გიგა ბოკერია

2 Dec. 2025, 18:00

"BBC-ის გამოძიების მიერ წაყენებული უმძიმესი ბრალდების, მათ მიერ მიღწეული დასკვნის გავრცელების შემდეგ, თუ რამე კიდევ უფრო აღრმავებს განურჩევლად მათი სიმპათიებისა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავში, ეჭვს, რომ ეს ბრალდებები სამართლიანია და ეფუძნება სიმართლეს, არის ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია.

ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ადეკვატური ხელისუფლება, თუ ეს მართლა, როგორც ამტკიცებენ, არის აბსურდული ბრალდება, ერთადერთ ნაბიჯს გადადგამდა, მოიწვევდა ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტიდან ისეთ კვლევით ჯგუფს, რომელიც ამ ბრალდებას გაანეიტრალებდა.

ამის მაგივრად ვხედავთ ტიპურ პუტინისტური, ინანიშვილისეული პროპაგანდის ნიაღვარს, გუშინ ვიხილეთ კლასიკური შეცდომა, კლასიკური "იაღლიში", მხოლოდ იმიტომ, რომ ნიაღვარი აქვთ ხელში და ჰგონიათ, რომ გასდით ყველაფერი, გამოიყვანეს ყოფილი თანამდებობის პირი და უბრალოდ წინა ხელისუფლება ახსენებინეს, ათქმევინეს იმათი ნაყიდიაო და ვერ გააცნობიერეს ამით, რომ პრაქტიკულად დაადასტურეს იმ ბრალდების ერთი ნაწილი, რაც ამ გამოძიებაში იყო მოცემული — რომ ასეთი ნივთიერება ჰქონდათ, ასეთი დამაზიანებელი ჯანმრთელობისთვის, ამ რეჟიმის პირობებში მათ.

ახლა ამას მიხვდნენ და ამას ასწორებენ, ორი განცხადება ყოფილი შს მინისტრის და ახლანდელის, არის დემონსტრირება იმის, რატომ სჯერა დღეს რიგითი მოქალაქეების უდიდესს ნაწილს, ვიმეორებ განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, რომ ეს უმძიმესი ბრალდება ეფუძნება სიმართლეს"

განაცხადა პარტია "ფედერალისტების" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციების დაშლისას "ქართულმა ოცნებამ" აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
  5. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა

Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელმა ბრიტანეთის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტის (AISI) მიერ…