დისნეის ფიფქია ჩავარდა — სტუდიამ $170 მილიონი იზარალა
ფოტო: Disney
დისნეის ფინანსურ შედეგებზე მძიმე გავლენა იქონია გასულ წელს გამოსულმა ფიფქიამ, ამას ადასტურებს ფინანსური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, წინასწარვე მოსალოდნელი იყო, რომ ფილმის ხარჯები წარმოების ბიუჯეტს გადააჭარბებდა და საბოლოოდ 336.5 მილიონ დოლარს მიაღწია.
დისნეის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკამათო პროექტში, ფიფქია, მთავარ როლს რეიჩელ ზეგლერი, ხოლო ბოროტი დედოფლის როლს გალ გადოთი ასრულებს.
რეიჩელ ზეგლერი ფიფქიას პრემიერაზე
ფოტო: Rodin Eckenroth/Getty Images
ფილმის გადაღება 2022 წელს დაიწყო და თითქმის მაშინვე დაიწყო მისი კრიტიკაც, ზეგლერმა გააკრიტიკა 1937 წლის ანიმაციური კლასიკის სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს. მან პრინცის ქცევა "სტალკერს" შეადარა და მულტფილმის წარმოდგენები ქალების როლზე "ძალიან მოძველებულად" მოიხსენია. ამან გააღიზიანა კრიტიკოსებიც, მათ შორის დევიდ ჰენდი, რომლის მამაც ორიგინალ ფილმზე მუშაობდა. ორიგინალმა უოლტ დისნეის საპატიო ოსკარი მოუტანა. ჰენდმა თქვა, რომ ეს ფილმი "მათ საფლავში გადაატრიალებდა".
კრიტიკა გაძლიერდა მაშინაც, როცა ფილმის პირველ თრეილერში კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ჯუჯები გამოჩნდნენ, რომლებიც ბევრმა მაყურებელმა ორიგინალის საყვარელი პერსონაჟების "შემზარავ ასლებად" შეაფასა. შედეგად, თრეილერი იუთუბზე ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურად შეფასებულ ვიდეოდ იქცა, მილიონზე მეტი უარყოფითი შეფასებით.
ფიფქია და შვიდი ჯუჯა
ფოტო: Disney
კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია ზეგლერის პოსტმა, სადაც მან თრეილერის ნახვისთვის მადლობა გადაუხადა ფანებს და დაამატა: "ყოველთვის გახსოვდეთ, თავისუფლება პალესტინას!", Variety-ს ინფორმაციით, ფილმის პროდიუსერი მარკ პლათი მსახიობის დასარწმუნებლად, პოსტი წაეშალა, ნიუ-იორკში გაფრინდა, თუმცა ზეგლერმა უარი თქვა და პოსტი დღემდე ონლაინ რჩება.
ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ფილმის მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს შორის დაძაბულობაზეც, რადგან რეიჩელ ზეგლერი პალესტინის მხარდამჭერია, ხოლო გალ გადოთი წარმოშობით ისრაელიდანაა და 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აქტიურად აფიქსირებდა ანტი ჰამასურ პოზიციას. ამბობდნენ, რომ გადოთი პალესტინის საჯარო მხარდაჭერის გამო რეიჩელ ზეგლერზე განრისხებულიც კი იყო.
გალ გადოთი, მარკ პლათი და რეიჩელ ზეგლერი ფიფქიას პრემიერაზე
ფოტო: Rodin Eckenroth/Getty Images for Disney/AFP
ფილმმა მაყურებელზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა: პრემიერის პირველივე კვირაში მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 87.3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, პროგნოზზე 13%-ით ნაკლები. საბოლოოდ, ფილმის საერთო შემოსავალი 205.7 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც დისნეის 21 ლაივ ადაპტაციას შორის მეხუთე ყველაზე დაბალი შედეგია. მასზე ნაკლები მხოლოდ მულანმა, 102 დალმატინელმა, კრისტოფერ რობინმა და 1994 წლის The Jungle Book-მა გამოიმუშავეს.
თუმცა სუსტი შემოსავალი ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა, მიუხედავად დაბალი სალარო მაჩვენებლისა, ფილმის ბიუჯეტი ბლოკბასტერის დონის იყო. ამერიკაში გადაღებული ფილმების ბიუჯეტი, როგორც წესი, საჯაროდ არ ჟღერდება, თუმცა ბრიტანეთში გადაღებული პროექტები გამონაკლისია. ფიფქია სწორედ ასეთი იყო, რადგან გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო შეღავათების პროგრამა ჰოლივუდის სტუდიებს ხარჯების 25.5%-მდე ანაზღაურებას სთავაზობს.
2024 წლის ბოლოსთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, ფილმის სრული ხარჯი 336.5 მილიონ დოლარს შეადგენდა, ეს უფრო მეტია, ვიდრე Guardians of the Galaxy, Rogue One: A Star Wars Story ან Beauty and the Beast, რომელმაც 2017 წელს 1.3 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
გალაქტიკის მცველების პირველი ფილმის ბიუჯეტი დაახლოებით $232.3 მილიონი იყო, თუმცა ფილმის შემოსავლებმა $773.3 მილიონს გადააჭარბა
ფოტო: Disney
ბრიტანეთის მთავრობამ ფილმს 64.9 მილიონი დოლარი დაუბრუნა საგადასახადო შეღავათის სახით, რის შემდეგაც წმინდა ხარჯი 271.6 მილიონ დოლარამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, კინოთეატრებიდან მიღებულმა შემოსავალმა, დაახლოებით 102.9 მილიონმა დოლარმა, ეს თანხა ვერ დაფარა, რის შედეგადაც მხოლოდ სალარო შემოსავლებზე გათვლით, დისნეიმ დაახლოებით 168.7 მილიონი დოლარი დაკარგა.
თუმცა სტუდიას ოპტიმიზმის მიზეზიც აქვს: ფიფქიას შემდეგ გამოსულმა Lilo & Stitch-ის ვერსიამ 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და მნიშვნელოვნად შეამცირა წინა ფილმის ზარალი, რაც მიუთითებს, რომ დისნეის კლასიკური ანიმაციების ახალი ვერსიები კვლავაც კომერციულად პერსპექტიული ჟანრია.
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
კომენტარები