TI 15 პირს ასახელებს, რომლებიც დაკავების შემდეგ გააშიშვლეს
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემური ძალადობასა და გაშიშვლების პრაქტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მათი განმარტებით, 2024 წლის 28 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, საქართველოში დაკავებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური ხასიათი გამოიკვეთა. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს იზოლატორებში პირების სრული გაშიშვლებისა და "ბუქნების" იძულების პრაქტიკა.
TI წერს, რომ CPT და Amnesty International-ის სტანდარტებით სრული შემოწმებისას დაუშვებელია სხეულის ყველა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, დასაბუთებული ეჭვისას. სტრასბურგის სასამართლო კი აღნიშნავს,რომ გაშიშვლება, რომელსაც თან ახლავს დამამცირებელი ქცევა, არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს.
საქართველოშიც, შს მინისტრის ბრძანებითა და პარლამენტის 2023 წლის დადგენილებით, სრული გაშიშვლება დაუშვებელია. შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე კი აცხადებს, რომ ნებისმიერ დაწესებულებაში შესახლებისას "გაშიშვლება სავალდებულოა".
TI კონკრეტული ისტორიებზეც წერს.
გიორგი მიმინოშვილი (ჟურნალისტი): 2025 წლის 22 ნოემბერს დაკავებისას იზოლატორში სრულად გააშიშვლეს და ბუქნები გააკეთებინეს; არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება.
გურამ ქუხილავა (75 წლის აქტივისტი): 2025 წლის 3 ნოემბერს დაკავებისას განყოფილებაში გააშიშვლეს და მიაყენეს შეურაცხყოფა.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე (ჟურნალისტი): 2025 წლის 22 ოქტომბერს დაკავების შემდეგ შემოწმებისას გააშიშვლეს.
გელა ხასაია (აქტივისტი): 2025 წლის 30 სექტემბერს დაკავებისას ორჯერ გააშიშვლეს სხვადასხვა ოთახში.
ნინო დათაშვილი (მასწავლებელი): 2025 წლის 20 ივნისს დაკავებისას, ადვოკატთან დარეკვის მოთხოვნის საპასუხოდ, ცინიკური მოპყრობით გააშიშვლეს.
ლუკა კინწურაშვილი (უფლებადამცველი): 2025 წლის 31 მარტს დაკავებისას გაშიშვლება ორჯერ აიძულეს — განყოფილებასა და იზოლატორში.
გიორგი ჩიკვაიძე (ბიზნესმენი): 2025 წლის 11 მარტს დაწესებულებაში შესახლებისას გააშიშვლეს და ბუქნები გააკეთებინეს.
ელენე ხოშტარია (პოლიტიკოსი): 2025 წლის მარტში დაკავებისას, ხელბორკილდადებული, ნების საწინააღმდეგოდ სრულად გააშიშვლეს.
ნუცა მახარაძე (აქტივისტი): 2025 წლის 12 იანვარს იზოლატორში სამართლებრივი საფუძვლის განმარტების გარეშე გააშიშვლეს.
ქრისტინე ბოტკოველი (ნენსი ვოლანდი): 2024 წლის 4 დეკემბერს პოლიციამ საკუთარ სახლში, ჩხრეკისას აიძულა გაშიშვლება.
ავთანდილ ტიტვინიძე (აქტივისტი): 2024 წლის 30 ნოემბერს "საწამებელ მარშუტკაში" ცემის შემდეგ, კამერებისგან დაფარულ ოთახში "ბუქნების" გაკეთება აიძულეს.
ნინო ბარძიმაშვილი (მთარგმნელი): 2025 წლის 19 ნოემბერს იზოლატორის უფროსის ბრძანებით, ბორკილდადებული ძალით გააშიშვლეს.
ნადიმ ხმალაძე (მებრძოლი): 2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებისას ასევე გახდა გაშიშვლების მსხვერპლი.
არჩილ მუსელიანცი (პატიმარი): ყოველი ეტაპირებისას სასამართლოში და სასამართლოდან, აშიშვლებენ და ბუქნებს აკეთებინებენ.
ანტონ ჩეჩინი (პატიმარი): 2024 წლის 3 დეკემბერს დაკავებისას "საწყობის მსგავს" კაბინეტში თითქმის სრულად გააშიშვლეს.
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
კომენტარები