"ამ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ" — მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ხაზარაძეს სასამართლო ქართული ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება.
ხაზარაძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსამართლე მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლოზე საგამოძიებო კომისიის წევრების დაკითხვასთან დაკავშირებით.
"დავტოვე სასამართლო, ამ სასამართლოში მე არანაირი საქმე არ მაქვს.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ არის ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთი, რადგან არის რაღაც ზღვარი, რის მერეც უნდა თქვა, რომ "მე ამ სპექტაკლში, ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ", საკმარისად გაიგო საზოგადოებამ, ვისთან გვაქვს საქმე, ამიტომ ვიარე ამდენი ხანი.
განაჩენის გამოტანის დროს, ალბათ, არ ვიქნები", — განაცხადა ხაზარაძემ ტვ პირველთან საუბრისას.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სანამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოს დატოვებდა, მანამდე მან მოსამართლეს აუხსნა, თუ რატომ უნდა დაიკითხოს მის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიის წევრებიც.
"პიროვნულად არაფერს გერჩით, დაველოდები გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ სისტემას არ ვენდობი, ამის სერიოზული საფუძველი მაქვს. თქვენ შეიძლება მომისაჯოთ ერთი წელი, რასაც ეს მუხლი ითვალისწინებს, ამ დროს პროკურატურა ამბობს, დანაშაული მოხდა, ხაზარაძე რაღაცას არ დაემორჩილა, მეორე მხარე დაკითხვაზეც არ მოჰყავთ, რომ კითხონ, ამისთანა რა დავაშავე, რის საფუძველზე არ მივედი, ჰქონდა თუ არა არგუმენტი.
ცალ კარში თუ ფეხბურთია, მითხარით და საერთოდ არ მოვალ სასამართლოში, მიიღეთ რა გადაწყვეტილებაც გინდათ. მე აქ იმიტომ კი არ დავდივარ, რომ რაღაცის მეშინია, ან რამის დამტკიცებას ვაპირებ, მე ვერაფერს დავამტკიცებ, ვიცი, მაგრამ ეს რა ფორმაა, რა სასამართლოა, რა პროკურატურაა. დაუძახეთ წულუკიანს და კითხეთ, თვითონ მოაწერა ხელი, არ მოაწერა, მაგრამ ამდენი ხანი მარტო მე მატარებთ ამ სასამართლოში იმისათვის, რომ ბოლოს რა, მიიღოთ განაჩენი და ხალხს უთხრათ, ისინი დეპუტატები არიან, ე.წ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიანო და აქეთ ჩვენ ვართ — თქვენს წინა მოსამართლემ რომ თქვა, მე თავადი ვარო.
ეს დამოკიდებულებაა ახლა სასამართლოში? ძალიან გთხოვთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, საზოგადოებამ მოისმინოს წულუკიანის, სუბელიანის პოზიციები.... თუ ამას არ გააკეთებთ, წავალ მაშინ და დამიჭირეთ. 9-წლიანზე მიშვებდა თქვენი სასამართლო აბსურდულ საქმეზე და 4 წელი მატარეთ აქ, მაშინ არ დავმალულვარ სასამართლოს, თქვით პირდაპირ და დაამთავრეთ, მასკარადია ეს ყველაფერი, როგორ შეიძლება მარტო მამუკა ხაზარაძე დაკითხო და 7 კაცი არ დაიბაროთ, ერთი კითხვა არ დაუსვათ. რა გეცინებათ? (პროკურორებს), სასაცილო არის ამაში რამე? გეცინებათ და ეს ცინიზმი უკან დაგიბრუნდებათ ყველას, თქვენ და თქვენს სისტემას," — განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს ოცნების ხელისუფლების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაო 50 000 ლარი გადაიხადა.
ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები