მიხეილ ყაველაშვილის მრჩეველი "ფუკოს ქანქარას" წამყვანი გახდა — ვინ არის ლუკა ეხვაია?
"რაში დახარჯავდით 42 მილიონ დოლარს? აი, USAID-მა წინასაარჩევნოდ 42 მილიონი საქართველოში ჩაასხა", — ნაწყვეტი ოცნების პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილი ახალი მრჩევლის, ლუკა ეხვაიას საავტორო გადაცემიდან "ფუკოს ქანქარა", რომელიც TikTok-ზე ვრცელდება.
მიხეილ ყაველაშვილს მხოლოდ ერთი მრჩეველი ჰყავს, ისიც საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში და ისიც TikTok-არხ "ფუკოს ქანქარას" ავტორი ლუკა ეხვაია.
ვინ არის ლუკა ეხვაია და რაზე საუბრობს"ფუკოს ქანქარა"?
ტვ იმედის გადაცემა იმედი-live-ში ლუკა ეხვაია საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევრის სტატუსით წარადგინეს. ეხვაია გადაცემაში "USAID-ის ცნობილ სკანდალზე" სასაუბროდ იყო მიწვეული.
2010-2014 წლებში სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში — სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG), სოციალურ მეცნიერებებში საერთაშორისო ურთიერთობებზე სპეციალიზაციით (ბაკალავრი); 2015-2017 წლებში კი — ბოლონიის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინურ კვლევაში და სწავლებებში.
მაგრამ, საზოგადოება ეხვაიას მისი საავტორო TikTok-არხ იცნობს სახელწოდებით "ფუკოს ქანქარა", სადაც ბევრს საუბრობენ საერთაშორისო პოლიტიკაზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომსა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებზე.
"ფაქტებს კიდიათ ემოციები" — ვკითხულობთ ეხვაიას TikTok-არხის აღწერაში, რომელსაც ამ დროისთვის 45700-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
"ფუკოს ქანქარას" იუთუბ გვერდიც აქვს, სადაც პოლიტიკურ თემებზე პოდკასტები იდება. მის აღწერაში ვკითხულობთ, რომ არხის მიზანია ადამიანებს "ის რეალობა მიუტანოს, რომელსაც სხვა პოლიტიკური მხარეები მალავენ".
"ფუკოს ქანქარა" რამდენიმე მეგობრის მიერ შექმნილი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანებამდე იმ რეალობის მიტანას, რომელსაც ყველა სხვა მხარე მალავს პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. ჩვენი ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ ტიკტოკზე და იუთუბზე", — ვკითხულობთ გვერდის აღწერაში.
"რაში დახარჯავდით 42 მილიონ დოლარს? აი, USAID-მა წინასაარჩევნოდ 42 მილიონი საქართველოში ჩაასხა", — ეს ერთ-ერთი ნაწყვეტია ოცნების პრეზიდენტის მრჩევლის, ლუკა ეხვაიას საავტორო TikTok-გვერდის ვიდეოდან, რომელშიც განიხილება "არის თუ არა რეალურად USAID CIA-ს პროექტი და რა უკეთებია მას წლების განმავლობაში".
ირაკლი ეხვაიას ასევე ვიდეო აქვს მიძღვნილი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით, გთავაზობთ ციტირებას:
"უკრაინაში ვიზიტისას, 12 თებერვალს ამერიკის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტი განაცხდა, რომ "უკრაინა 2014 წლამდე საზღვრებს ვერასოდეს დაუბრუნდება, უკრაინა NATO-ში ვერ გაწევრიანდება"; "NATO-ს სამშვიდობო ძალები უკრაინაში არ განლაგდებიან, არც ამერიკელი სამხედროები შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე". მანამდე კი ტრამპა ინტერვიუში განაცხადა, რომ "უკრაინა-რუსეთს შორის შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგეს ან არ შედგეს, შეიძლება უკრაინა რუსეთის ნაწილი აღმოჩნდეს ან არ აღმოჩნდეს, მაგრამ ომი, როგორც არ უნდა დამთავრდეს უკრაინაში რა ფულიც ჩავდეთ ამის კომპენსაციას აუცილებლად მივიღებთო..."
"ფუკოს ქანქარას" თანაწამყვანს ილია ლობჟანიძეს ასევე ვიდეო აქვს მიძღვნილი ილია ჭავჭავაძისთვის, რომელსაც "საქართველოში პირველ ენჯეოშნიკს" უწოდებს.
"პირველი ენეჯოშნიკი იცი ვინ იყო საქართველოში? ილია ჭავჭავაძე. წერა-კითხვის გამავრცელებელი ორგანიზაცია თავისი არსით ენჯეოა. მარა რას აკეთებს, ამ შემთხვევაში გლეხობას ასწავლის წერა კითხვას — კაი საქმეა. ვიღაცა, რომ დადის და რაღაცა ***, რომ აფინანსებს ეგ ვაფშე სხვა თემაა, მით უმეტესს, რომელიც უნდა გამოიყენო მერე იცი რისთვის ამზადებ" — განაცხადა ილია ლობჟანიძემ. (სტილი უცვლელია)
ეხვაიას ერთ-ერთი ვიდეო იწყება ფრაზით "ამ ვიდეოში 7 ფაქტს მოგიყვანთ და შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ, მზადდება თუ არა საქართველოში გადატრიალება"
BMG-ის ცნობით, გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ოცნების პრეზიდენტის მრჩეველს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში 6 424 ლარს უხდიან.
ცნობისთვის, საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა დროს 10-ზე მეტი მრჩეველი და კონსულტანტი ჰყავდა. 2019 წელს On.ge პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ სალომე ზურაბიშვილის 6 მრჩეველი და 6 კონსულტანტი ჰყავდა.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის მრჩევლები იყვნენ:
- ქეთევან თათოშვილი — ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში;
- კონსტანტინე ნაცვლიშვილი — განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში;
- ირინე შენგელია — კომუნიკაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში;
- ნინო ცქიტიშვილი — რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში;
- ქეთევან მახარაშვილი — საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ადამიანის უფლებების, გენდერულ და უმცირესობების საკითხებში;
- დიმიტრი ლეჟავა — თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის კონსულტანტები იყვნენ:
- გიორგი გორდელაძე — კონსულტანტი;
- ვლადიმერ ონოფრიშვილი — კონსულტანტი კულტურის საკითხებში;
- ანგი ხუციშვილი — კონსულტანტი საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობის საკითხებში;
- ნათია პავლიაშვილი — კონსულტანტი პრესასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში;
- სიმონ პეტრისიდი — კონსულტანტი შშმ პირთა საკითხებში;
- ნათია აბრამია — ის On.ge-ს მიერ ინფორმაციის გამოთხოვის დროს ადმინისტრაციაში მუშაობდა, თუმცა, როგორც ახლა აცხადებენ, ის ამ თანამდებობას აღარ იკავებს.
ჩვენი ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე გახდა.
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები