ტრამპი: მე დაჟინებით ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს
ფოტო: ndtv.com
"მე დაჟინებით ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს", — ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს.
მისი თქმით, პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და "არის ძალიან დიდი შანსი, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს".
"ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი და პროდუქტიული დისკუსია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ და არის ძალიან დიდი შანსი, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს - მაგრამ, ამ მომენტში, ათასობით უკრაინის ჯარისკაცი მთლიანად გარშემორტყმულია რუსული სამხედროებით და არიან ძალიან ცუდ და დაუცველ პოზიციაში. მე დაჟინებით ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ მათ სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ეს იქნებოდა საშინელი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც არავის უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ღმერთმა დალოცოს ისინი ყველა!!!" — წერს ტრამპი.
11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გაიმართა მოლაპარაკებები კიევისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის. უკრაინულმა მხარემ მიიღო წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუკი მას რუსეთი დათანხმდება. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა იარაღის მიწოდების განახლება და დაზვერვის გაზიარების განახლება.
- აშშ-სა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები საუდის არაბეთში დღეს გაიმართება
- აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისათვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას — მოლაპარაკებების შედეგები ცნობილია
Reuters-ის ცნობით, რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისა და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ შეთანხმების მოთხოვნების სია წარუდგინა და კრემლის ამჟამინდელი მოთხოვნები იმის მსგავსია, რაც რუსულმა მხარემ ადრე უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და NATO-ს წარუდგინა.
რუსეთის ადრინდელი მოთხოვნები მოიცავდა: უკრაინის NATO-ს წევრობაზე უარის თქმას, შეთანხმებას უკრაინაში უცხოური ჯარების არ განლაგების შესახებ და ყირიმისა და 4 უკრაინის რეგიონის საერთაშორისო აღიარებას რუსეთის შემადგენლობაში.
13 მარტს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდ ლუკაშენკოსთან, ერთობლივი ბრიფინგი გამართა, რომელზეც განიხილეს აშშ-ისა და უკრაინის მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმების პირობები. პუტინმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებების დროებითი შეწყვეტის მომხრეა, თუ ამ პერიოდში "კონფლიქტის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება".
"ვეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას, რათა მსხვერპლი შეწყდეს, მაგრამ იმ ფაქტიდან გამოვდივართ, რომ ამ ცეცხლის შეწყვეტამ ხანგრძლივ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და ამ კრიზისის ძირეული მიზეზები უნდა აღმოფხვრას", — განაცხადა პუტინმა.
პუტინმა არ გამორიცხა მორიგი სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპთან, რადგან, მისი აზრით, არის ნიუანსები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები