დღეს, როცა მიუსაფარი ძაღლების ბედი ასე მწვავედ დგას, ყველას არ შეუძლია დიდი ცვლილების შეტანა, მაგრამ თითოეულს შეგვიძლია ერთი ნაბიჯი გადავდგათ. ამიტომ, Smartpet-ში გადავწყვიტეთ წავახალისოთ ქუჩებიდან თუ თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა. რადგან მიგვაჩნია, რომ არ არის აუცილებელი ძაღლი იყოს ჯიშიანი ან ძვირად ღირებული — ყველა ძაღლი ჩვენი მეგობარია, ყველას სჭირდება ზრუნვა და, რაც მთავარია, სახლი.

რას მოიცავს წახალისება?

თუ დარეგისტრირდები ჩვენს პლატფორმაზე გაგვაცნობ საკუთარ თავს და შენ მიერ აყვანილ ძაღლს (იქნება ის ახალაყვანილი თუ უკვე 5 წლის), სასურველია მოგვიყვე თქვენი ამბავიც — ჩვენ შენთვის უზრუნველვყოფთ განსაკუთრებულ ფასდაკლებას — სამუდამოდ, ასევე ჩვენი პარტნიორი კლინიკებისგან მიიღებ უფასო პირველად კონსულტაციას, ფასდაკლებას გრუმინგსა და ქცევის კორექციაზე.

და, რაც მთავარია, შემოუერთდები ჩვენს კლუბს, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ბენეფიტების გარდა, მრავალი საინტერესო აქტივობა გელოდება.

ყველა ძაღლს ეკუთვნის სახლი.