"ლელო — ძლიერი საქართველო" "მოქალაქეების მხარდაჭერისა და კოორდინაციის ცენტრს" ქმნის
კოალიცია ძლიერი საქართველო — ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ახალი ინიციატივა წარადგინა. ოპოზიციური გაერთიანების გადაწყვეტილებით, იქმნება "მოქალაქეების მხარდაჭერისა და კოორდინაციის ცენტრი", რომელიც მოსახლეობას უფასო იურიდიულ დახმარებას, კონსულტაციებსა და ბიუროკრატიულ პროცესებში მხარდაჭერას აღმოუჩენს.
ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, კოალიციის იურისტთა გუნდი გაძლიერებული რესურსით იმუშავებს იმ მოქალაქეების უფლებების დასაცავად, რომლებიც ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის, გაძვირებული ცხოვრებისა და ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო დაზარალდნენ. ოპოზიციონერმა ლიდერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პენსიონერების, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების პრობლემებზე.
"გაცნობებთ, რომ შევქმენით "მოქალაქეების მხარდაჭერის და კოორდინაციის ცენტრი". ჩვენი კოალიციის ძლიერი საქართველო — ლელოს იურისტების გუნდმა, გადავწყვიტეთ გაძლიერებული რესურსით გავაგრძელოთ ჩვენი მოქალაქეების დახმარება ახლა უკვე "მოქალაქეთა მხარდაჭერისა და კოორდინაციის ცენტრის" ფარგლებში.
ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო, უამრავი ჩვენი მოქალაქე უბრალოდ ვერ უმკლავდება მძიმე რეალობას და ყოველდღიურობას. ჩვენი მთავარი ზრუნვის საგანი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც ოცნების დამკვიდრებული არასწორი, არაკომპეტენტური და თანაგრძნობისგან დაცლილი პოლიტიკის გამო იჩაგრებიან.
პენსიონერები არა მხოლოდ ასაკობრივი, აბსოლუტურად ყველა, ვინც რაიმე სახის პენსიას იღებს ლიბერთი ბანკში, უკიდურეს გაჭირვებაში არიან, ამას ემატება ლიბერთი ბანკის მიერ მათი უსასრულო ძარცვა. მარტოხელა მშობლებისთვის არ არსეობობს რეალური მხარდამჭერი პროგრამები და მათ ჯოჯოხეთის გავლა უწევთ, რომ ელემენტარული პირობები მაინც შეუქმნან შვილებს. ასევე მრავალშვილიანი მშობლები, რომლებიც ფაქტიურად მთელ რესურს შვილებს ახმარენ და უარი აქვთ ნათქვამი პირად მოთხოვნილებებზე და საჭიროებებზე. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმდება, მომატებული ფასების ფონზე, როგორც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ასევე კომუნალურ გადასახადებზე თუ ბენზინზე.
ამ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევს ქართული ოცნების ხელისუფლება, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე. უარს ეუბნებიან განცხადების მიღებაზე, კონსულტაციის გაწევაზე. ხშირად უბრალოდ არცკი უსმენენ. მოქალაქეებს უჭირთ ბიუროკრატიასთან გამკლავება.
ჩვენ დაგეხმარებით, დაგაკვალიანებთ, გაგიწევთ კონსულტაციას, მოგიმზადებთ დოკუმენტებს, დავიცავთ თქვენს უფლებებს ყველგან და თუ საჭირო გახდება თქვენს უფლებებს დავიცავთ სასამართლოშიც. თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ, რომ ეს უსამართლობა, რაც დღეს გამეფებულია საქართველოში, ერთად დავასრულოთ.
ჩვენ, ზუსტად ვიცით როგორ უნდა ვმართოთ ქვეყანა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თუმცა სანამ ეს მოხდება, ახლაც მზად ვართ დავეხმაროთ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ჩვენი გვერდით დგომა ჭირდება! მოგვწერეთ, მოგვმართეთ, დაგვიკავშირდით, ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა!", — განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
კომენტარები