უკრაინელი ოლიგარქის შვილს, რომლის ავარიასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს
ფოტო: Ukrafoto
უკრაინელი ოლიგარქის, ვასილ ზაიცევის 20 წლის შვილი, ოლენა ზაიცევა ბრალდებულია ავტოავარიისთვის, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა 18 ოქტომბერს ხარკოვში მოხდა.
კიევ პოსტის ცნობით, 20 ოქტომბერს ხარკოვში გამართულ სასამართლო პროცესზე ოლენა ზაიცევას წინასწარი, 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ზაიცევას ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს აქამდე არასდროს არ ჰქონია დარღვევები საგზაო მოძრაობისას, ეს შემთხვევა კი მისთვის გაკვეთილია და აწი არასდროს დაჯდება საჭესთან. ადვოკატმა სასამართლოსგან მოითხოვა, რომ ბრალდებულისთვის სასამართლო სხდომამდე შინაპატიმრობა შეეფარდებინათ, რადგან მისი მტკიცებით, ზაიცევას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო და მას თავის ტკივილები აწუხებს. გარდა ამისა, დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ავარიისას ზაიცევა ფხიზელი იყო. თუმცა, სულ სხვა შედეგი აჩვენა ექსპერტიზის დასკვნამ, რომლის მიხედვითაც, 20 წლის მძღოლი იყო ოპიატების ტიპის ნივთიერების გავლენის ქვეშ. ადვოკატმა მოითხოვა, რომ აღნიშნული დასკვნა საქმეში მტკიცებულებად არ ეცნოთ, რადგან მისი ვერსიით, ოპიატის კვალი ზაიცევას სხეულში შესაძლოა იმ დამამშვიდებლისგან დარჩენილიყო, რომელიც მან ავარიის შემდეგ დალია.
საქმის მასალებისა და თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, ოლენა ზაიცევა ლექსუსის მარკის ავტომობილს მართავდა, არ გაჩერდა შუქნიშნის წითელ ფერზე, რა დროსაც შეეჯახა ფოლკსვაგენ ტუარეგს. აღნიშნული ავტომობილი კი ინერციით შუქნიშანზე გადასასვლელად გამზადებულ ადამიანებს დაეჯახა. მძიმედ დაშავებულთა შორისაა ორსული ქალი, გარდაცვლილთა ასაკი კი 20-35 წლამდე მერყეობს.
სასამართლო სხდომაზე ზაიცევას არ უსაუბრია ავარიის დეტალებზე, მან თქვა, რომ წუხდა შემთხვევის დროს დაშავებულებზე.
"ნამდვილად მაქვს იმედი, რომ მათი ოჯახები საბოლოოდ დათანხმდებიან ჩვენი ოჯახისგან ფინანსური დახმარების მიღებას. ეს არის ის, რაზეც ახლა ვფიქრობ", – თქვა ბრალდებულმა.
გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ოლენა ზაიცევას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
-
მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ბანკსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
-
ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება
-
"პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას" — დავით მათიკაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე "პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას" — დავით მათიკაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე ირანის ელჩი: ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ გარიყული სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს! ჯო უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ გარიყული სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს!
გადახედვა
-
მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
გადახედვა
-
"ქართულმა ოცნებამ" BBC-ის საჩივრით მესამედ მიმართა "ქართულმა ოცნებამ" BBC-ის საჩივრით მესამედ მიმართა
გადახედვა
-
ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი" გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი"
გადახედვა
-
ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს
გადახედვა
-
ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან
გადახედვა
-
6 წლის ბიჭმა ცხოველთა თავშესაფრებისთვის $15 ათასი შეაგროვა მას შემდეგ, რაც ძაღლი მოუკვდა 6 წლის ბიჭმა ცხოველთა თავშესაფრებისთვის $15 ათასი შეაგროვა მას შემდეგ, რაც ძაღლი მოუკვდა
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს
გადახედვა
-
კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები? კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები?
გადახედვა
-
კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
-
ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს
გადახედვა
-
შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად
-
"შეხვედრა იმედისმომცემი იყო" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ "შეხვედრა იმედისმომცემი იყო" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ
გადახედვა
კომენტარები