"ისინი მაისში აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში" — სოზარ სუბარი გახარიას პარტიაზე
"ახლა, როცა ყველამ დაინახა რომ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები, გახარიაც მიხვდა, რომ და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ ისინი მაისში აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში", — ამის შესახებ პარტია ხალხის ძალის ლიდერმა და ქართული ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, გახარიას პარტია თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
"მას და მის გუნდს ძალიან უნდათ პარლამენტში შემოსვლა და მუდმივად ეძებენ საამისო საბაბს, მაგრამ იმ პარტიების მხრიდან ბულინგისაც ეშინიათ, რომლებსაც ჩვენ მანდატები უკვე შევუწყვიტეთ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას მოსვლის შემდეგ დაიწყეს კიდეც ლაპარაკი, თითქოს დაარღვიეს რაღაც კლიშე და ცდილობენ შეიქმნან რაღაც საფუძველი, რაც პარლამენტში მათ შემოსვლას ნაკლებად მტკივნეულს გახდის. მით უფრო, რომ მაისში ვადა ეწურებათ, რადგან, თუ დეპუტატი აცდენს პარლამენტის სესიის ნახევარზე მეტს, პარლამენტს აქვს სრული უფლება მას შეუწყვიტოს მანდატი. თქვენი ეთერიდან ვაძლევ გარანტიას, რომ თუკი ისინი კანონით განსაზღვრულ ვადას დაარღვევენ, ჩვენ მათ აუცილებლად შევუწყვეტთ მანდატებს. გახარია საპარლამენტო კომისიის სხდომაზე რომ მოვიდოდა, ამაში მე პირადად დარწმუნებული ვიყავი, რადგან მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის ეშინია.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, ვისაც უკვე შეუწყდათ მანდატები, მათაც ჰქონდათ პარლამენტში შემოსვლის სურვილი, მაგრამ ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, როცა ნახევარ წელზე მეტი მანდატები არ შევუწყვიტეთ და შემდეგ, კეთილი ინებეს და შემობრძანდნენ პარლამენტში. რომ სცოდნოდათ, რომ თხოვნას დავუკმაყოფილებდით, რა თქმა უნდა, არ დაწერდნენ განცხადებებს მანდატების დატოვებაზე.
ახლა, როცა ყველამ დაინახა რომ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები, გახარიაც მიხვდა, რომ და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ ისინი მაისში აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში და თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, დიდი შანსია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ლელომაც მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, რა ინფორმაციაც მათი კულუარებიდან გამოდის, ძალიან სერიოზული განხეთქილება აქვთ ამასთან დაკავშირებით. შედარებით მყარად დგას უარზე გვარამია-მელიას პარტია, თუმცა დაველოდოთ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. საბოლოო ჯამში, ყველა იმას დაემორჩილება, რა დავალებასაც მიიღებენ გარედან", — თქვა სოზარ სუბარმა.
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
კომენტარები