Counter-Strike — საერთო საცხოვრებელში შექმნილი მილიარდდოლარიანი თამაში
ერთ საღამოს, საერთო საცხოვრებელში, მინ ლი, კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტი, სწავლაზე კონცენტრირებას ვერ ახერხებდა.
ლი კომპიუტერებში ძალიან ნიჭიერი იყო და საიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტში (ვანქუვერის მახლობლად, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) მასალასაც ადვილად უმკლავდებოდა. მაგრამ თამაშმა, რომელიც თავისუფალ დროს შექმნა, მას და მის თანაავტორს რეკლამებიდან ყოველთვიურად 20,000 დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.
ამ დროს Counter-Strike-ს — ტერორისტების და კონტრტერორისტების დაპირისპირებას მძევლებისთვის ან ბომბის დეტონაციამდე — ერთდროულად 100,000-ზე მეტი მოთამაშე თამაშობდა. "უბრალოდ მინდოდა გამეკეთებინა თამაში, რომელიც სასიამოვნო იქნებოდა და სწრაფად ითამაშებოდა", — თქვა ლიმ ერთ-ერთ ვიდეოინტერვიუში.
მაგრამ Counter-Strike-ს გაცილებით დიდი მომავალი ჰქონდა.
2000 წლის შემოდგომაზე Valve Corporation-მა ოფიციალურად გამოუშვა თამაში, რომელმაც ნახევარ ათეულზე მეტი გაგრძელება გააჩინა და E-სპორტის ინდუსტრია შექმნა, რომელიც დღემდე მილიარდებს გამოიმუშავებს იარაღის "სკინების" გაყიდვებით. Counter-Strike-მა გავლენა მოახდინა შუთერებზე (სასროლო თამაშებზე) რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში და დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ვიდეოთამაშად მიიჩნევა.
თვით Counter-Strike-ის დასაწყისი არაფერს მიანიშნებდა მომავალ მასშტაბებზე. ლის ბავშვობიდანვე უყვარდა თამაშები და პროგრამირება, რამაც მიიყვანა "მოდინგის" სამყაროში — არსებულ თამაშებში კოდის შეცვლით სრულიად ახალი ვერსიების შექმნა.
მოდინგი ბევრად იაფი და სწრაფია, ვიდრე ნულიდან ახალი თამაშის გაკეთება. სტუდენტობის პირველ წელს (1996) ლიმ შექმნა Navy SEALs — სამხედრო თემატიკაზე დაფუძნებული მოდი Quake-ზე. ორი წლის შემდეგ კი Action Quake 2 — სწრაფი თამაში, შთაგონებული ფილმებით — Die Hard და Lethal Weapon.
1998 წელს Valve-მა გამოუშვა Half-Life — ინტელექტუალური შუთერი მეცნიერულ ექსპერიმენტზე, რომელიც ცუდად დასრულდა. მისმა რეალისტურმა გარემომ ლის შთააგონა. მალევე დაიწყო მუშაობა: ერთმომხმარებლიანი ჰიტი მულტიფლეიერ სენსაციად გადააქცია.
ლის საერთო საცხოვრებლის ოთახში, Crystal Method-ის ალბომების ფონზე წერდა კოდს: ფილმებისა და სხვა თამაშების გრაფიკები, ხმები და დიზაინი შთაგონების ერთ დიდ კოლაჟად აქცია.
"ალბათ მთლად სწორი არ იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ახალგაზრდა ვიყავი და არ ვფიქრობდი, რომ Counter-Strike ჰიტი გახდებოდა", — ამბობს ლი, რომელიც დღეს უკვე 48 წლისაა. "ბევრი მოდერი ასე ვმუშაობდით — შთაგონებას ყველგან ვპოულობდით".
ყველაზე გადამწყვეტი ინოვაცია იყო ის, რომ Counter-Strike-ში სიკვდილი საბოლოო იყო — სხვა შუთერებისგან განსხვავებით, სადაც უსასრულო სიცოცხლე გაქვს. მოკვდებოდი თუ არა, რაუნდის ბოლომდე თამაშიდან გამოთიშული იყავი.
"ეს დეტალი იყო, რაც თამაშს ასე საინტერესოს ხდიდა", — ამბობს ლი. "მოთამაშეები სხვანაირად თამაშობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ თითოეულ სიცოცხლეს ფასი ჰქონდა".
1999 წლის ზაფხულში, როდესაც ლიმ და მისმა თანაავტორმა, ჯეს კლიფმა, თამაშის ბეტა ვერსია უფასოდ გამოუშვეს, ის მყისიერი ჰიტი გახდა. "ძალიან სწრაფად იზრდებოდა", — იხსენებს ლი.
იმ პერიოდში ინდუსტრია მოდინგს ლმობიერად უყურებდა, და ლი არ ღელავდა, რომ Valve მას უჩივლებდა. პირიქით, კომპანია დაუკავშირდა და აღფრთოვანებაც გამოხატა. რამდენიმე ადამიანი უნივერსიტეტშიც ესტუმრა და თამაშის უფლებების ყიდვა და სამსახურიც შესთავაზეს.
ის Valve-ის დისტანციური კონტრაქტორი გახდა, რადგან ჯერ კიდევ სწავლობდა. "თავისუფალ დროს, კვირაში 30–40 საათს ვუთმობდი Counter-Strike-ზე მუშაობას", — ამბობს ლი, რომელიც ვიეტნამში დაიბადა, მაგრამ ვანქუვერში გაიზარდა.
Valve-ის მხარდაჭერით თამაში გაფართოვდა და გალამაზდა: ახალი რუკები, გაუმჯობესებული გრაფიკა, ნაკლები ბაგი და უკეთესი ონლაინ ინფრასტრუქტურა.
Counter-Strike-ის გავლენა დღემდე უდიდესია: მისი ანალოგია როგორც Crossfire, ასევე Valorant და Overwatch, სადაც გუნდური მულტიფლეიერის ფორმატი აშკარად ლის ნამუშევარს მოგვაგონებს. Call of Duty-მაც კი პირდაპირ Counter-Strike-დან აიღო და დაამატა ბომბის გაუვნებელყოფის რეჟიმი. თამაშმა ასევე დიდი როლი შეასრულა E-სპორტის ბაზრის ჩამოყალიბებაში და განსაკუთრებულად შეაყვარა თავი კონკურენტულ მოთამაშეებს.
"რაც Counter-Strike-ს ასეთ მიმზიდველ კონკურენტულ თამაშად აქცევს, არის ის, რომ ის ემოციურად ამერიკულ მთებს ჰგავს", — ამბობს ტარიკ ჩელიკი, ყოფილი პროფესიონალი მოთამაშე ბრუკლინიდან, რომელიც ონლაინ tarik-ის სახელითაა ცნობილი. მან დაამატა: "Counter-Strike-ის თითოეული რაუნდი საკუთარ ისტორიას ჰყვება. ნებისმიერ მომენტში, შეიძლება რაღაც გიჟური მოხდეს".
Counter-Strike გამოირჩეოდა სტრატეგიული, გუნდურ ბრძოლაზე ორიენტირებული მიდგომით. იმ პერიოდის ყველაზე პოპულარული მულტიპლეიერ შუტერები, როგორიც იყო Unreal Tournament და GoldenEye 007, ხმაურიანი, სწრაფი და თითქმის ქაოტური იყო, ადრენალინით სავსე. Counter-Strike-ი კი ბევრად უფრო ზუსტი და სტრატეგიული იყო, აჯილდოებდა ფრთხილ მიდგომას, სადაც ჭკუასა და ოსტატობას ჰქონდა მნიშვნელობა.
ამ თამაშისადმი სიყვარული დეველოპერებშიც დიდია. დეივ კუდირკა, Digital Extremes-ის 20-წლიანი გამოცდილების მქონე დეველოპერი, თავის სამსახურს Counter-Strike-ის ღრმა სიყვარულს უკავშირებს. მისი თქმით, კომპნიასთან გასაუბრებაზე 20 წუთის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდა, რამდენად შეპყრობილი იყო ამ თამაშით — "ღამეს თეთრად ვათენებდი და თვალებში ვიზინს ვიწვეთებდი, რომ თამაში გამეგრძელებინა". კუდირკა ამბობს, რომ წლების განმავლობაში Digital Extremes-ის დეველოპერები ლანჩის დროს ერთად თამაშობდნენ Counter-Strike-ს, იმდენად, რომ ეს პრაქტიკა კომპანიის კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტუდიის პოპულარულ შუთერს Warframe-ს პირდაპირ ბევრი არაფერი აკავშირებს Counter-Strike-თან, კუდირკა ამტკიცებს, რომ მასზე გავლენა იქონია.
Valve-ში მუშაობისას ლი Counter-Strike 2-ის პროტოტიპზე მუშაობდა, მაგრამ პირველმა თამაშმა იმდენად დიდი წარმატება მოიპოვა, რომ ახალი ვერსიის საჭიროება მალევე აღარ დადგა. ლი კომპანიას გამოეყო და შემდეგ საკუთარი თამაშების შექმნა დაიწყო, თუმცა ის წარმატება ვეღარ გაიმეორა.
მინ ლი, ქაუნთერ სტრაიკის თანაავტორი
ფოტო: Simon Fraser University
2023 წელს Valve-მა საბოლოოდ გამოუშვა Counter-Strike 2, თუმცა ამაში ლის უშუალო მონაწილეობა აღარ მიუღია.
2025 წლის ივნისის ბოლოს, ტეხასში გამართულ კონფერენციაზე პროფესიონალ მოთამაშეებთან ერთად Counter-Strike-ის ტურნირში სცენაზე ლიც მიიწვიეს. შეიძლებოდა გეფიქრა, რომ თამაშის თანაავტორს უპირატესობა ექნებოდა, მაგრამ ლის კარგად ესმის, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებთან ვერაფერს გახდება. Counter-Strike უბრალოდ ძალიან შორს წავიდა და ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც საერთო საცხოვრებელში შეიქმნა.
"ცოტას ვნერვიულობ", — თქვა მან სიცილით — "უკვე ათი წელია საერთოდ არ მითამაშია".
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
კომენტარები