რა ფორმატში გაგრძელდება რუსეთ-უნგრეთის ურთიერთობები? — მადიარის და ლავროვის პირველი განცხადებები
"ჩვენ გვინდა ვნახოთ კონკრეტული ქმედებები. მზად ვართ ავაშენოთ ურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან, თუ ისინი თანასწორი, ურთიერთსასარგებლო და ინტერესთა ბალანსზე დაფუძნებული იქნება", — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უნგრეთთან სამომავლო ურთიერთობებზე.
ლავროვს ასევე ჰკითხეს მადიარის საგარეო კურსთან დაკავშირებით. მისი თქმით, "ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ესმის ამ მთავრობა თავის ეროვნულ ინტერესებს".
"არც კი მინდა კომენტარის გაკეთება იმაზე, რასაც ხალხი ამბობდა წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში.
ჩვენ მზად ვართ ავაშენოთ ურთიერთობები ახალ მთავრობასთან. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ესმის ამ მთავრობა თავის ეროვნულ ინტერესებს", — განაცხადა ლავროვმა.
უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა პეტერ მადიარმა ორშაბათს განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება, მაგრამ თავად არ დაურეკავს.
"თუ ვლადიმერ პუტინი დარეკავს, ტელეფონს ავიღებ, მაგრამ მასთან კონტაქტის ინიციატორი არ ვიქნები", — განაცხადა მან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე. "თუ ვისაუბრებთ, შემიძლია ვუთხრა, რომ კარგი იქნებოდა ოთხი წლის შემდეგ მკვლელობების და ომის დასრულება".
"ეს ალბათ მოკლე სატელეფონო საუბარი იქნებოდა და არა მგონია, რომ მან ჩემი რჩევით დაასრულოს ომი", — თქვა მადიარმა.
მან ისიც თქვა, რომ გადახედავს უნგრეთში რუსული ენერგიის შესახებ "ყველა კონტრაქტს", ხელახლა განიხილავს და "საჭიროების შემთხვევაში" შეწყვეტს.
მადიარი არჩევნებამდეც აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავდა, თუ ამის საჭიროება იქნებოდა.
"ჩვენ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვიწევს დასხდომა. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული პოზიციები არ შეიცვლება. ჩვენი ენერგოდამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება. დივერსიფიკაცია უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ეს მყისიერად არ მოხდება. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ მეგობრები არ გავხდებით", — თქვა მადიარმა.
შეგახსენებთ, 12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგებითაც ოპოზიციონერი პეტერ მადიარის პარტიამ ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა. მადიარის პარტია Tisza-მ ხმების 53%% მოიპოვა, რაც პარლამენტში 138 მანდატის მიღებას ნიშნავს. ვიქტორ ორბანის პარტია — Fidesz-მა კი 38% (55 მანდატი).
- პეტერ მადიარი: ბუდაპეშტი EU-სა და NATO-ს ძლიერი მოკავშირე იქნება
- პეტერ მადიარი: ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან, მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან
- პეტერ მადიარი ტრამპთან დარეკვას არ აპირებს — რა შეიცვლება უნგრეთის პოლიტიკაში?
- პეტერ მადიარი: ორბანი აშინებდა უნგრელებს, თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, ხალხს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები