მარტა კოსი სამდღიანი ვიზიტით სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა — საქართველო ვიზიტის გეგმებში არ შედის
ფოტო: Portal GOV.SI
17 სექტემბერს, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სამდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში და სომხეთში გაემგზავრა — საქართველო აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ნახსენები არ არის. ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესით ახლა რეგიომში ევროკავშირის თანამშრომლობის გაძლიერება შესაძლებელია. მარტა კოსი ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვს შეხვდება.
"გაფართოების საკითხებში კომისარი, მარტა კოსი სამდღიანი ვიზიტით მიემგზავრება აზერბაიჯანში და სომხეთში — გადამწყვეტ მომენტში ევროკავშირის ურთიერთობებისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში. სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესით, ახლა არსებობს შესაძლებლობა, გაძლიერდეს ევროკავშირის თანამშრომლობა რეგიონში და წინ წაიწიოს ევროკავშირის კავშირების დღის წესრიგმა, რაც შავი ზღვის სტრატეგიის ქვაკუთხედი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობაში შეტანილი კონკრეტული წვლილია.
ბაქოსა და ერევანში კომისარი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი ზრდის მიმართ.
ხვალ აზერბაიჯანში კომისარი კოსი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვთან", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მაღალი დონის შეხვედრებს სომხეთშიც გამართავს. ის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, ვიცეპრემიერს და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდება
"სომხეთში, პარასკევს და შაბათს, კომისარი შეხვდება პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და ვიცეპრემიერ მჰერ გრიგორიანს, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს. კომისარი კოსი მონაწილეობას მიიღებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან დაკავშირებული ორი პროექტის ხელმოწერაში, ეწვევა EU4Sevan-ის ბიომრავალფეროვნების პროექტის ობიექტს და დაათვალიერებს TUMO-ს შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს.
ერევანში, კომისარი ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ქალ ლიდერებს და ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს", — წერია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
კომენტარები