შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზვიად ახრახაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების განცხადებით, ზვიად ახრახაძე ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა, სადაც ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით გაემგზავრნენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისათვის შეუტყობინებლობისთვის 2 პირი: 1992 წელს დაბადებული ი.მ. და 1985 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს თბილისში, გვიან ღამით, ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა 1995 წელს დაბადებული ზ.ა. მოგვიანებით, ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი — გ.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით გაემგზავრნენ.
სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
ზ.ა.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს," — წერს უწყება.
31 წლის ზვიად ახრახაძეს 5 აპრილის შემდეგ ეძებდნენ. მთავარის ინფორმაციით, ის ღამის 12 საათზე სამსახურიდან გამოვიდა, 3-ის ნახევარზე კი მასთან კონტაქტი სრულიად გაწყდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით ახალგაზრდა კაცი, წყნეთში, ერთ-ერთ ხევში გარდაცვლილი იპოვეს — ცხედარს სხეულზე დაზიანების კვალი ეტყობა.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები