ვინ არის 14 მოსამართლე, რომელიც შესაძლოა უვადოდ დაინიშნოს
დღეს, 9 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გასაუბრება ჩატარდება 14 მოსამართლესთან, რომელთაც უვადო მოსამართლეობის დანიშვნის თაობაზე განცხადება გააკეთეს.
უვადოდ დანიშვნის მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება ჩატარდება 9, 10 და 11 ოქტომბერს. ჯამში, საბჭო 40-მდე მოსამართლეს გაესაუბრება.
ვინ არის უვადო მოსამართლეობის მსურველი 14 მოსამართლე:
სპარტაკ პავლიაშვილი
სპარტაკ პავლიაშვილი 2015 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეა. 2012-2015 წლებში მუშაობდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. სხვადასხვა წლებში იყო თელავის, თიანეთის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2014 წელს მოსამართლე პავლიაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მალხაზ ენუქიძე
მალხაზ ენუქიძე 2015 წლიდან წლიდან არის ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2016-დან ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2014-2015 წლებში იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 2000-2012 წლამდე კასპის, გორისა და წალკის რაიონული სასამართლო მოსამართლე. 2007 წელს, სექტემბრიდან ოქტომბრამდე, ჩარიცხულ იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. 1993-1998 წლებში იყო გორის რეგიონული სამხედრო სასამართლოს მოსამართლე. 1991-1993 წლებში მუშაობდა გორის სარაიონთაშორისო პროკურატურის უფროს გამომძიებლად.
ირაკლი შენგელია
ირაკლი შენგელია იუსტიციის საბჭო მოქმედი წევრია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ. ამავე წელს სამწლიანი გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ.
2007 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე. ამავე წლის ივლის-ნოემბერში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსად მუშაობდა.
2006-2007 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2005-2006 წლებში იყო გორისა და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი. 2004-2005 წლებში მუშაობდა შსს გენერალურ ინსპექციაში ინსპექტორის თანამდებობაზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2011 წელს ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც განიხილავდნენ სასამართლოთა მახინჯ პრაქტიკას, პირთათვის ადმინისტრაციული პატიმრობის მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით, მოსამართლე შენგელიამ მსგავსი რამ თქვა:
"რაც შეეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებას, როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა მტკიცებულება რა შეიძლება იყოს, გარდა პოლიციელთა ჩვენებისა, როცა პირი სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა მიუსაჯო მას. უდიდესი ნდობა სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფო მოხელეა, სხვა რა უნდა იყოს".
მოსამართლე შენგელია აღნიშნულ პერიოდში თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა.
ირაკლი აბშილავა
ირაკლი აბშილავა 2016 წლიდან სამი წლის გამოსაცდელი ვადით გამწესდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 2012 წლიდან არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. 2013 წლის ივნისიდან მივლინებულია და ამავე დროს სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში. 2007-2012 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში, მრჩევლის თანამდებობაზე. 2006 წელს იყო იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩეველი. 2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
მერაბ გაბინაშვილი
მერაბ გაბინაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრია. საბჭოს წევრად ოთხი წლის ვადით 2013 წელს აირჩიეს. ის არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე და პალატის თავმჯდომარე. 2016 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე. 2009-2012 წლებში იყო ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2007-2009 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2006-2007 წლებში მუშაობდა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
2005-2006 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლად. 2000 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად, ხოლო შემდეგ - უფროს გამომძიებლად.
დიმიტრი გვრიტიშვილი
დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. 2015 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. 2012 წელს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა. 2008-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2007 წელს მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად. 2005-2007 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2012 წელს დიმიტრი გვრიტიშვილის გადაწყვეტილებით კონტროლის პალატამ 5 მილიონამდე ლარით კანონიერად დააჯარიმა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანია შპს მენეჯმენტ სერვისი. ადვოკატები ეკა ბესელია და სანდრო ბარამიძე მოსამართლის აცილებასაც ითხოვდნენ. ეკა ბესელიამ მოსამართლეს უწოდა არაობიექტური, მიკერძოებული და იგი დაადანაშაულა ფორმალური სასამართლოს მოწყობაში.
ეკატერინე გაბრიჩიძე
ეკატერინე გაბრიჩიძე 2016 წლიდან სამი წლის გამოსაცდელი ვადით გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. 2013-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2012-2013 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში. 2009-2011 იყო ბოლნისისა და მარნეულის რაიონული სასამართლოების მოსამართლე. 2006-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
მაკა გველესიანი
მაკა გველესიანი 2016 წლიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ. 2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2016 წლის მაის-ივლისში მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. ამავე წელს თებერვალ-მაისში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოში მაგისტრის მოვალეობის შემსრულებელი. 2006-2013 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
გიორგი გოგიაშვილი
გიორგი გოგიაშვილი 2016 წლის ივლისში დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2006-2016 წლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთავარი სპეციალისტი. 2004-2005 წლებში იყო ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია EUJUST-THEMIS-ის სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კონცეფციის შემმუშავებელი ჯგუფის ხელმძღვანელი.
2005-2010 წლებში ჩარიცხული იყო მოსამართლეთა რეზერვში. 2001 წელს დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 2004-2005 წლებში იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
მაკა გორგოძე
მაკა გორგოძე 2016 წლიდან სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე. 2012-2016 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. 2010-2012 წლებში იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2007 წელს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში სპეციალისტად და ამავე წელს სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი გახდა.
მირანდა ერემაძე
მირანდა ერემაძე 2016 წლიდან სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2016 წელს იყო მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე. 2010-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2008 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. 2007 წელს გახდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და გამწესდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. 2006 წელს ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.
მარინა ხოლოაშვილი
მარიან ხოლოაშვილი 2016 წლიდან სამი წლის გამოსაცდელი ვადით გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2006-2016 წლებში დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. 1999-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე. 1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.
მაია თეთრაული
მაია თეთრაული 2016 წლიდან სამი წლის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2012-2016 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2006-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორად. 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
შორენა წიქარიძე
2016 წლიდან სამი წლის გამოსაცდელი ვადით გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. 2011-2016 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2006-2009 წლებში მუშაობდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში პროკურორის თანამდებობაზე
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია
გადახედვა
-
ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები
გადახედვა
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
გადახედვა












კომენტარები