ელენე ხოშტარია

29 Jun. 2025, 18:53

"კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზე ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე.

ჩემი შიმშილობა არის განაცხადი:

1. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ დიდი შემართებით. ამიტომ ეს შემართება ჩემის მხრივ მე ასე დავაფიქსირე.

2. სწორი ბრძოლის სტრატეგია ჩემი აზრით:

  • ერთობა რეჟიმთან არ თანამშრომლობის იდეის გარშემო;
  • ე.წ არჩევნების დელეგიტიმაცია;
  • პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა;
  • პროტესტის გაძლიერება ერთიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალით.

პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია გადამწყვეტი ამ ეტაპზე, რადგან სანამ ოცნება შეტევაზეა ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს.

პრეზიდენტმა ეს სიცხადე 26 მაისს და შემდეგ 5 ივნისს შემოიტანა — არანაირი მოგონილი არჩევნები.

მთელმა რიგმა პარტიებმა პოზიცია დააფიქსირეს. დარჩა პარტიები, ვინც არ დააფიქსირა და მე ველოდები ამ პოზიციას.

შესაბამისად, მე როდის შევწყვეტ შიმშილობას ეს ჩემი პირადი საქმეა და არ ვაპირებ უკან დახევას არცერთი მილიმეტრით.

ჩემ ძვირფას მეგობრებს ლელოდან კი მივმართავ, რომ მე შანტაჟის ენით, არა თუ მეგობრებთან არამედ მტრებთანაც არ ვსაუბრობ, არაფერი სამაგისო არ მაქვს.

ვთქვათ ყველამ საკუთარი პოზიცია და ავიღოთ მასზე პასუხისმგებლობა."

დაწერა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საკუთარ სოციალურ ქსელში. მანამდე IPN-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც რუსთაველის გამზირზე მესამე დღეა შიმშილობს, აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
  2. მიხაილ შვიდკოი: სტურუას "ვეფხისტყაოსნის" ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ვიზიტის ამას დავამთხვიე
  3. რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
  4. მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა
  5. დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან

გირჩევთ

ახლა კითხულობენ