როგორ ჩაიარა არჩევნებმა კახეთსა და შიდა ქართლში - ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასება
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს ორ რეგიონში დააკვირდა, ესენია: კახეთში - საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლები, შიდა ქართლში - გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლები.
ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, კენჭისყრამ, ძირითადად, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა. მათივე განცხადებით, ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ პანკისის ხეობის სოფლებში სიმშვიდე იყო საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე. ასევე, კენჭისყრის პროცესმა მშვიდად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, პრობლემები იყო საგარეჯოსა და თელავის მუნიციპალიტეტების ეთნიკურად აზერბაჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში.
აღნიშნულ უბნებში დამკვირვებლები აგიტატორების აქტიურობისკენ მიუთითებენ:
"შემაშფოთებელ ტენდენციად იქცა ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გვაქვს ახალი პროფესია - „ამომრჩეველთა მთვლელი“ - ადამიანები, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე „გადამზადებას“ გადიან პარტიების ოფისებში და ყოველ არჩევნებზე მივლინებულნი არიან საარჩევნო უბნებზე წინასაარჩევნო პერიოდში მონიშნული მხარდამჭერების აქტიურობის შესამოწმებლად და მათი რაოდენობის დასათვლელად".
ყარაჯალა
"თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის 37-ე, 38-ე, 39-ე და 54-ე საარჩევნო უბნები სოფელ ყარაჯალას ცენტრში ერთად არის განლაგებული.
აქვე არის პარტია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბი, რომლის წინ დილიდანვე მობილიზებული იყვნენ პარტიის მხარდამჭერები. მათთვის მიკროავტობუსით მოიტანეს საკვები, რათა მათ არ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ოთხივე უბანზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.
მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა ყარაჯალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ მუსაევი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების წინ შეკრებილ ამომრჩევლებს რჩევა-დარიგებებს აძლევდა და სავარაუდოდ, აქტიურად ეწეოდა აგიტაციას.
ამავე უბანზე მივიდა ამომრჩეველი, რომელსაც მარკირება არ ჰქონდა, მაგრამ მას ხმის მიცემის უფლებას უზღუდავდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. როგორც აღმოჩნდა, ამ ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო გრაფაში სხვას ჰქონდა ხელი მოწერილი.
კომისიის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს განუცხადა, რომ რეგისტრატორი დაღლილი იყო და ამასთან, მას უკვე ჰქონდა ერთი ახსნა-განმარტება დაწერილი, ამიტომ მეორე ახსნა-განმარტებას ვერ დააწერინებდა. დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ კომისიის წევრებმა საოლქო კომისიაში დარეკეს, საიდანაც მიიღეს მითითება, ხელი არ შეეშალათ ხმის მიცემის პროცესისთვის. ამის შემდეგ ამომრჩეველმა შეძლო ხმის მიცემა, ხოლო კომისიის წევრმა კიდევ ერთი ახსნა-განმარტება დაწერა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა ფაქტის თაობაზე ჩანაწერთა წიგნში შეიტანა შენიშვნა".
სოფელი დუზაგრამა
"საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 38-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი დუზაგრამა) კენჭისყრის დაწყებისას დაირღვა კონფიდენციალურობის პრინციპი - რამდენიმე ამომრჩეველმა ბიულეტენში კაბინის გარეთ შემოხაზა 41 ნომერი. დამკვირვებლის მითითების შემდეგ, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა განაცხადა, ეს სოფელი მისია და თვითონ წყვეტს, რა როგორ გააკეთოს.
ამავე უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს სთხოვა, ესწავლებინა, როგორ მიეცა ხმა სასურველი საარჩევნო სუბიექტისთვის. კომისიის წევრმა, თითქოსდა სწავლების მიზნით, ამომრჩეველს მიანიშნა, შემოეხაზა 41 ნომერი.
ამავე უბანზე, ამომრჩეველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე გამოცხადდა. იგი გაატარეს სარეგისტრაციო ჟურნალში, რის შემდეგაც ცდილობდა ხმის მიცემას, მაგრამ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მითითების შემდეგ, ამომრჩეველს უბანი დაატოვებინეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა აღნიშნული დარღვევების თაობაზე საჩივარი დაწერა. კომისიის წევრები უარს აცხადებდნენ საჩივრის რეგისტრაციაზე. დიდი წინააღმდეგობის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიამ საჩივარი დაარეგისტრირა.
ამავე უბანზე განმეორებით ხმის მიცემას ცდილობდა ქალი, რომელსაც თითზე მარკირების სითხე აღენიშნებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მიუთითა კომისიის წევრებს, არ დაეშვათ ეს ამომრჩეველი უბანზე. კომისიის წევრებმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ ქალბატონი ექიმი იყო და მარკირების სითხე შესაძლოა, ამის გამო მოხვედრილიყო მის ხელზე. ფაქტს შელაპარაკებაც მოჰყვა. საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის დაჟინებული მოთხოვნით, მარკირებულ ამომრჩეველს უბანი დაატოვებინეს და განმეორებით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცეს".
სოფელი ქეშალო
"საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის, 41-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი ქეშალო), ნაკადის მომწესრიგებელი ბევრ ამომრჩეველს ერთდროულად უშვებდა უბანზე ისე, რომ არ ამოწმებდა მარკირებას.
საარჩევნო უბანზე ამომრჩეველ ქალბატონს შეჰყვა მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ამომრჩევლის ქმარი იყო. საარჩევნო კომისიის წევრებმა მამაკაცს არც პირადობის მოწმობა მოსთხოვეს და არც გაარკვიეს, რეალურად ვინ იყო. კაცი ამომრჩეველ ქალბატონს შეჰყვა საარჩევნო კაბინაში და სავარაუდოდ თვითონვე შემოხაზა ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის ნომერი.
ნაკადის მომწესრიგებელმა უბანზე შეუშვა ამომრჩეველი, რომელსაც ხმა უკვე მიცემული ჰქონდა. კომისიის წევრები დარღვევებზე არ რეაგირებდნენ.
ჩამოთვლილ დარღვევებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დაარეგისტრირა საჩივარი, მაგრამ ასახულ დარღვევებზე კომისიის არც ერთი წევრი არ დაემოწმა".
სოფელი ჯოყოლო
"ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქის 23-ე საარჩევნო უბანზე პარტია ქართული ოცნების ერთდროულად ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რაც საარჩევნო კანონის დარღვევაა. დამკვირვებლის მითითების შემდეგ ერთ-ერთ წარმომადგენელს უბანი დაატოვებინეს".
სოფელი დუისი
"ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქის მე-5 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის 12 წევრი იმყოფება. მე-13 წევრის - ნათელა მარგოშვილის არყოფნა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ხელს არ უშლის, მაგრამ საინტერესოა მისი გამოუცხადებლობის მიზეზი. კომისიის სხვა წევრები ნათელა მარგოშვილს ტელეფონით დაუკავშირდნენ. მან განაცხადა, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო, რის გამოც რცხვენია და პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა კენჭისყრის დღეს".
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც დააფიქსირეს, რომ ბევრ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ნაკლები იყო სიაში არსებული ამომრჩევლის რაოდენობაზე.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები