შსს-ში საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად შსს-სთან აფილირებულმა ფეისბუქ-გვერდმა, "ყველაფერი პოლიციის შესახებ" გაავრცელა, შემდეგ შსს-მ აღნიშნული ინფორმაცია NEWS.On.ge-საც დაუდასტურა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ პოლიციის პოლკოვნიკმა შალვა ბარელაძემ თავისი გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა და კადრების განკარგულებაში გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ კი პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი დაინიშნა, რომელიც აქამდე ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით მამაგეიშვილი დაინიშნა.