CNN: აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ USAID-ის გაუქმების გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა
ფოტო: RollingStone
აშშ-ს ფედერალურმა მოსამართლემ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა USAID-ის გაუქმება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თეთრი სახლის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE), რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, არ შეუძლია გაწყვიტოს USAID-ის კონტრაქტები ან გრანტები და გაათავისუფლოს ან გაუშვას თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში. ამის შესახებ CNN წერს.
"მილიარდერმა ილონ მასკმა, როგორც ჩანს, გადააჭარბა აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას თავისი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტით," — განაცხადა ფედერალურმა მოსამართლემ თეოდორ დ. ჩუანგმა სამშაბათს, როდესაც მან განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა USAID-ის გაუქმება.
"სასამართლო ადგენს, რომ ბრალდებულების ცალმხრივი ქმედებები USAID-ის დახურვის შესახებ, სავარაუდოდ, არღვევდა შეერთებული შტატების კონსტიტუციას", — თქვა მოსამართლე თეოდორ დ. ჩუანგმა მერილენდის საოლქო სასამართლოდან.
მისი თქმით, DOGE-ს არ შეუძლია შეწყვიტოს USAID-ის კონტრაქტები ან გრანტები, არც შეუძლია გაათავისუფლოს ან გაუშას შვებულებაში თანამშრომლები. მან ასევე აუკრძალა DOGE-ს სააგენტოში დაცული თანამშრომლების სენსიტიური პერსონალური მონაცემების გაზიარება, რაც მთავარი გამარჯვებაა ჯგუფებისთვის, რომლებიც ფართოდ აპროტესტებენ მასკის როლს ფედერალურ მთავრობაში.
CNN წერს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც DOGE-ს აღნიშნულ შეზღუდვებს უყენებს, ერთ-ერთი პირველი და ძირითადი გადაწყვეტილებაა, რომელიც, აშშ-ს კონსტიტუციაზე დაყრდნობით, ზღუდავს მასკის როლს ფედერალურ მთავრობაში.
"დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ელონ მასკსა და DOGE-ის თავდასხმზე USAID-ზე, აშშ-ის მთავრობასა და კონსტიტუციაზე.
ისინი სკალპელის ნაცვლად ოპერაციას ელექტრო ხერხით ატარებენ, რაც ზიანს აყენებს არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც USAID ემსახურება, არამედ ამერიკელთა უმრავლესობას, რომლებსაც ჩვენი მთავრობის სტაბილურობის იმედი აქვთ", — თქვა სახელმწიფო დემოკრატიის დამცველთა ფონდის აღმასრულებელი თავმჯდომარემ ნორმა ეიზენმა.
მოსამართლე გადაწყვეტილება თეთრმა სახლმაც გააკრიტიკა.
"თაღლითი მოსამართლეები არღვევენ ამერიკელი ხალხის ნებას, რათა ხელი შეუშალონ პრეზიდენტ ტრამპს მისი დღის წესრიგის შესრულებაში. თუ ამ მოსამართლეებს სურთ თავიანთი პარტიული იდეოლოგიები მოახვიონ თავზე მთავრობას, მათ თავად უნდა იყარონ კენჭი", — თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ანა კელიმ.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკრიტიკა მოსამართლის გადაწყვეტილება. მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
"ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, ჩვენ გვყავს თაღლითი მოსამართლეები, რომლებიც ანგრევენ ჩვენს ქვეყანას", — განუცხადა ტრამპმა Fox News-ს.
ამავე თემაზე:
სამანტა პაუერი: USAID-ის მკვლელობა ყველგან ავტოკრატიის გამარჯვებას ნიშნავს
მოსამართლემ დროებით შეაჩერა USAID-ის ათასობით თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება
Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის თანამშრომლებს ადმინისტრაციულ შვებულებაში უშვებს
ტრამპი USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მიერთებას გეგმავს — რა ხდება
CNN: USAID-ის დირექტორის მოვალეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეასრულებს
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
კომენტარები