შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი — 1953 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს, რომელმაც ცივი იარაღის გამოყენებით მეზობელი მოკლა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მეზობელი — 1969 წელს დაბადებული გ.კ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.შ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული," — წერს უწყება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.