პენტაგონმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი "ტომაჰავკის" რაკეტების გადაცემის შესაძლებლობაზე ნებართვა გასცა
პენტაგონმა თეთრ სახლს ნებართვა მისცა, იმსჯელოს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი "ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების გაგზავნაზე. პენტაგონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეაფასა, რომ ეს ნაბიჯი აშშ-ის იარაღის მარაგებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.
ტრამპმა ოქტომბრის დასაწყისში, თეთრ სახლში გამართული სამუშაო სადილის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განაცხადა, რომ მას არ სურს ამ რაკეტების გადაცემა, რადგან "არ სურთ ისეთი რამ გააჩუქონ, რაც მათი ქვეყნის დაცვას სჭირდება".
უკრაინის ლიდერი აქტიურად მოითხოვდა "ტომაჰავკებს", რათა საშუალება ჰქონოდა რუსეთზე, მათ შორის ენერგოობიექტებზე, უფრო შორ მანძილზე განეხორციელებინა დარტყმები. ამ რაკეტების მოქმედების რადიუსი დაახლოებით 1,000 მილია.
ეს ინფორმაცია ოპტიმისტურად შეაფასეს ამერიკის ევროპელმა მოკავშირეებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა ვაშინგტონს ნაკლები მიზეზი დარჩა რაკეტების არგადაცემისთვის. ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრეც განაცხადა, რომ აშშ-ს "ბევრი ტომაჰავკი აქვს" და მათი მიწოდება "სავსებით შესაძლებელია". შესაბამისად, აშშ-სა და ევროპის ოფიციალური პირებისთვის მოულოდნელი იყო, როცა ტრამპმა რამდენიმე დღეში პოზიცია შეცვალა და ზელენსკისთან შეხვედრისას საჯაროდ განაცხადა, რომ ეს რაკეტები "აშშ-ს სჭირდება". დახურულ შეხვედრაზე კი უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მათი გადაცემა "ჯერ არ იგეგმება".
CNN-ის ცნობით, ტრამპის ამ გადაწყვეტილებას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელმაც ტრამპს უთხრა, რომ "ტომაჰავკებს" შეეძლოთ ისეთ ქალაქებამდე მიღწევა, როგორიცაა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი — რაც ფრონტზე მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ გამოიწვევდა, მაგრამ დააზიანებდა აშშ-რუსეთის ურთიერთობებს.
ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინელი ინჟინრები თავადაც შეძლებენ ალტერნატიული გადაწყვეტის პოვნას, თუკი აშშ მათ გამშვებ დანადგარებს არ გადასცემს. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე მოახერხა ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტების ადაპტაცია საბჭოთა დროინდელი თვითმფრინავებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ეს რაკეტები თავდაპირველად მხოლოდ თანამედროვე NATO-ს ავიაციისთვის იყო შექმნილი.
ზელენსკიმ ამ კვირის დასაწყისში X-ზე დაწერა, რომ უკრაინა წლის ბოლომდე გეგმავს შორი მანძილის იარაღის შესაძლებლობების გაზრდას, რათა ომი "სამართლიან პირობებში" დასრულდეს.
"გლობალური სანქციები და ჩვენი ზუსტი დარტყმები სინქრონულად მუშაობს, რათა ომი სამართლიანად დასრულდეს უკრაინისთვის. ყველა შორ მანძილზე დარტყმის მიზანი უნდა იყოს სრულად მიღწეული წლის ბოლომდე," — წერს ზელენსკი.
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
კომენტარები