მაია ცქიტიშვილის თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია ჩორჩანას საგუშაგოსა და იქ გზის გაყვანის საჭიროებაზე
ფოტო: ინფრასტრუქტურის სამინისტროს
გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების და გზის გაყვანის საჭიროების შესახებ.
"მე მაშინ ვიყავი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, ჩემთვის ცნობილი იყო საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასევე გზის გაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით, რადგან არსებობდა როგორც ტერიტორიების მიტაცების რისკი, ასევე ბორდერიზაციის გააქტიურებული პროცესები. ვისთან რა ფორით იყო შეთანხმებული არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გზის გაყვანის პროცედურები დაიწყო.
ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში მსჯელობა დაიწყო ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში. ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა, შესაბამისად, მე ვვარაუდობ, რომ სწორედ ეს იყო საფრთხედ შეფასებული. ამის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული ის ღონისძიებები, რომელიც იყო" — თქვა ცქიტიშვილმა. კომენტარს IPN ავრცელებს.
შეგახსენებთ, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწყებული გამოძიება "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედებას ეხება".
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, "საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე" მიმდინარეობს.
სოფელ ჩორჩანაში, ოკუპაციის ხაზთან ახლოს, პოლიციის საგუშაგო, გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს, 2019 წლის აგვისტოში აშენდა. მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის.
მიმდინარე წლის 14 აპრილს ოცნების პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე დაბარებულ გიორგი გახარიას ამ საკითხზეც დაუსვეს კითხვები. წულუკიანის კომისიაში აცხადებდნენ, რომ გახარიამ თვითნებურად ააშენა საგუშაგო, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია. გახარიას თქმით, "ყველამ ყველაფერი იცოდა".
ცნობისთვის, მანამდე მაია ცქიტიშვილის გარდა გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ — სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი და სოფელ ჩორჩანას მაცხოვრებელი ალექსანდრე ლომიძე
ასევე იხილეთ:
- რუსები ახდენენ ზეწოლას, იმიტომ რომ დღემდე სამხრეთ ოსეთისთვის ჩორჩანას საგუშაგო ძალიან დიდი პრობლემაა — ირაკლი შაიშმელაშვილი ჩორჩანაში საგუშაგოზე
- კახა კახიშვილის თქმით, ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურად ინფორმირებული არ ყოფილა
- ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც იქ მდგომარეობა დაიძაბა
- გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაიბარეს
- კახაბერ ქემოკლიძის თქმით, გამოძიების დაწყებით გიორგი გახარიას განეიტრალება სურთ
- ბექა ლილუაშვილის თქმით, გიორგი გახარიას წულუკიანის კომისიაზე დაბარება პოლიტიკური დევნაა
- "მარტო ჩემი ჩვენების საფუძველზე არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ჩვენების საფუძველზე, კი ბატონო" — გომელაური გახარიას დაკავებაზე
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები