გიგა ბოკერია

18 Sep. 2025, 11:14

"გრძელდება ივანიშვილის რეჟიმის ყოფილი თანამდებობის პირების და მათთან დაკავშირებული ადამიანების დაკავებები და რეჟიმის პროპაგანდის მიერ მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება მათი სხვა დანაშაულების შესახებ.

ამ ბრალდებების მიხედვით, ისინი მხილებულნი არიან მაღალი დონის მასშტაბურ კორუფციაში და ასევე, ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში. ეს ყველაფერი ღრმა კრიზისზე მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის შიგნით, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც საზოგადოების მხრიდან მათი მორალური იზოლაცია და წნეხია.

რაც მთავარია, რეჟიმისვე მიერ შემოთავაზებული ვერსიით, კორუფცია, მექრთამეობა, ნეპოტიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირი ივანიშვილის გარემოცვის ცხოვრების წესია. მათი პროპაგანდა გვეუბნება, რომ ამ დაკავებებით რეჟიმი კორუფციას ებრძვის, თუმცა სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ეს დაკავებები მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც ესა თუ ის თანამდებობის პირი, ესა თუ ის ფრაქცია, კლანი ივანიშვილის კეთილგანწყობას და თანამდებობებს დაკარგავს.

სისტემა განა თანასწორად ებრძვის ნებისმიერს, გინდ ძალაუფლება ჰქონდეს, გინდ არა, თუკი კორუფციაშია ჩართული. არა, სანამ ივანიშვილის კეთილგანწყობა და მაღალი თანამდებობა გაქვს, მანამდე შეგიძლია ეს ყველაფერი აკეთო და თუ მის კეთილგანწყობას დაკარგავ, მერე შეგექმნება პრობლემები.

ასე რომ, დასკვნა ერთადერთია: ივანიშვილი და მისი გარემოცვა, გუშინდელი, დღევანდელი, ხვალინდელი, არსებობს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ხარჯზე.

და ეს კიდევ ერთი არგუმენტია, სხვა მრავალთან ერთად, თუ რატომ არის აუცილებელი ამ ადამიანის და მისი გარემოცვის ჩამოცილება ძალაუფლებიდან."

პარტია "ფედერალისტების" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების და "ოცნებასთან" დაახლოებული პირების დაკავებას ეხმაურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ არის 2 ეპისკოპოსი, რომლებზეც ისურვებდა, რომ პატრიარქობის "ტვირთი აიღონ"
  2. Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია
  3. რომელი კომპანიები ათავსებენ რეკლამას სანქცირებულ "იმედსა" და "პოსტვ"-ზე?
  4. ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
  5. "ვლადიმერ პუტინის სახელით სამძიმრის სიტყვები გადაეცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და მთელ ქართველ ხალხს"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეუფე ისაია არ ადასტურებს, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან საპატრიარქო ტახტის…