თემურ ქათამაძე: ჩემი ბრძოლა სამშობლოსთვის აქედანაც გაგრძელდება ბოლომდე, გამარჯვებამდე!
ფოტო: პუპლიკა
"ბათუმელმა მედროშემ", თემურ ქათამაძემ თურქეთიდან საქართველოში წერილი გამოაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.
"ჩემო თანამებრძოლო დებო და ძმებო!
ლაჩრულად, ვერაგულად მე კი გამიტაცეს — გამაგდეს ჩემი სათაყვანებელი საქართველოდან, მაგრამ ყველამ იცოდეს, მე ფარ-ხმალი არ დამიყრია! ჯერ ადრეა დანებება! ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ თქვენ გვერდით ვარ უფრო გაძლიერებული, უფრო გაბრაზებული და რაც მთავარია, სრულიად თავისუფალი!
ჩემი ბრძოლა სამშობლოსთვის აქედანაც გაგრძელდება ბოლომდე, გამარჯვებამდე! თუმცა ჩემი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სხვა და უფრო ეფექტიანი ფორმებით მანამ, სანამ ყველა ერთად დედასამშობლოში გამარჯვებას არ ვიზეიმებთ.
11 ივნისს 03:07 საათზე საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხმამაღლა რაც დავპირდი მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, თემურ ცერცვაძეს, ჩემი უკანონო ექსტრადირების დამსწრეს 100-მდე (ქართველი-თურქი) მილიციელის წინაშე ჩემი მარჯვენა მუშტის მაღლა აწევით, მალე შევასრულებ იმ პირობას, როგორც "ჯინიანი ქართველი".
ივანიშვილის რუსულ რეჟიმს: მალე გაჩვენებ სეირს!
მხოლოდ ერთი პირადი სათხოვარი მაქვს თქვენთან, ჩემი სული და გული, ჩემი ნინო (მეგობარი ქალი) მარტო დამრჩა იქ და უსინდისოებს მიზანში ჰყავთ აყვანილი. ნინო არ დამიტოვოთ უყურადღებოდ. ჩემ დაბრუნებამდე მას ეპატრონეთ, გთხოვთ.
რაც შეეხება ჩემს მთავარ სათხოვარს თქვენთან, ის ისევ უცვლელი რჩება: "არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ!" (საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე"
თქვენი ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე.
20 ივნისი, სტამბოლი".
ცნობისთვის, ბათუმელი მედროშის სახელით ცნობილი თემურ ქათამაძე, რომელიც მუჰაჯირების შთამომავალი და პროევროპული აქციების მონაწილეა 10 ივნისს გვიან ღამით თურქეთში გააძევეს. ის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იბრძოდა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად.
- ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე თურქეთში გააძევეს
- თამთა მიქელაძე: "ქართულმა ოცნებამ" მუჰაჯირების მეოთხე შთამომავალს იგივე განაჩენი გამოუტანა, რაც რუსეთის იმპერიამ
- ალექსანდრე დარახველიძის თქმით, თემურ ქათამაძე ქვეყნიდან კანონის დაცვით გააძევეს, რადგან მან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება არ მოისურვა
- სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანა, რომელიც ფარულად აძევებს თემურ ქათამაძეს, უარს ამბობს კანონის უზენაესობაზე
- ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე თურქეთში არ დაუკავებიათ
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები