Volvo Personal Service — როდესაც სერვისი პერსონალური გამოცდილება ხდება
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
თანამედროვე ავტომფლობელებისთვის დრო და სანდოობა უკვე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ავტომობილის ბრენდი და ხარისხი. სწორედ ამიტომ ვოლვო ქარ საქართველო მომხმარებელს სთავაზობს უნიკალური სერვისის კონცეფცია — Volvo Personal Service (VPS)-ს, რომელიც უბრალო ტექნიკურ მომსახურებაზე გაცილებით მეტია.
VPS-ის ძირითადი იდეა მარტივია — ავტომობილის სერვისი უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პერსონალიზებული. ამ მიდგომის ფარგლებში, ვოლვოს ოფიციალურ სერვისცენტრებში პროცესი რადიკალურად განსხვავდება იმ ტრადიციული პრაქტიკისგან, რომელსაც მომხმარებლები წლების განმავლობაში იყვნენ მიჩვეული.
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
ირაკლი იმნაძე, ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: “Volvo Personal Service ვოლვოს ახალი საოპერაციო სტანდარტია გაყიდვების შემდგომ მომსახურებაში, რომელიც შექმნილია მომხმარებელზე მორგებული, სწრაფი და ეფექტური სერვისის უზრუნველსაყოფად.
VPS-ის მთავარი იდეა პირადი ტექნიკოსის (Personal Service Technician) კონცეფციაა — ის პირადად მართავს მომსახურების სრულ პროცესს, უშუალოდ ურთიერთობს მომხმარებელთან, შესაბამისად, ზუსტად იცის მისი საჭიროებები.
გარდა ამისა, სისტემა ეფუძნება სწრაფი სერვისის მოდელს, სადაც ერთ ავტომობილზე ორი ტექნიკოსი ერთდროულად მუშაობს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურების ხანგრძლივობას, ზრდის სერვისის გამტარუნარიანობას და ზოგავს მომხმარებლის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში. ჩვენი მიზანია, ავტომობილის მფლობელებისთვის მომსახურება უფრო კომფორტული და სასიამოვნო იყოს“.
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
VPS არ არის უბრალოდ სწრაფი სერვისი. ეს მიდგომა ავტომობილის მოვლას პერსონალურ გამოცდილებად აქცევს. მომხმარებელი არ არის უბრალოდ ნომერი რიგში —მომხმარებელს ელოდება თავისი პირადი ტექნიკოსი, რომელიც იცნობს მის ავტომობილს და ზუსტად იცის, რა სჭირდება.
VPS რამდენიმე პრინციპს ეფუძნება: პირადი ტექნიკოსი, რომელიც პერსონალურ ყურადღებას ნიშნავს; ორგანიზებული გუნდური მუშაობა, რაც დროის ეფექტურ გამოყენებასთან პირდაპირ კავშირშია და გადამზადებული ტექნიკოსები, რაც VPS-ის საფუძველია. ვოლვო ქარ საქართველომ გასულ წელს მიიღო VPS-ის სერტიფიკატი, მექანიკოსებმა გაიარეს სპეციალური სწავლება და მოიპოვეს შესაბამისი ავტორიზაცია. ამასთანავე, აპრილში ვოლვო ქარ საქართველომ უმასპინძლა რესერტიფიცირების პროცესს და უმაღლესი შეფასება აიღო VPS სტანდარტის დანერგვის კუთხით.
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
Volvo Personal Service-ით სარგებლობა შესაძლებელია წინასწარი რეზერვაციითაც, ნომერზე (+995) 32 2 24 42 42 დაკავშირებით. მომხმარებელს საშუალება ექნება, საკუთარი ავტომობილის სერვისის პროცესს ვოლვო ქარ საქართველოს კომფორტული შოურუმიდან დააკვირდეს.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის, როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
კომენტარები