Reuters: ალი ხამენეიმ აბას არაღჩი მოსკოვში გაგზავნა, რათა პუტინისგან უფრო ძლიერი მხარდაჭერა მოეთხოვა
ფოტო: Reuters
აშშ-ის მხრიდან 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანის მიმართ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური სამხედრო შეტევის ფონზე, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მოსკოვში გაგზავნა, რათა ვლადიმერ პუტინისგან უფრო ძლიერი მხარდაჭერა მოეთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ისრაელმა საჯაროდ გამოთქვეს მოსაზრება ხამენეის ლიკვიდაციისა და ირანში რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაზე — რაც რუსეთის აზრით, კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. პუტინმა დაგმო ისრაელის ავიადარტყმები, თუმცა ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმაზე. გასულ კვირას მან მხოლოდ სიმშვიდისკენ მოუწოდა მხარეებს და შეთავაზება დადო ბირთვული პროგრამის შესახებ მედიატორის როლზე.
Reuters-ის ინფორმაციით, არაღჩის მიზანი ხამენეის წერილის პუტინისთვის გადაცემა იყო, რომელშიც ირანი რუსეთისგან მხარდაჭერას ითხოვს. ირანულმა წყაროებმა სააგენტოს აცნობეს, რომ თეირანი ამ დრომდე უკმაყოფილოა კრემლის მიერ გამოხატული მხარდაჭერის დონით და მოსკოვისგან უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ელის აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ. წყაროები არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რა სახის დახმარება სურს თეირანს.
რუსეთი თეირანის ხანგრძლივი პარტნიორია და ბირთვულ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მქონე წევრი და იმ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მონაწილე, რომელიც ტრამპმა 2018 წელს გააუქმა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ირანთან 20-წლიანი სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა და უკრაინაში ომისთვის იარაღიც შეიძინა თეირანისგან, მათ შორის ურთიერთობა ისტორიულად სირთულეებით გამოირჩევა და მათ თანამშრომლობის ხელშეკრულებას თავდაცვის შესახებ მუხლი არ აქვს.
- აბას არაღჩი: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს წესდება სერიოზულად დაარღვია
- ირანის ჯანდაცვის სამინისტრო: ირანის სარაკეტო დაბომბვის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებს 86-მა დაშავებულმა მიმართა
- ჩინეთი აშშ-ს მიერ ირანზე შეტევას "მკაცრად გმობს"
- დიმიტრი მედვედევი: ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტობისას როგორც მშვიდობისმყოფელი მოვიდა, აშშ ახალ ომში ჩააბა
- ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა
- რუსეთი მკაცრად გმობს აშშ-ის დარტყმებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე
- ამბოხებული ჰუსიტები წითელ ზღვაში მდებარე ამერიკულ ხომალდებს ემუქრებიან
- დონალდ ტრამპი: თუ ირანის ამჟამინდელ რეჟიმს არ შეუძლია ირანი კვლავ “დიდებული” გახადოს, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა??? გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული!
- მარკო რუბიომ ჩინეთს მოუწოდა, დაარწმუნოს ირანი, რომ არ გადაკეტოს ჰორმუზის სრუტე
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები