WSJ წერს, რისი დათმობა შესთავაზა ტრამპმა უკრაინას ომის დასასრულებლად
ფოტო: Politico
Wall Street Journal წერს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატები კიევისგან 2 საკითხზე ელოდება პასუხს. პირველი — აღიარებენ თუ არა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას და იტყვის თუ არა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე. გარდა ამისა, აშშ განიხილავს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ნეიტრალური ტერიტორიის იდეას.
"ამ კვირაში უკრაინა ზეწოლის ქვეშაა, რათა უპასუხოს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გაჟღერებულ შორსმიმავალ იდეებს, მათ შორის აშშ-ს მიერ რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის პოტენციურ აღიარებას და კიევის მიერ NATO-ში წევრობაზე უარის თქმას", — წერს WSJ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ამის შესახებ საუბარია კონფიდენციალურ დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა ხუთშაბათს პარიზში უკრაინელ კოლეგებს წარუდგინეს. ისინი ასევე გაუზიარეს ევროპელ მაღალჩინოსნებს 21 აპრილს გამართულ შეხვედრაზე.
"ამჟამად შეერთებული შტატები კიევის პასუხს ელოდება, რომელიც, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს ლონდონში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალური პირების შეხვედრაზე გაკეთდება. შემდეგ, თუ ამერიკულ, ევროპულ და უკრაინულ პოზიციებს შორის დაახლოება მოხდება, წინადადებები შესაძლოა მოსკოვს გაეგზავნოს", — წერს WSJ.
უკრაინასა და რუსეთზე ზეწოლის მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პარასკევს განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ შესაძლოა შეაჩეროს მოლაპარაკებები, თუ უახლოეს კვირებში ძირითად საკითხებზე პროგრესი არ იქნება მიღწეული.
უკრაინული მედია წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი იდეის მიღება შესაძლოა კიევისთვის რთული აღმოჩნდეს, რადგან უკრაინა უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ რუსეთს მისი ტერიტორიის რომელიმე ნაწილზე ლეგიტიმური პრეტენზიები აქვს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების მიერ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიის აღიარება საპრეზიდენტო ადმინისტრაციების — როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების — ათწლეულზე მეტი ხნის ამერიკის პოლიტიკას ხაზს გადაუსვამს.
2018 წელს, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელიც ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში მსახურობდა, დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და თქვა, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია სხვა ქვეყნის საზღვრების ძალით შეცვლა.
აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება აშშ-ის მიერ ყირიმის რუსეთის მიერ ოკუპაციის აღიარებას.
დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ს კიდევ ერთი იდეა გულისხმობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადებას, რომელიც შესაძლოა ამერიკის კონტროლის ქვეშ მოექცეს.
მარტში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, ტრამპმა უკრაინის ელექტროსადგურების, მათ შორის ატომური ობიექტების შეძენის საკითხი წამოჭრა და მას "ამ ინფრასტრუქტურის საუკეთესო დაცვა" უწოდა.
WSJ ვარაუდობს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, სავარაუდოდ, ელექტროენერგიას მიაწვდის როგორც უკრაინის ტერიტორიას, ასევე ოკუპირებულ რეგიონებს, რომლებიც რუსეთმა 2022 წელს შეჭრის შემდეგ დაიპყრო და დღემდე ფლობს.
შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს ვიტკოფი სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რათა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების პოტენციური გზა განეხილათ. რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, საუბარი 4,5 საათს გაგრძელდა.
ხუთშაბათს, 17 აპრილს, პარიზში გაიმართა შეხვედრა უკრაინის დელეგაციასა და საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის, რომლის დროსაც დისკუსია, კერძოდ, სრულ ცეცხლის შეწყვეტას, მრავალეროვნული კონტინგენტის განთავსებასა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს დაეთმო.
პარიზში მოლაპარაკებების გასამართად ასევე ჩავიდა ამერიკული დელეგაცია, რომელსაც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ხელმძღვანელობდნენ.
პარასკევს, 18 აპრილს, რუბიომ განაცხადა, რომ აუცილებელია უახლოეს დღეებში განისაზღვროს, არის თუ არა უკრაინაში მშვიდობის დამყარება შესაძლებელი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "შეერთებულ შტატებს სხვა პრიორიტეტები აქვს" და რომ შეერთებული შტატები მზადაა უარი თქვას უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მცდელობებზე, თუ უახლოეს დღეებში დაინახავს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი არ იქნება.
"ნიუ-იორკ პოსტი" წერდა, რომ ლონდონმა შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 21 აპრილს მიიღოს.
-
წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება
-
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
-
რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება
გადახედვა
-
7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ
გადახედვა
-
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
გადახედვა
კომენტარები