ტრამპმა ეროვნული სამეცნიერო საბჭოს 24-ვე წევრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული სამეცნიერო საბჭოს (NSB) ყველა — 24-ვე, წევრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. კრიტიკოსები ამას ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 76-წლიანი კვლევითი სააგენტოს დამოუკიდებლობის შესასუსტებლად გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აღიქვამენ, ზოგიერთის თქმით კი, აშშ-ის პრეზიდენტი სამეცნიერო საბჭოს ანადგურებს.
"პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის სახელით გწერთ, რათა შეგატყობინოთ, რომ თქვენი პოზიცია ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრის პოსტზე წყდება, გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ. გმადლობთ სამსახურისთვის", — ნათქვამია 24 აპრილის ელექტრონულ წერილში, რომელიც პრეზიდენტის პერსონალის ოფისის წარმომადგენელმა, მერი სპროულსმა NSB-ის წევრებს გაუგზავნა.
NSB უნიკალური სუბიექტია აშშ-ის მთავრობისთვის. ადმინისტრაციისა და კონგრესისთვის ეროვნული სამეცნიერო პოლიტიკის შესახებ რჩევების მიცემის გარდა, მას აქვს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს NSF-ის საქმიანობას (ეროვნული სანიტარული ფონდი), რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტანდარტებსა და ახდენს პროდუქციის, განსაკუთრებით საკვების, წყლისა და სამომხმარებლო საქონლის სერტიფიცირებას მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საბჭოს წევრებს, რომლებიც, როგორც წესი, გამოჩენილი აკადემიკოსები და ინდუსტრიის ლიდერები არიან, 6-წლიანი ვადით ირჩევენ, ყოველ 2 წელიწადში კი რვა წევრი ირჩევა.
კეივან სტასუნი, ერთ-ერთი გათავისუფლებული წევრი და ვანდერბილტის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი, რომელიც საბჭოში 2022 წელს დაინიშნა, ფიქრობს, რომ საბჭოს მიერ 2025 წლის მაისში გამოთქმულმა საჯარო კრიტიკამ ტრამპის წინადადებაზე, NSF-ის მიმდინარე ბიუჯეტის 55%-ით შემცირების შესახებ, ადმინისტრაციის გაღიზიანება გამოიწვია.
"შესაძლოა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პერსპექტივიდან პრეზიდენტის მიერ დანიშნული პირების ეს ჯგუფი [NSB] კონგრესს ურჩევდა, არ მიჰყოლოდა პრეზიდენტის სურვილებს.
თეთრი სახლის გასული თვის გადაწყვეტილება, როცა მათ კონგრესს მოსთხოვეს NSF-ისთვის მომავალ წელს 900 მილიონი დოლარის გამოყოფა ანტარქტიდის ახალი კვლევითი ყინულმჭრელისთვის, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უშლის ხელს ტრამპის ადმინისტრაციის მართვისა და ბიუჯეტის ოფისი (OMB) საბჭოს თავისი ვალდებულებების შესრულებაში," — ამბობს სტასუნი, რომელიც გუშინდლამდე ჯგუფის კომიტეტს მსხვილი კვლევითი ობიექტების საკითხებში ხელმძღვანელობდა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მეცნიერების კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა, კალიფორნიელმა კონგრესმენმა ზოი ლოფგრენმა, ტრამპის გადაწყვეტილებას საბჭოს დათხოვნის შესახებ "იმ პრეზიდენტის მორიგი სულელური ნაბიჯი უწოდა, რომელიც აგრძელებს მეცნიერებისა და ამერიკული ინოვაციების დაზიანებას. სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტი, რომელიც პირველივე დღიდან ესხმოდა თავს NSF-ის, შეეცდებოდა იმ საბჭოს განადგურებას, რომელიც ფონდის მართვაში ეხმარება".
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები