როგორ აღნიშნავს თიბისი დამოუკიდებლობის დღეს ყოველწლიურად
ფოტო: თიბისი
თიბისი დამოუკიდებლობის დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად ხვდება. გამონაკლისი არც წლევანდელი ვიდეორგოლი აღმოჩნდა — ბრენდის 26 მაისის კამპანიამ თავი ამჯერადაც მარტივად დაგვამახსოვრა. წელს შემოქმედებითი გუნდის მთავარი სათქმელი შემდეგია: “დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა”, ამ იდეის გამოსახატად კი კომპანიამ ყველასთვის კარგად ნაცნობი, ბავშვური ფრაზა “ჩემთვითონ” გამოიყენა.
როგორც თიბისის ბრენდის სტრატეგიული განვითარების ლიდერი, მარიამ მიქელაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობა, როგორც ღირებულება, მათთვის ბუნებრივად იქცა მთავარ მამოძრავებელ ძალად, რადგან კომპანია დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად, 1992 წელს დაიბადა, მასთან ერთად გამოიარა ყველა სირთულე თუ წარმატება და მას შემდეგ მუდმივად ცდილობს, თავისუფლების ფუნდამენტური იდეა საკუთარ პროექტებსა თუ ინიციატივებში ასახოს.
თიბისის გუნდი ფიქრობს, რომ ქვეყანას სწორედ ის ადამიანები ქმნიან, ვისაც საკუთარი შესაძლებლობების, იდეებისა და მომავლის სჯერათ. ამ რწმენასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, კომპანია უკვე 33 წელია ქმნის ქვეყნის იმ ერთ-ერთ უდიდეს ბიზნესს, რომელიც თავისი ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და კულტურული გამოცდილებების დანერგვით ადამიანებს ყოველდღიურობას უმარტივებს, ეხმარება საკუთარი მიზნების განხორციელებაში და აძლიერებს რწმენას, რომ დამოუკიდებლობა თითოეული ჩვენგანის პირადი გადაწყვეტილებით იწყება.
ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებამ თიბისისგან 26 მაისის არაერთი გამორჩეული კამპანია იხილა, მათ შორის: "მომავალი ჩვენია", "დამოუკიდებლობა იწყება შენით" და "ყველაზე ჯიუტი ადამიანების ქვეყანა".
წლევანდელი მესიჯიც სწორედ ამ სათქმელის ლოგიკური გაგრძელებაა. მარიამ მიქელაშვილის თქმით, ეს ერთგვარი სტრატეგიული მიდგომაა, რადგან მათი ნებისმიერი ბრენდული კომუნიკაციის მიზანია, მოყვნენ ამბავს და არა ცალკეულ ფაქტებს, ანუ შექმნან კონტექსტი და შინაარსი:
"ისევე როგორც ყველა ისტორიას, ჩვენი ბრენდის სათქმელსაც აქვს წარსული, აწმყო და მომავალი, რომელსაც ყოველი მომდევნო კომუნიკაციით ვქმნით. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ კამპანიები საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას მიჰყვება და მასთან ერთად ავითარებს სათქმელს", — ამბობს ის.
ბოლო რამდენიმე წელია, თიბისის 26 მაისის კამპანიებზე კრეატიული სააგენტო Playmakers მუშაობს. სააგენტოს მმართველი პარტნიორი, სტრატეგი და მარკეტერი, ნუკა შევარდნაძე აღნიშნავს, რომ ეს უკვე მეოთხე დამოუკიდებლობის დღეა, რომლისთვისაც თიბისისთან ერთად ემზადებიან და ერთობლივი ძალისხმევის ამ დღის გარშემო მობილიზება უკვე ტრადიციაა. მისი თქმით, ყოველ წელს ახალი სათქმელის პოვნა რთული არაა, რადგან ქვეყანა მუდმივად იცვლება და დამოუკიდებლობაც ყოველ ჯერზე ახალი პრიზმით შეიძლება დავინახოთ. მარიამიც ადასტურებს, რომ ამ დღისთვის ყოველ წელს განსაკუთრებით ემზადებიან, რომ რელევანტური და თან, ერთმანეთისაგან განსხვავებული პერსპექტივა დაანახონ აუდიტორიას:
"ამ პროცესში, ჩვენთვის უცვლელი საწყისი წერტილია, რომ ამ თარიღის ყოველი მომდევნო აღნიშვნა, წინა წლის გზავნილის გაგრძელება იყოს, სადაც მთავარი სათქმელი მუდამ ადამიანების ირგვლივ ტრიალებს", — ამატებს ის.
ნუკა სააგენტოს საერთო ხედვას გვიზიარებს და ამბობს, რომ მუშაობის პროცესში გუნდს ერთი მთავარი შეზღუდვა აქვს დაწესებული — არ ისაუბრონ წარსულზე, არამედ მუდმივად ეძებონ აქტუალური სათქმელი აწმყოსთვის, რომელიც აუცილებლად უნდა გამოხატავდეს თავად ბრენდის არსს და პარალელურად, ქვეყნის რეალობისთვის რელევანტურიც უნდა იყოს.
ფოტო: თიბისი
მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე კამპანია განსხვავებულია, ნუკა მათ საერთო სულისკვეთებაზე ამახვილებს ყურადღებას.
"თითოეულ კამპანიაში იგრძნობა ინდივიდის პასუხისმგებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობაში. მთავარი ხაზი, რომელიც ერთ-ერთ კამპანიაში პირდაპირ გავაჟღერეთ კიდეც, არის ის, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს დამოუკიდებელ ადამიანთა ერთობა ქმნის", — აღნიშნავს ის.
მისი აზრით, მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღზე გამოხმაურებით ბრენდები აჩვენებენ, რამდენად იაზრებენ საკუთარ როლს ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე. ნუკა იმასაც უსვამს ხაზს, რომ თიბისი საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ თითოეული ადამიანის დამოუკიდებლობის ხელშეწყობას.
წლევანდელი კამპანიის მთავარ მესიჯამდე მისასვლელად გუნდმა შთაგონება ქვეყნის ისტორიიდან და ყოველდღიურობიდან აიღო. მარიამი იხსენებს, რომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ისეთი მიგნება ეპოვათ, რასაც საზოგადოება გულით გაიზიარებდა და რის გარშემოც ადამიანები გაერთიანდებოდნენ. წელს მიზნად დაისახეს, რომ 26 მაისი მთელი საქართველოს მასშტაბით ბევრ ერთმანეთისაგან განსხვავებულ ადამიანთან ერთად აღენიშნათ, რომელთაც ერთი საერთო აქვთ — თითოეული მათგანისთვის დამოუკიდებლობა პირადი გადაწყვეტილებაა.
ასეთ ეროვნულ თემაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება, რაზეც მარიამი ამბობს ამბობს, რომ თიბისის ბრენდის ფილოსოფია გულწრფელი იდეების ირგვლივ ტრიალებს, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი თავი ამოიცნოს.
"ამიტომაც, ჩვენი სათქმელი მუდამ ისეთ მარტივ სინამდვილეზე დგას, რომელიც ნებისმიერი თაობის ადამიანისთვის ახლობელი და გასაგები იქნება. ამ მიდგომის გამოხატვას ყოველთვის ვცდილობთ როგორც ვიზუალურ ნაწილში — სუფთა და ბუნებრივი კადრებით, ასევე, შინაარსობროვად — არაპათეტიკური წინადადებებით, ისე, როგორც ყოველდღიურობაში ერთმანეთს ვესაუბრებით. შესაბამისად, 26 მაისის წლევანდელი კამპანიაც იმეორებს და ეხმიანება ამ მიდგომას", — გვიყვება მარიამი.
მთავარ ემოციურ სიმბოლოდ საბოლოოდ “ჩემთვითონ“ შეირჩა. მარიამი განმარტავს, რომ “ჩემთვითონ”, რა თქმა უნდა, გრადაციაა, რომელიც არის დამოუკიდებლობის ის პირველი სურვილი და გამოხატულება, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის ნაცნობი შეგრძნებაა.
ფოტო: თიბისი
"იქნება ეს პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმა, თასმის შეკვრა თუ ველოსიპედზე ბალანსის დაცვა, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ყველამ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენით, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით გაგვეგრძელებინა გზა და სწორედ ამ ერთი მომენტიდან გაჩნდა ჩვენში დამოუკიდებლობის იდეა", — გვიზიარებს მარიამი.
ეს ფრაზა ძალიან ორგანულად დაუკავშირდა 1991 წლის რეფერენდუმის იდეას, იმ საერთო „ჩვენთვითონს“. მარიამი აღნიშნავს, რომ მათი მიზანი იყო, ეპოვათ ის, რაც პირადსა და ეროვნულს გააერთიანებდა. ამან მიიყვანა გუნდი იმ მთავარი იდეის გააზრებამდე, რომ სწორედ თითოეული ადამიანის პირადი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებია ის საფუძველი, რომელიც ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას აცოცხლებს. რაც შეეხება რეფერენდუმს, ამ მიგნების ყველაზე სწორ გამოხატულებად სააგენტომ სწორედ 1991 წლის რეფერენდუმთან კავშირი შემოგვთავაზა, სადაც მთელმა საქართველომ ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბარს ნუკა შევარდნაძეც აგრძელებს:
“ის, რომ ჩვენ ეს დღე საერთოდ გვაქვს, 1991 წელს 3 295 493 ადამიანის არჩევანის დამსახურებაა. მათ გადაწყვიტეს, კითხვაზე — თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?— დიახ ეპასუხათ. ამის შემდეგ მთელი ქვეყანა სულ ამ არჩევანს ვაკეთებთ რომ ვაკეთებთ. ვამტკიცებთ იმას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობაა", — ამბობს ნუკა.
ნუკა გვიზიარებს, რომ წელს ახალ იდეამდე მისვლა ერთგვარი გამოწვევაც იყო, რადგან წინა კამპანიამ "ყველაზე ჯიუტი ადამიანების ქვეყანა" ვირუსულობის რეკორდი მოხსნა — შარშანდელი სათქმელი იმდენად ახლოს მივიდა ადამიანების გულთან, რომ სააგენტოსთვის მთავარ სტრატეგიულ გამოწვევად სწორედ იმავე სიძლიერის მესიჯის მოძებნა იქცა.
საბოლოო ჯამში, ორივე მხარე თანხმდება, რომ თიბისისა და Playmakers-ის პროექტების წარმატებას ერთ გუნდად მუშაობის პრინციპი და ნდობა განსაზღვრავს. ნუკა აღნიშნავს, რომ სააგენტოს ძალიან ეხმარება ის გამოცდილება, რომ წლების განმავლობაში თავად მუშაობდნენ თიბისიში და ბრენდს სიღრმისეულად იცნობენ. ამასთანავე, Playmakers-ს ინდუსტრიაში საკუთარი, განსხვავებული ხელწერა აქვს.
"ვცდილობთ, რომ ჩვენი შთაგონების წყარო არ იყოს რეკლამა, არამედ ხელოვნების სხვა სფეროები, მაგალითად, კინო, ლიტერატურა. ამით გვინდა, რომ მივიღოთ განსხვავებული პროდუქტი, შევქმნათ ახლებური ხედვა", — ასრულებს ნუკა.
-
გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში აშშ-ს საელჩო სახდეპის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში აშშ-ს საელჩო სახდეპის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად? რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად?
გადახედვა
-
რა ჯდება სიონის ტაძრის რეაბილიტაცია? რა ჯდება სიონის ტაძრის რეაბილიტაცია?
გადახედვა
-
დუა ლიპა და კალუმ ტერნერი ლონდონში საიდუმლოდ დაქორწინდნენ დუა ლიპა და კალუმ ტერნერი ლონდონში საიდუმლოდ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
საია: არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია საია: არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია
გადახედვა
-
ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში
გადახედვა
-
ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო Miami Ad School-ისთვის — გახდით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო Miami Ad School-ისთვის — გახდით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული
-
მამუკა მდინარაძე: "მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას იწყებს" მამუკა მდინარაძე: "მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას იწყებს"
გადახედვა
-
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, იტალიაში კანიე ვესტისა და ტრევის სკოტის კონცერტები გაუქმდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, იტალიაში კანიე ვესტისა და ტრევის სკოტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან 1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან
-
რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ
გადახედვა
-
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი კლინიკაში შეყვანიდან ერთი კვირაში კომაში ჩავარდა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი კლინიკაში შეყვანიდან ერთი კვირაში კომაში ჩავარდა
გადახედვა
-
მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს პაატა იმნაძე: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს
გადახედვა
-
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
გადახედვა
-
"სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე "სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
-
მიხეილ სააკაშვილი: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის მიხეილ სააკაშვილი: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის
გადახედვა
კომენტარები