თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, "ლელო — ძლიერ საქართველო" პოლიტსაბჭოს წევრებმა დატოვეს
ლელო — ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ უარყოფითი და არაერთგვაროვანი რეაქცია არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში მოჰყვა, არამედ თავად პარტიაში.
5 ივლისს პარტიის პოლიტსაბჭო ჯერ საბა ბუაძემ დატოვა, შემდეგ — დეა მეტრეველმა და ანა ნაცვლიშვილმა.
საბა ბუაძე აცხადებს, რომ "ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ძალიან დიდ შეცდომად მიაჩნია". ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს ლელოს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია და პოლიტსაბჭო და "რიგითი წევრის სტატუსით გააგრძელებ საქმიანობას იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი არ გათავისუფლდებიან".
"ამ კვირების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა მკითხა როგორია ჩემი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. რადგან პარტიის პოზიცია უკვე ოფიციალურად გახდა საჯარო, მოკლედ გაგაცნობთ ჩემს გადაწყვეტილებას:
1. ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ;
2. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე — მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ლელოს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. ასევე ვტოვებ ლელოს პოლიტსაბჭოს და რიგითი წევრის სტატუსით ვაგრძელებ საქმიანობას იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი არ გათავისუფლდებიან. ისინი რეჟიმს სწორედ მათი ბრძოლისთვის ჰყავს გამოკეტილი;
3. ჩვენი ქვეყნის მოღალატეობრივი ძალებისგან გათავისუფლებამდე და პოლიტიკაში საღი აზრის გაბატონებამდე, თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო ყველაფერი საქართველოში პოლიტიკური სივრცის გადასარჩენად.
ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენს უპირობო გამარჯვებამდე!", — წერს საბა ბუაძე.
დეა მეტრეველის თქმით, "ძლიერი საქართველოს მიერ დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ არის თანმიმდევრული საერთო ბრძოლისთვის". ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს პარტიის პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია.
"ჩემთვის, როგორც პარტია ლელოს დამფუძნებლისთვის, მისი პოლიტსაბჭოს წევრისთვის და აღმასრულებელი მდივნისთვის, უზომოდ მნიშვნელოვანი იყო და არის პარტიის ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ვყოფილიყავით დიდი ეროვნული მოძრაობის ნაწილი. ეს წლები ჩვენი გუნდი სწორედ ამ გზის და ამ ღირებულებების ერთგულია, რადგანაც რეჟიმთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ერთიანობაა.
სამწუხაროა, რომ ე.წ. ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ვერ მოხდა საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ერთიანი გეგმის გარშემო. შესაბამისად, საერთო მიზნამდე მიმავალ გზაზე, რაც ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ოპოზიციურ პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა.
ვფიქრობ, ძლიერი საქართველოს მიერ დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ არის თანმიმდევრული გზა ჩვენი საერთო ბრძოლისთვის, მით უფრო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის უაღრესად პრინციპული და ღირსეული ნაბიჯის ფონზე თავისუფლების აღკვეთის ფასად დარჩენილიყვნენ საერთო ბრძოლის ერთგულები.
შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტიის პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია. ამავდროულად, ვრჩები იმ საერთო ბრძოლაში, რომელიც ყველას გვაერთიანებს— საქართველოს გათავისუფლება და მისი ევროპული მომავალი.
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!
ბრძოლა გამარჯვებამდე!", — წერს დეა მეტრეველი.
5 ივლისს, დღის ბოლოს ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტსაბჭო ანა ნაცვლიშვილმაც დატოვა. ის წერს, რომ ვერ იზიარებს მისი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე, ამიტომ ტოვებს პარტიის პოლიტსაბჭოს.
"მეგობრებო, ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რისიც მჯეროდა, რაც სწორად მიმაჩნდა ვითარების და კონტექსტის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, შევმცდარვარ კიდეც და ამ შეცდომებზე პასუხისმგებლობა ჩემია. მაგრამ არასდროს გამიკეთებია და დამირწმუნებია სხვა იმაში, რისიც თავად არ მჯეროდა.
26 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის შემდეგ, პროდასავლური ფლანგის უდიდეს სისუსტედ მიმაჩნია, რომ არ შეიქმნა მსჯელობის და საერთო გადაწყვეტილებების სტრატეგიულად და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულად მიღების ფორმატი. ეს ინიციატივა მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნოდა და ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ეს ფორმატი შექმნილიყო, სადაც ხალხის მიერ 26 ოქტომბერს არჩეული ის პირები ვიქნებოდით წარმოდგენილნი, ვისი ლეგიტიმაციაც არასდროს, არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.
ეს ფორმატი შემდგომ იქნებოდა უფრო ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პლატფორმა, აქტივისტების, სხვა პოლიტიკური აქტორების, მოქალაქეების ჩართვის და ერთიანი ბრძოლისა რეჟიმის წინააღმდეგ.
ეს არ მოხდა. ვის გამო, რის გამო, არ ვიცი. ძალიან დიდი პრობლემაა ეს.
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ვერ შედგა ერთიანობა. ეს ძალიან ცუდია. მგონია, რომ ზემოთ აღნიშნული ფორმატი რომ შემდგარიყო, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა — ყველა მიმართულებით.
მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე ლელოს პოლიტიკური საბჭო.
ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი ორი ლიდერი საპატიმროშია, მათ უძვირფასესი — თავისუფლება დათმეს ამ ბრძოლაში. რთულია იმის გამოც, რომ ლელოში მყავს უძვირფასესი მეგობრები. მაგრამ ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და დღეს მხოლოდ დუმილი არ იქნება ჩემგან მართალი საქციელი.
კატეგორიულად არ ვიზიარებ ბრალდებებს იმაზე, რომ ვინმე გაიყიდა და ა.შ. ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ჯგუფს გულწრფელად სჯერა ასე, ჩემგან განსხვავებულად. ძალიან მინდა გთხოვოთ, ჩემს კედელზე მათ მიმართ მსგავსი ბრალდებები არ განავითაროთ.
სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან გავაგრძელებ იმ იდეისთვის მოქმედებას, რომლის გამოც შეიქმნა და შევუერთდი ლელოს, მეტიც- რომლის გამოც 20 წელია ვიბრძვი — დამოუკიდებელი, ევროპული, ძლიერი, სამართლიანი საქართველო.
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! თავისუფლება საქართველოს!
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის შემწე ამ ისტორიულ გზაგასაყარზე!
5 ივლისს, ლელო — ძლიერი საქართველოს სახელით, პარტიის წევრმა ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5 ივლისიდან უკვე დეკლარირებულად და ოფიციალურად კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველო სარჩევნო ბრძოლაში შედის.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიებიდან ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთი პარტია, გახარია საქართველოსთვის იღებს მონაწილეობას, დანარჩენი — 8 ოპოზიციური პარტია კი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
- გიორგი გახარია: ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის"
- ხატია დეკანოიძე: "ლელოს" შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი
- ელენე ხოშტარია: 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს!
- თინა ბოკუჩავა: ლელომ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია.
- ოპოზიციონერი ლიდერების შეწყალების შესახებ ყაველაშვილის განცხადებას პოლიტიკოსები პასუხობენ
-
ირაკლი კობახიძე: ჩამოყალიბდება ტექნიკურ მიმართულების ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი ირაკლი კობახიძე: ჩამოყალიბდება ტექნიკურ მიმართულების ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი
გადახედვა
-
On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც ავტობუსის ფანჯარაზე მიჭყლეტილმაც შეგიძლია გააკეთო On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც ავტობუსის ფანჯარაზე მიჭყლეტილმაც შეგიძლია გააკეთო
გადახედვა
-
ტაილანდში ტურისტებს ქელეხი რესტორანი ეგონათ, ჭირისუფლები კი მაინც გაუმასპინძლდნენ (ვიდეო) ტაილანდში ტურისტებს ქელეხი რესტორანი ეგონათ, ჭირისუფლები კი მაინც გაუმასპინძლდნენ (ვიდეო)
-
POG: რუსეთიდან საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გ.პ.-ს ექსტრადირება მოხდა POG: რუსეთიდან საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გ.პ.-ს ექსტრადირება მოხდა
გადახედვა
-
"არცთუ ისე შემაშფოთებელი იყო", — ჩაპელ როუნი გრემის ჩაცმულობის კრიტიკას პასუხობს "არცთუ ისე შემაშფოთებელი იყო", — ჩაპელ როუნი გრემის ჩაცმულობის კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
კინოდაჯილდოება — ელისო 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს კინოდაჯილდოება — ელისო 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს
-
ეს პარლამენტარი საკუთარი ხალხის დაცვას ტყუილისა და შვედეთის შეურაცხყოფას ამჯობინებს — შვედი დეპუტატი ირაკლი კირცხალიას ეს პარლამენტარი საკუთარი ხალხის დაცვას ტყუილისა და შვედეთის შეურაცხყოფას ამჯობინებს — შვედი დეპუტატი ირაკლი კირცხალიას
გადახედვა
-
საფრანგეთში სოციალურ ქსელ X-ის ოფისები გაჩხრიკეს — დაკითხვაზე ილონ მასკიც დაიბარეს საფრანგეთში სოციალურ ქსელ X-ის ოფისები გაჩხრიკეს — დაკითხვაზე ილონ მასკიც დაიბარეს
გადახედვა
-
სავალდებულო ფორმები, მობილურების აკრძალვა, ნებაყოფლობითი XII კლასი — "ოცნების" პარლამენტმა "ზოგადი განათლების" კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო სავალდებულო ფორმები, მობილურების აკრძალვა, ნებაყოფლობითი XII კლასი — "ოცნების" პარლამენტმა "ზოგადი განათლების" კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო
გადახედვა
-
ორსულობისას ნედლი რძის მოხმარებას ახალშობილის გარდაცვალება მოჰყვა ორსულობისას ნედლი რძის მოხმარებას ახალშობილის გარდაცვალება მოჰყვა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი კომპლექსი — კოხტა უბანი შენდება ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი კომპლექსი — კოხტა უბანი შენდება
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო აშშ-თან პოლიტიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებით კვლავ მოლოდინის რეჟიმშია შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო აშშ-თან პოლიტიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებით კვლავ მოლოდინის რეჟიმშია
გადახედვა
-
მასწავლებელი, რომელმაც წიგნების აკრძალვა გააპროტესტა და ლიცენზია ჩამოართვეს მასწავლებელი, რომელმაც წიგნების აკრძალვა გააპროტესტა და ლიცენზია ჩამოართვეს
გადახედვა
-
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ
-
"ირანის გავლენა საქართველოში იზრდება" — საქართველო-ირანის ურთიერთობებზე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში იმსჯელეს "ირანის გავლენა საქართველოში იზრდება" — საქართველო-ირანის ურთიერთობებზე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში იმსჯელეს
გადახედვა
-
როგორ შეიცვალნენ The Devil Wears Prada-ს მსახიობები 2006 წლიდან დღემდე როგორ შეიცვალნენ The Devil Wears Prada-ს მსახიობები 2006 წლიდან დღემდე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საკუთარ თავთან გზავნილის კამპანიის სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდა საქართველოს ბანკის საკუთარ თავთან გზავნილის კამპანიის სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდა
-
აშშ-ში ბეტმენივით ჩაცმულმა კაცმა საბჭოს ICE-თან თანამშრომლობის შეწყვეტა მოსთხოვა აშშ-ში ბეტმენივით ჩაცმულმა კაცმა საბჭოს ICE-თან თანამშრომლობის შეწყვეტა მოსთხოვა
გადახედვა
-
თსუ-ს და სტუ-ს წარმომადგენლები გივი მიქანაძეს 6 თებერვალს შეხვდებიან თსუ-ს და სტუ-ს წარმომადგენლები გივი მიქანაძეს 6 თებერვალს შეხვდებიან
გადახედვა
-
ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია სახდეპის თანაშემწეს შეხვდა ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია სახდეპის თანაშემწეს შეხვდა
გადახედვა
-
სტუდენტმა ლაბორატორიულ პირობებში კოსმოსური მტვრის ანალოგი შექმნა სტუდენტმა ლაბორატორიულ პირობებში კოსმოსური მტვრის ანალოგი შექმნა
გადახედვა
კომენტარები