რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელსაც დღეს მიიღებენ
ევროპარლამენტში წარდგენილია ერთობლივი რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გაძლიერებულ რეპრესიებს ეხება. დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდზე ამახვილებს.
ძირითადი ფაქტები რეზოლუციის პროექტიდან ასე გამოიყურება:
რეზოლუცია გმობს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას, რომელიც 2025 წლის სექტემბერში საარჩევნო ბანერზე წარწერის — "რუსული ოცნება" — გაკეთების გამო დააკავეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხოშტარიას ღირსების შემლახველად მოეპყრნენ და მის ჯანმრთელობას სპეციალიზებული დახმარება სჭირდება. დოკუმენტში ნახსენებია დაპატიმრებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელიც.
ასევე, ევროპარლამენტარები "დრაკონულს" უწოდებენ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს", კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც რუსული სტილის რეპრესიების ანალოგად არის შეფასებული.
რეზოლუცია მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს მიზანმიმართული სანქციები და სავიზო აკრძალვები იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკურ დევნასა და ძალადობაზე.
დოკუმენტი ასევე ითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებისა და პატიმრობაში არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
რეზოლუცია 8 პუნქტისგან შედგება.
1. ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ხოშტარიას და ყველა სხვა იმ პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეში ამოიღეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამო; გმობს ქართული ოცნების რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ დევნას;
2. ევროპარლამენტი გმობს ხოშტარიას მიმართ პატიმრობისას განხორციელებულ ღირსების შემლახველ და არაადამიანურ მოპყრობას; მოითხოვს მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ისევე როგორც სხვა პირებისას, რომლებიც დაკავებულნი არიან პოლიტიკური მოტივით ან ფუნდამენტური უფლებების მშვიდობიანი გამოყენების გამო; მოუწოდებს მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ მოხსნისკენ;
3. ევროპარლამენტი მოითხოვს დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის, ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ არსებულ სარწმუნო ცნობებთან დაკავშირებით;
4. ევროპარლამენტი მკაცრად გმობს შემზღუდველი კანონმდებლობის მიღების გაგრძელებას, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და თრგუნავს პოლიტიკურ აქტივობას, სამოქალაქო პროტესტსა და განსხვავებულ აზრს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს შემზღუდველი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის გამოყენება პოლიტიკური რეპრესიებისთვის და უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანი პროცესი;
5. ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან;
6.ევროპარლამენტი ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის და მათი დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი ერთგულების მიმართ; მოუწოდებს კომისიასა და წევრ ქვეყნებს, დახმარება და დაცვა გაუწიონ საფრთხის ქვეშ მყოფ ქართველ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ მოღვაწეებს;
7.ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს, დააწესონ მიზანმიმართული სანქციები, ისევე როგორც ევროკავშირის მასშტაბით ვიზების აკრძალვა რეჟიმის იმ წარმომადგენლებისა და მათი ხელშემწყობების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებზე, დევნასა და ძალადობაზე დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ;
8. ევროპარლამენტი ავალებს თავის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს/უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრ ქვეყნებს, ევროპის საბჭოს, ეუთოსა და საქართველოს ხელისუფლებას.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები