Zeekr 9X — ზიკერ ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარს მალე ახალ მოდელს წარუდგენს
ფოტო: თეგეტა
უსაფრთხოება, კომფორტი და ინოვაცია ერთ ავტომობილში, ეს Zeekr 9X-ია, ბრენდის ისტორიაში პირველი Plug-in Hybrid მოდელი. სრული ზომის SUV-ს საქართველოში სულ მალე ზიკერ ცენტრი თეგეტა წარადგენს.
2.0 ლიტრიანი ტურბო და ელექტროძრავით აღჭურვილი Zeekr 9X-ის სიმძლავრე 1 400-მდე ცხენის ძალას აღწევს, რაც 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 3.1 წამში უზრუნველყოფს. ავტომობილს ერთი დამუხტვით 380 კილომეტრის გავლა შეუძლია.
ფოტო: თეგეტა
გიორგი შაქარაშვილი, ზიკერ ცენტრი თეგეტას კომერციული დირექტორი: “Zeekr 9X ჰიბრიდულ ტექნოლოგიას კომფორტთან, უსაფრთხოებასა და მიმზიდველ დიზაინთან აერთიანებს. ახალი მოდელი არა მხოლოდ ტექნიკური ინოვაციებითაა გამორჩეული, არამედ მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს ერგება. დიდი სივრცით, პერსონალიზებული კონფიგურაციებითა და უმაღლესი დონის უსაფრთხოებით, ეს ავტომობილი ახალ სტანდარტს ქმნის.
სრული ზომის SUV საქართველოში ძალიან პოპულარული სეგმენტია. ამიტომ, ვფიქრობთ, Zeekr-ის ახალი მოდელი ქართული ბაზრისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება და მომხმარებლის ყურადღებას მარტივად მიიპყრობს. წლის ბოლოს ახალი მოდელის საქართველოში წარდგენა კი ბრენდის პოზიციას ადგილობრივ ბაზარზე კიდევ უფრო გაამყარებს“.
ახალ Zeekr 9X 900-ვოლტიანი ჰიბრიდული სისტემით არის წარმოდგენილი და მისი ელემენტი 20-დან 80 პროცენტამდე მხოლოდ 9 წუთში იმუხტება, რაც კომფორტულ და უწყვეტ მგზავრობას უზრუნველყოფს. თუმცა, ტექნიკური მაჩვენებლების მიღმა, გამორჩეულია ახალი მოდელის ინტერიერიცა და ექსტერიერიც.
“მოდელის ვიზუალური მიმზიდველობა მართლაც თვალსაჩინოა — დახვეწილი ექსტერიერი, რომელიც ლუქს კლასის ელემენტებს აერთიანებს, ავტომობილს გლამურულ იერს სძენს, ინტერიერი კი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. სხვა არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციასთან ერთად, 9X-ის 47-დიუმიანი Head-Up Display მძღოლს ყველა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს.
გამორჩეულია ამ მოდელის უსაფრთხოების სისტემაც — გვერდითი შეჯახების შემთხვევაში ავტომობილი ავტომატურად იხრება საპირისპირო მხარეს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დარტყმის ზიანს მანქანასა და მგზავრებზე“, — აღნიშნავს გიორგი შაქარაშვილი.
ფოტო: თეგეტა
ახალი მოდელის მიმართ ინტერესი დიდია. მსოფლიო პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გაიმართა, ბრენდმა მხოლოდ ჩინეთიდან ერთ საათში 45 000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო.
ზიკერ ცენტრი თეგეტაში წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. პირველი საჩვენებელი მოდელები შოურუმში წლის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი და მსურველები ტესტ-დრაივის დაჯავშნასაც შეძლებენ.
პრემიუმ კლასის ავტომობილი სამი კომპლექტაციით იქნება ხელმისაწვდომი, მომხმარებელი თავად შეძლებს პერსონალური კონფიგურაციის შექმნას, ფუნქციების შედგენას სურვილის მიხედვით. პრემიუმ კლასის ავტომობილის ღირებულება 85 ათასი აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტიდან დაიწყება.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ზიკერ ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
კომენტარები