ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას — გივი თარგამაძე სუს-ში მივიდა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა. უწყებაში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველა მისი განცხადება ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას ეფუძნებოდა.
- ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი სუს-ში დაწყებულ გამოძიებასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაბარებას ეხმაურება
- ვთქვი, რომ რისკები იმისა, რომ ტერაქტების სერია დაიწყოს, მაღალია — რატომ დაიბარეს გია ხუხაშვილი სუს-ში?
"მოგესალმებით. აი, იპოვეს ჩემი თავი, როგორც იქნა და წარმოვადგინე სუსში. არ მჭირდება არანაირი სასამართლო, მითუმეტეს დამატებით სუსის კონტროლირებადი ერთი მოსამართლე ნამდვილად არ მჭირდება იმისთვის, რომ ამათ დაველაპარაკო.
რაც შეეხება სათქმელს, სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს. არ ვიცი მომისმენენ თუ არა, უბრალოდ, თორემ ძალიან ბევრი მაქვს. მაგალითად, ის, რომ მიხედონ საქმეს. ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს. მათ აქვთ დასასაბუთებელი, რატომ დამიძახეს ამ განცხადებებთან დაკავშირებით, იმის მაგივრად, რომ მიხედონ საქმეს, როდესაც აქ ჰკითხავენ ჩემნაირ ადამიანებს და 300 კაცი უდგათ, რომელიც თურმე მზად არის აიათოლას ბრძანების შესასრულებლად. ახლა წავიდნენ, ის 300-ვე ადამიანი გააკონტროლონ, იმიტომ, რომ ისინი თუ გაიფანტნენ ახლა მთელ მსოფლიოში იმ დავალებებით, რაც აქვთ მიღებული, და არ იციან ამათმა რა აქვთ მიღებული, აი, მერე იქნება შარში ჩვენი ქვეყანა თუ იქნება", — განაცხადა გივი თარგამაძემ ("ტვ პირველი").
სუს-მა თარგამაძე დაკითხვაზე 7 მარტს, დაიბარა, მაგრამ შემდეგ პროსამთავრობო ტელეკომპანია "იმედში" გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ გივი თარგამაძეს ტელეფონით ვერ უკავშირდებოდნენ. თარგამაძემ მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საზღვარგარეთაა და მზადაა კითხვებს ან წერილობით უპასუხოს ან მაშინ, როდესაც ქვეყანაში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, ჰადსონის უნივერსიტეტმა კვლევა სახელწოდებით — "საქართველოს ირანისკენ შემობრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ოდესღაც აშშ-ის ერთგულ მოკავშირეზე" გამოაქვეყნა. კვლევა საქართველოში ირანის მზარდ გავლენას ეხება და მისი თანაავტორები ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლუკ კოფი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი არიან.
აღნიშნულ კვლევას საქართველოში მწვავე რეაქცია მოჰყვა. სუს-მა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხნენ თავად გიორგი კანდელაკი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
კომენტარები