"გავიდა 2 წელი, არ გვყავს ეჭვმიტანილი, არ გვყავს ბრალდებული, თავისთავად არავინაა დაჭერილი" — წყნეთში გარდაცვლილი 15 წლის დათუნა ჟღენტის დედა
"ეს არის სისტემური მკვლელობა, შვილი მომიკლეს, დამიღუპეს უპასუხისმგებლობის, უყურადღებობის, საქმისადმი გულგრილი, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით" — ასეთია 2 წლის წინ, წყნეთში გარდაცვლილი დათუნა ჟღენტის დედის, ქეთი ჟღენტის პირველი კომენტარი შვილის გარდაცვალებაზე.
ტელეკომპანია "პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქეთი ჟღენტი ამბობს, რომ ის კვლავ დამნაშავეების დასჯის მოლოდინშია, რადგან ამ საქმეზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.
შეგახსენებთ, 2 წლის წინ, 15 წლის კალათბურთელი დათუნა ჟღენტი, წყნეთის ერთ-ერთ სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. მოზარდი დედამ სკამზე გარდაცვლილი ნახა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
"პირველივე დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიღაც ორი პიროვნება იყო დაკავებული — სრული სიცრუე, არავინ. მეც ასე მეგონა და ამის დარდი არ მქონდა, სამედიცინო დასკვნის მოლოდინში ვიყავი. მას შემდეგ, რაც საქმეში ჩავერთე, მე თვითონ მომიწია პათანატომთან დარეკვა...
საქმე გადაეცა გია შაიშმელაშვილს. დღესდღეობით ამ საქმის პროკურორი არის გია შაიშმელაშვილი, რომელთანაც მქონდა მრავალგზის სატელეფონო კომუნიკაცია და, სავარაუდოდ, 3-4-ჯერ გვქონდა შეხვედრა. იყო დაპირებები, იყო რაღაცები, მაგრამ... შეიქმნა ოთხტომნახევარი ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც იმ ორ დღეში გაკეთდა. გავიდა ორი წელი, მეტი არაფერი გაკეთებულა. ანუ, არ გვყავს ეჭვმიტანილი, არ გვყავს ბრალდებული, თავისთავად არავინ არ არის დაჭერილი, არავინ. პასუხისმგებლობა არავინ არ აიღო.
ახლა სრულად თავისუფლად ვაცხადებ: ეს არის სისტემური მკვლელობა, შვილი მომიკლეს, დამიღუპეს უპასუხისმგებლობის, უყურადღებობის, საქმისადმი გულგრილი, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია, რომ დათუნა დღეს ჩემს გვერდზე არ არის.
გამგებელთან პირველი შეკითხვა ეს იყო — გაქვთ თუ არა დანაშაულის და პასუხისმგებლობის შეგრძნება —ადამიანმა დამეთანხმა, კი, მაქვს, ოღონდ დამნაშავედ არ ვგრძნობ თავსო. თუ სასამართლო მცნობს დამნაშავედ, კიო" — განაცხადა ქეთი ჟღენტმა.
გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
კომენტარები