ნიადაგის ანალიზის წაკითხვა და ინტერპრეტაცია
ფოტო: აგროსფერო
როგორ წავიკითხოთ და გამოვიყენოთ ნიადაგის ანალიზი?
ნიადაგში არსებული საკვები ნივთიერებების რაოდენობის განსაზღვრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო პროცესების დაგეგმვისა და მცენარეთა სასუქებით კვების ზუსტი პროგრამის შედგენისთვის. ამისათვის აუცილებელია ვეგეტაციის სხვადასხვა ეტაპზე ნიადაგის ანალიზი და მიღებული შედეგების სწორი ინტერპრეტირება.
სტატიაში შევეცდებით მიმოვიხილოთ ნიადაგის ანალიზის ძირითადი პარამეტრები. ასევე, საკვები ნივთიერებების მნიშვნელობა და როლი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ზრდის პროცესში.
ნიადაგის ანალიზის ძირითადი პარამეტრები
როგორც წესი, ნიადაგის ანალიზი განსაზღვრავს მაკროელემენტებს — აზოტს (N), ფოსფორსა (P) და კალიუმს (K); მეორეულ ელემენტებს — გოგირდს (S), კალციუმსა (Ca) და მაგნიუმს (Mg) და მიკროელემენტებს — სპილენძს (Cu), რკინას (Fe), მანგანუმს (Mn), თუთიას (Zn), ბორს (B), ქლორს (Cl), ნიკელსა (Ni) და მოლიბდენს (Mo). Ანალიზი ასევე ადგენს ორგანული ნივთიერებების (OM) შემცველობას, ნიადაგის pH-ს, მარილიანობასა და კათიონური გაცვლის უნარს (CEC). რამდენიმე მათგანს ქვემოთ დავახასიათებთ.
- აზოტი — აზოტი ხელს უწყობს ფოტოსინთეზურ აქტივობასა და ზრდას. ასევე, განსაზღვრავს მცენარის მუქ მწვანე შეფერილობას. გამოყოფენ აზოტის ორ ფორმას, ნიტრატსა (NO3-) და ამონიუმს (NH4+). მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ნიადაგის ანალიზში ნიტრატის დონე ასახავს იმას, რაც იმ მომენტში არის ხელმისაწვდომი და მისი რაოდენობა შეიძლება სხვადასხვა პროცესის გავლენით სამომავლოდ შეიცვალოს. ნიტრატის ტესტს ხშირად ატარებენ გვიან გაზაფხულზე, მაშინ, როდესაც, მაგალითად, სიმინდი 15-30 სანტიმეტრის სიმაღლისაა. ანალიზის შედეგები ფერმერს ეხმარება განსაზღვროს ნიადაგში შესატანი აზოტოვანი სასუქების რაოდენობა.
- ფოსფორი — მცენარეებს ფოსფორი ზრდისა და გამრავლებისთვის სჭირდებათ. ის ფოტოსინთეზიდან მიღებული ენერგიის შენახვას უზრუნველყოფს. სხვა ძირითადი საკვები ნივთიერებებისგან განსხვავებით, ფოსფორი ნიადაგში დიდი რაოდენობით არ გვხვდება და მასში ადვილად ვერ გადაადგილდება. მცენარეებისთვის ხელმისაწვდომი ფოსფორის რაოდენობა დამოკიდებულია ნიადაგის pH-ზე (რამდენად მჟავე ან ტუტეა).
- კალიუმი — კალიუმი მცენარეებს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. ის ააქტიურებს ფერმენტებს, ასევე, ფესვების მიერ წყლის შეწოვასა და ისეთი მნიშვნელოვანი მოლეკულების წარმოქმნას უწყობს ხელს, როგორებიცაა ფოსფატი და CO2. ამასთან, კალიუმი უზრუნველყოფს მცენარეში შაქრის გადატანას და აზოტის შეთვისებას.
ნიადაგის შემოწმება კალიუმის შემცველობაზე სასურველია ყოველწლიურად, ერთსა და იმავე დროს ჩატარდეს, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე.
- გოგირდი — გოგირდი მნიშვნელოვანია მცენარეთა ზრდისა და ენერგიის მოხმარებისთვის. მცენარეები მას ძირითადად სულფატის (SO₄²⁻) სახით იღებენ, მაგრამ ნიადაგში გოგირდის ეს ფორმა მხოლოდ მცირე რაოდენობით გვხვდება, რაც ართულებს მცენარეების მიერ მის შეწოვას.
- გოგირდის ადვილად გადაადგილება დამოკიდებულია ნიადაგში ხელმისაწვდომ მიკროორგანიზმებზე და ნახშირბადის (C), აზოტის (N), ფოსფორის (P) რაოდენობაზე.
- კალციუმი და მაგნიუმი — კალციუმი მცენარეებს ეხმარება ნიტრატის (აზოტის ფორმა) ათვისებაში და აკონტროლებს ისეთი საკვები ნივთიერებების შეთვისებას, როგორებიცაა კალიუმი (K⁺) და ნატრიუმი (Na⁺). ნიადაგში კალციუმის საკმარისი შემცველობა, ასევე, ხელს უშლის არასასურველი კათიონების წარმოქმნას. მისმა მცირე რაოდენობამ კი, შეიძლება ნიადაგის დაბალი მჟავიანობა განაპირობოს. რაც შეეხება მაგნიუმს, ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფოტოსინთეზის უნარზე და მცენარის სხვა ძირითად ფუნქციებზე.
- მიკროელემენტები — ნიადაგის ანალიზები ხშირად მიკროელემენტების (საკვები ნივთიერებები, რომლებიც მცენარეებს ძალიან მცირე რაოდენობით სჭირდებათ) დონესაც განსაზღვრავს, მაგრამ მათი რაოდენობა, როგორც წესი, არ ცვლის სასუქების გამოყენების რეკომენდაციებს. ზოგიერთ შემთხვევაში გამონაკლისი შეიძლება იყოს თუთია (Zn).
- ორგანული ნივთიერებები — ნიადაგში არსებული ორგანული ნივთიერება ბევრ პროცესზე ახდენს გავლენას, მაგალითად, იმაზე, თუ როგორ გამოიყოფა და გამოიყენება საკვები ნივთიერებები მცენარეების მიერ.
ზოგადი წესის მიხედვით, თუ ნიადაგში ორგანული ნივთიერება 3%-ზე მეტია, შესაძლებელია, საჭირო გახდეს აზოტოვანი სასუქის რაოდენობის შემცირება. იმ შემთხვევაში კი, თუ ნიადაგში ორგანული ნივთიერება 1%-ზე ნაკლებია, შეიძლება მეტი აზოტის დამატება დაგჭირდეთ.
- ნიადაგის pH — ნიადაგის pH გვიჩვენებს, რამდენად მჟავე ან ტუტეა ნიადაგი 0-დან 14-მდე შკალის გამოყენებით. თუ pH ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალია, მცენარეებმა შეიძლება ვერ შეძლონ საკვები ნივთიერებების სათანადოდ შეთვისება.
- ხსნადი მარილები — ნიადაგის მაღალმა მარილიანობამ შეიძლება მცენარეებისთვის წყლისა და საკვები ნივთიერებების შეწოვა გაართულოს. ამ მხრივ უკვე განვითარებულ მცენარეებზე მგრძნობიარე ნერგებია. გასათვალისწინებელია, რომ ნიადაგში მარილის დონე შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ მნიშვნელოვანია მარილიანობაზე ტესტი ვეგეტაციის პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე ჩატარდეს.
- კათიონური გაცვლის უნარი (CEC) —CEC მონაცემი აჩვენებს იმას, თუ რამდენად კარგად შეუძლია ნიადაგს შეინარჩუნოს ისეთი მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები, როგორებიცაა კალიუმი (K+), ამონიუმი (NH4+), სპილენძი (Cu2+), რკინა (Fe2+) და მანგანუმი (Mn2+).
ნიადაგის ანალიზის ჩატარება სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოშიც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართველ ფერმერებს აგროსფერომ მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ლაბორატორიასთან წვდომა გაუმარტივა. საქმე ისაა, რომ აგროსფერო YARA-ს ანალიტიკური ლაბორატორიის პარტნიორია. საქართველოში აღებული ნიმუშებიც სწორედ იქ იგზავნება, რაც ფერმერებს ზუსტი შედეგების მიღების გარანტიას აძლევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი ანალიზის პასუხს თან ერთვის მინერალური სასუქების შეტანის რეკომენდაციები, თავისებურებებისა და კონკრეტული კულტურის მახასიათებლების შესაბამისად. ნიადაგის ანალიზსა და YARA-ს ლაბორატორიაზე მეტის გასაგებად გადადით ბმულზე.
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
კომენტარები