თეა წულუკიანი

2 Sep. 2025, 19:21

თეა წულუკიანი: "დასკვნაში წერია, რომ ედუარდ შევარდნაძეს დღემდე არ აქვს დაწერილი გადადგომის შესახებ განცხადება და ის არც არავის არ გადაუყენებია, თუ არ ჩავთვლით აქ მდგარ ჩაის სმას. ასევე დასკვნაში ნათქვამია, რომ ახლად არჩეული პარლამენტი შედგა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოიჭრნენ ე.წ. რევოლუციონერები ამ დარბაზში და მაინც ძველი პარლამენტით იქნა საკანონმდებლო საქმიანობა გაგრძელებული. ეს ყველაფერი დასკვნაში წერია. ანუ საკითხები არის დაყენებული, რაც არ არის უბრალო საქმე ისტორიისთვის და შემდეგ თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ეს სამართლებრივად, პოლიტიკურად იკვლიოს, ძალიან კარგი იქნებოდა. აქაც მეცნიერების და ისტორიკოსების როლი იქნებოდა გადამწყვეტი, რადგან თქვენ იცით და ასევე დასკვნაში წერია, 2004 წლის დასაწყისშივე ძველი პარლამენტით, რომელსაც უფლებამოსილება აღარ ჰქონდა, კონსტიტუციაში შევიდა ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები, რომ მთლიანად დისბალანსი მოხდა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ და ძალაუფლება მან ხელში ჩაიგდო უკვე კანონის საფუძველზე. ეს ყველაფერი დასკვნაში არის და მათ შორის უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით ახსნილია, რატომ ჩავთვალეთ, რომ "ვარდების რევოლუცია" რეალურად სახელმწიფო გადატრიალება იყო..."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს
  2. რატომ "ვერ ხედავს" ტრამპი საქართველოს კავკასიაში? — ინტერვიუ ბიძინა ლებანიძესთან
  3. თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია
  4. ირაკლი კუპრაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ეუთოს კომისიის მუშაობას და ეცდება, გაამარგინალიზოს და პროპაგანდა ჩართოს
  5. რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ