაენიშნოს მას შესაბამისი მკურნალობა.
მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას — შემოუერთდით ყოველკვირეულ შაბათის მარშს, რომელიც ამჯერად ემთხვევა გავრილოვის ღამის 7 წელს, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ ელენე იყო. გამოდით ელენესთვის, გამოდით ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებისთვის, გამოდით საქართველოს თავისუფლებისთვის, რომელიც არასოდეს გარუსდება," — განაცხადა ბოკუჩავამ.
ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას შესაძლოა, მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი და ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება.
- შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს
- პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე"
- "ძლიერი საქართველო — ლელო": მოვითხოვთ, პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარიას გაეწიოს ყველა საჭირო სამედიცინო მხარდაჭერა!
- თენგიზ შარმანაშვილი: ელენე ხოშტარიას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ახლა არა ჰყავს
-
თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾500 000 გამოუყო თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾500 000 გამოუყო
გადახედვა
-
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება
გადახედვა
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
კომენტარები