7 რამ, რასაც ჩატბოტების გამოჩენამდე ვაკეთებდით
ფოტო: On.ge
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტებმა — როგორებიცაა ChatGPT, Gemini AI და სხვები — ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ზოგიერთი ჩვენგანი მას ისე ხშირად იყენებს, რომ Google-ის არსებობაც კი ავიწყდება და ღამის 3 საათზე უცნაური კითხვებით, მაგალითად, "როგორ იძინებს ჟირაფი?", ჩატბოტებს აწუხებს.
მოდი, გავიხსენოთ, რას ვაკეთებდით მანამ, სანამ ჩატბოტი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდებოდა.
1. საშინაო დავალებებს ჩვენით ვწერდით
ხომ არ გახსოვთ ის ბედკრული ღამე დედლაინამდე? — 5000-სიტყვიანი არგუმენტირებული ესეს დასაწერად რომ 1 კვირა გვქონდა, მაგრამ, რატომღაც, ასეთი დავალების წინა დღით შესრულება ბევრად სასიამოვნოდ ჟღერდა.
ფოტო: Getty Images
დღეს ალბათ გაგიჭირდებათ იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელიც დავალების შესასრულებლად ხელოვნურ ინტელექტს არ იყენებს.
AI ინსტრუმენტები ესეების წერის გარდა, მათემატიკურ ამოცანებს წამებში ხსნის, გვეხმარება იდეების მოფიქრებასა და ტექსტის რედაქტირებაში.
2. ჯანმრთელობის პრობლემებს ექიმს ვუყვებოდით
ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ თავდაპირველად ექიმს ვუყვებოდით, შემდეგ კი ბევრ ჩვენგანს ერთი უცნაური ჩვევა დასჩემდა: ექიმთან ვიზიტის ნაცვლად, საძიებო სისტემებში სიმპტომებს ვწერთ და დიაგნოზს ჩვენივე თავებს ჩვენვე ვუსვამთ.
ფოტო: Unslash
დღეს ამ საქმეს ჩატბოტები პირნათლად ასრულებენ და სამედიცინო რჩევების მიცემაში ბადალიც არ ჰყავთ.
3. ფსიქოლოგთან დავდიოდით
სამედიცინო რჩევების მიცემის გარდა, ჩატბოტებს ფსიქოლოგისა თუ ფსიქოთერაპევტის ფუნქციაც აქვთ. ცხადია, ეჭვქვეშაა მისი ობიექტურობა და ხშირად ისეთ პასუხებს გვცემს, რომელთა მოსმენაც ყველაზე მეტად გვინდა.
ფოტო: Tubi.arts / Dribbble
თუმცა, სანამ ჩვენთვის მნიშნელოვან კითხვებს დაუსვამთ, კარგი იქნება გააანალიზოთ, რომ ის ნამდვილი ადამიანი არ არის.
4. წიგნებს ბოლომდე ვკითხულობდით
სანამ ჩატბოტები ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდებოდნენ, წიგნის განსახილველად ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენების ნაცვლად, თავად პოემებსა თუ მოთხრობებს ვკითხულობდით.
ფოტო: Freepik
წიგნების გარდა, ბოლომდე ვუყურებდით სერიალებსა თუ ფილმებს, ხოლო პერსონაჟების აღსაწერადაც ჩვენს გონებას მოვიშველიებდით ხოლმე.
5. ტექსტის სათარგმნად Google Translate-ს ვიყენებდით
ChatGPT Translate-ის გამოჩენამდე Google Translate ყველაზე კარგად გვეხმარებოდა.
OpenAI-ის განმარტებით, ChatGPT Translate დაახლოებით 50 ენაზე თარგმნის ტექსტებს, ხმოვან მასალასა და სურათებს კი — სულ რამდენიმე წამში.
ფოტო: NEXT.On.ge
მიუხედავად იმისა, რომ Google Translate-სგან განსხვავებით, OpenAI-ის სათარგმნ ინსტრუმენტს აპლიკაცია არ აქვს, ზოგიერთი ჩვენგანისთვის ვებგვერდის სახით თარგმნა ბევრად კომფორტულია.
6. ინფორმაციის მოსაძიებლად ვიკიპედიას ვაწუხებდით
გახსოვთ, ინფორმაციის მოსაძიებლად ბოლოს როდის გამოიყენეთ ვიკიპედია? გარდა იმისა, რომ ვიკიპედიის სანდოობა ეჭვქვეშ დგას, ის დიდ დროსაც გვართმევს. ჩატბოტებს კი ჩვენთვის სასურველი საკითხის მოსაძიებლად სულ რამდენიმე წამი სჭირდებათ.
ფოტო: Wikipedia
თანაც, თუ ჩატბოტს ვთხოვთ, რომ შემოთავაზებულ ინფორმაციას თან დაურთოს ბმულები, მათზე გადასვლასა და წყაროდ გამოყენებას მარტივად შევძლებთ.
7. კულინარიულ რეცეპტებს დედებს ან ბებიებს ვეკითხებოდით
ჩატბოტების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია კულინარიული რეცეპტის წამებში მოფიქრებაა.
ფოტო: Gemini AI
თუკი მას თქვენს მაცივარში შენახული პროდუქტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდით და აღნიშნავთ, რა რაოდენობის ინგრედიენტები გაქვთ, ჩატბოტი რამდენიმე წამში რეცეპტების ნუსხას ჩამოგიწერთ.
და თქვენ რას აკეთებდით ჩატბოტების გამოჩენამდე?
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
კომენტარები