კაია კალასი: მზად ვარ, წარვადგინო დამატებითი სანქციები რეჟიმის მიერ მომიტინგეების მიმართ სასტიკი რეპრესიების საპასუხოდ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. კალასის განცხადებით, დემონსტრანტაციების სასტიკი ჩახშობის საპასუხოდ ევროკავშირი ირანს დამატებით სანქციებს დაუწესებს.
"ევროკავშირს უკვე აქვს ფართომასშტაბიანი სანქციები ირანის მიმართ — მათ შორის ადამიანთა უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების, ბირთვული საქმიანობის გავრცელების და თეირანის მიერ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო უკრაინაში და მზად ვარ, წარვადგინო დამატებითი სანქციები რეჟიმის მიერ მომიტინგეების მიმართ სასტიკი რეპრესიების საპასუხოდ," — განუცხადა კალასმა POLITICO-ს Brussels Playbook-ს.
მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბრიუსელი ვითარებას "აკვირდება".
"რეპრესიები ძლიერდება და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე იკარგება, ამიტომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას.
ევროპა ირანელი ხალხის გვერდით დგას მათ ლეგიტიმურ ბრძოლაში თავისუფლებისთვის", — დაწერა ფონ დერ ლაიენმა.
ხოლო ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეტსოლამ X-ზე დაწერა, რომ "ევროპამ უნდა გააცნობიეროს თავისი ვალდებულება და მოქმედების აუცილებლობა".
"თავისუფლებისკენ სწრაფვა ყველა ჩვენგანისთვის, როგორც ადამიანებისთვის, თანდაყოლილია. ირანის ახალი თაობა ღირსებასა და თავისუფლებას მოითხოვს. 2026 წელს ეს ძალიან ბევრის მოთხოვნა არ უნდა იყოს. მკვლელობები უნდა შეწყდეს. უდანაშაულოები და დევნილები უნდა გაათავისუფლონ. რეპრესიები უნდა დასრულდეს.
ქუჩაში მყოფ მამაც გოგონებს, სტუდენტებს, მამაკაცებსა და ქალებს: ეს თქვენი დროა. იცოდეთ, რომ ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც კომუნიკაციას ბლოკავს, საკუთარი ხალხის შეშინებული რეჟიმია.
ევროპამ უნდა გააცნობიეროს თავისი მოვალეობა და მოქმედების აუცილებლობა.
ირანი თავისუფალი იქნება", — დაწერა მეცოლამ.
შეგახსენებთ, ირანში დემონსტრაციები 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო. იმ დღეს, თეირანში მაღაზიების მეპატრონეებმა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო პროტესტის ნიშნად თავიანთი ბიზნესები დახურეს. მოგვიანებით, საპროტესტო აქციებს სხვა მსხვილი ქალაქების მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ.
პროტესტი მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა. თეირანის მერმა ალირეზა ზაკანიმ განაცხადა, რომ 9 იანვრის ღამეს გამართული პროტესტის დროს 50-ზე მეტი ბანკი და რამდენიმე სამთავრობო შენობა დაიწვა, ხოლო 30-ზე მეტი მეჩეთი განადგურდა.
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
კომენტარები