სენატორი ჯიმ რიში: მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველო ნატოს წევრი გახდება
ფოტო: VOA
NATO-ს კარი ღია არის და საქართველო ნატოს წევრი გახდება, როცა მზად იქნება, აცხადებს ამერიკის სენატის საგარეო საქმეებისა და დაზვერვის კომიტეტების წევრი, სენატორი ჯიმ რიში. ის ამბობს, რომ დემოკრატიის აშენება ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც მოთმინება და ყველა მხარის ხედვის გათვალისწინება სჭირდება. საქართველოზე, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებსა და უკრაინაზე სენატორს ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ბატონო სენატორო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების რა ზოგად შეფასებას გააკეთებდით ამ ეტაპზე?
ურთიერთობა ისეთი კარგი არ არის, როგორც წარსულში იყო, თუმცა ამას, ვფიქრობ, ორივე მხარე შეეჩვია და ვისწავლეთ როგორ გავართვათ თავი ამ მდგომარეობას. ზოგიერთ სფეროში კონკრეტული საერთო ინტერესები გვაქვს, მაგრამ, ასევე, გვაქვს დიდი განსხვავებებიც. საერთაშორისო სცენაზე რუსები საკუთარ თავს იმისგან განსხვავებულად ხედავენ, ვიდრე ამას ჩვენ - ამერიკელები ვხედავთ. ამ პოზიციის გასამყარებლად ისინი ფარული და ღია მეთოდებით ცდილობენ სხვადასხვა მთავრობაზე გავლენის მოპოვებას. ეს განსაკუთრებით არჩევნებში გამოიხატება. ეს კი ჩვენს შორის სირთულეებს იწვევს, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ქვეყანას გარე ჩარევის გარეშე უნდა შეეძლოს მოქმედება.
თქვენ დაზვერვის კომიტეტის წევრი ხართ, რომელიც რუსეთის მხრიდან ამერიკის არჩევნებში სავარაუდო ჩარევა იძიებს. რა მოლოდინი გაქვთ ამ გამოძიებისგან?
კომიტეტში ჩვენ შევისწავლეთ დიდძალი ინფორმაცია და ვესაუბრეთ ბევრ ხალხს. საბოლოო ჯამში, გამოვაქვეყნებთ ანგარიშს, რომელიც ამბობს იმას, რაც თითქმის ყველას მიერ უკვე ნათქვამია - რუსებმა სცადეს აქტიური ზომები მიეღოთ ჩვენს არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. ასევე, ვცდილობთ დავადგინოთ, თანამშრომლობდა თუ არა მათთან ვინმე ამერიკაში. არ მგონია, რომ ამ გამოძიებამ ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს, მაგრამ ასევე არ მგონია, რომ ის რამეს გააუმჯობესებს. ჩვენს შორის ურთიერთობა, ალბათ, იგივე მდგომარეობაში დარჩება.
კარი ღიაა, მაგრამ შესვლამდე აუცილებელია წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება. მე ამას 100 პროცენტით ვუჭერ მხარს. კრიტერიუმები დემოკრატიას, თავდაცვისუნარიანობას, თავდაცვაზე დანახარჯებს უკავშირდება
ანგარიში ადმინისტრაციას რაიმე მოქმედებისკენ მოუწოდებს?
ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. მაგრამ არ მგონია, რომ ანგარიშმა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაზე რაიმე გავლენა იქონიოს.
არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან ერთად, სტარტის [სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება, START II] ახალი შეთანხმების გარდა, რუსეთი საერთაშორისო იარაღის კონტროლის თითქმის ყველა ხელშეკრულებას არღვევს. როგორ უნდა გაართვას ამერიკამ თავი ამ დარღვევებს?
მე სტარტის ახალი შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ვიყავი. ჩემი პოზიცია მას შემდეგ არ შეცვლილა, რუსები იტყუებიან, ჩვენ ვიცით, რომ ისინი იტყუებიან და ისინი ამას უწყვეტად აკეთებენ. ჩვენ მუდამ ფხიზელი თვალით უნდა დავაკვირდეთ მათ მოქმედებებს და დარღვევების შემთხვევაში ისინი ყოველთვის ვამხილოთ.
და მხილების შემდეგ?
სხვადსხვა მეთოდი არსებობს… მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ, როცა შეშფოთების დონე იმატებს, მათთან უნდა დავსხდეთ და შევახსენოთ, რომ ამ ხელშეკრულებებს ხელი საკუთარი სურვილით მოაწერეს და რომ ჩვენ მათ დარღვევას არ მივიღებთ. გვქონია შემთხვევები, როცა მათ ხელშეკრულებები დაურღვევიათ და ჩვენ ისინი შეთანხმების პირობების შესრულების პოზიციაში დაგვიბრუნებია.
ძალიან მნიშვნელოვანია მხარეები დასხდნენ და კომპრომისის გამოყენებით მივიდნენ საბოლოო შეთანხმებამდე იმაზე, თუ როგორი ფორმით სურთ ქვეყნის მართვა. ამერიკაში ასეთ საკითხებს ამ მეთოდით ვართმევთ თავს. ეს საკმაოდ რთული და დაძაბული პროცესია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ეძლევა საშუალება საკუთარი წვლილი შეიტანოს ცვლილებების დანერგვაში
თქვენი აზრით, ადმინისტრაციამ უკრაინას ლეტალური იარაღი უნდა მისცეს?
როგორც იცით, სენატში ამ საკითხს კენჭი ვუყარეთ და მე მას მხარი დავუჭირე. ჩემი პოზიცია უცვლელია - უკრაინას თავდაცვითი იარაღი უნდა მივცეთ. ისინი ძალიან რთულ ვითარებაში არიან - რუსეთის საზღვარზე დიდი რაოდენობით ეთნიკურად რუსი მოსახლეობით. ეს ქვეყნის მართვას ძალიან ართულებს.
უჭერთ თუ არა მხარს NATO ღია კარის პოლიტიკას?
კი. კარი ღიაა, მაგრამ შესვლამდე აუცილებელია წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება. მე ამას 100 პროცენტით ვუჭერ მხარს. კრიტერიუმები დემოკრატიას, თავდაცვისუნარიანობას, თავდაცვაზე დანახარჯებს უკავშირდება.
NATO-ს წევრობის კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას?
დიახ! მაგრამ როგორც თქვენ თქვით, აქ საკვანძო ფრაზა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა. საქართველოსთან დიდი ხანია დიალოგი გვაქვს NATO-ში გაწევრიანებაზე და საქართველო ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე მუშაობს. ქვეყანას დიდი პროგრესი აქვს, თუმცა წევრობის კრიტერიუმებს ბოლომდე ჯერ ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, ერთ დღეს, როცა ამას გააკეთებენ, ისინი NATO-ს წევრი გახდებიან.
საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ კონსტიტუციის შეცვლას დაუჭირა მხარი. როგორც წინა ხელისუფლების დროს, ამჯერადაც საკონსტიტუციო პროცესში ყველა მხარე არ იყო ჩართული. რას ფიქრობთ ამაზე, თქვენი აზრით, პროცესების ასეთი განვითარება დემოკრატიის გამყარებას ხელს უწყობს?
ჩემს მოსაზრებას გაგაცნობთ, მაგრამ არ მინდა იფიქროთ, რომ ქართველ ხალხს რამენაირად ჭკუას ვასწავლი. ამის არანაირი განზრახვა არ მაქვს.
როგორც იცით, მე საქართველოში 2012 წლის არჩევნებს დავესწარი. არჩევნები შთამბეჭდავად ჩატარდა და არ ყოფილა გაყალბება. დაკვირვების მიზნით, ჩვენ ყველაფერზე გვქონდა წვდომა.
საქართველო წინ მიიწევს. ერთი რაც უნდა გვახსოვდეს ის არის, რომ დემოკრატიის აშენებას დრო სჭირდება და ეს ერთ ღამეში არ ხდება. მას დაღვინების პროცესი სჭირდება, რომელიც ზოგჯერ თაობების მანძილზე გრძელდება. საქართველო წინ მიიწევს და ჩვენ ამ წინსვლის გაგრძელების დანახვა გვსურს.
ახალ კონსტიტუციას რაც შეეხება, განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც ორი დომინანტური პოლიტიკური ძალაა, ძალიან მნიშვნელოვანია მხარეები დასხდნენ და კომპრომისის გამოყენებით მივიდნენ საბოლოო შეთანხმებამდე იმაზე, თუ როგორი ფორმით სურთ ქვეყნის მართვა. ამერიკაში ასეთ საკითხებს ამ მეთოდით ვართმევთ თავს. ეს საკმაოდ რთული და დაძაბული პროცესია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ეძლევა საშუალება საკუთარი წვლილი შეიტანოს ცვლილებების დანერგვაში.
რუსეთი სხვა ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის შეცვლას ბევრი მეთოდით ცდილობს. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია RT [ყოფილი რაშა თუდეი] და სპუტნიკი. თქვენი აზრით, ისინი უცხო ქვეყნის აგენტად უნდა დარეგისტრირდნენ შეერთებულ შტატებში?
RT-ზე რომ გადართავ ტელევიზორს, დიდი ხანი არ გჭირდება იმის მისახვედრად, რომ ეს არ არის ამერიკის მიმართ მეგობრულად განწყობილი არხი. ეს რუსეთის მთავრობის არხია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის აგენტია და უნდა დარეგისტრირდეს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი. მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. რომ დარეგისტრირდნენ მერე რა? ყველამ იცის, რომ ისინი რუსეთის პროპაგანდის მანქანის ნაწილია. მოკლედ რომ გიპასუხოთ, დიახ, უნდა დარეგისტრირდნენ, მაგრამ ამას სავარაუდოდ არანაირი შედეგი არ მოჰყვება.
თუმცა, ამით რუსეთს ძლიერი პოლიტიკური მესიჯი გაეგზავნება...
გარკვეულწილად, არ მგონია პუტინმა ამის გამო ძილი დაკარგოს.
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კომენტარები